¹ ას-1206-1467-09 18 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ბ-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ბ-ოვის სარჩელი მოპასუხე ქ.ბათუმის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ოვმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ოვის წარმომადგენელმა მ. ა-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება ი. ბ-ოვის წარმომადგენელ მ. ა-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 4 იანვარს (ს.ფ.224). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც კასატორმა და არც მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ბ-ოვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.