¹ას-1238-1088-2010 17 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ძე (მოპასუხე)
(მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლOო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა შვილის სარჩენად ალიმენტის – 750 ლარის დაკისრება 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, ხოლო 2010 წლის აპრილიდან სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე თვეში 150 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე 2008 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. კ-ძესთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ა. კ-ძე. ბავშვის მამა – ნ. კ-ძე თავს არიდებს ბავშვის რჩენას და აღარ აქცევს ყურადღებას. მოპასუხე მუშაობს დაცვის პოლიციაში, ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოში.
Mმოპასუხემ ნ. კ-ძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ შემდეგი საფუძვლებით: იგი თანახმაა, შვილს, ა. კ-ძეს გადაუხადოს ალიმენტი თვეში 50 ლარი, ხელფასის 25%, ხოლო სარჩელი არ ცნო წარსული დროის 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით ალიმენტის, 750 ლარის დაკისრების ნაწილში იმ მოტივით, რომ სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელეს არ მიუღია ზომები სარჩოს მისაღებად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. კ-ძეს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის, 2009 წლის 1 აგვისტოს დაბადებული, ა. კ-ძის სასარგებლოდ ალიმენტის - 60 ლარის გადახდა ყოველთვიურად მის სრულწლოვანებამდე სარჩელის აღძრის მომენტიდან, 2010 წლის 29 აპრილიდან, Gგაუქმდა 2010 წლის 30 აპრილის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინება დროებითი განკარგულების მიღების შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. თ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით რ. გ-ძის (წარმომადგენელ ნ. თ-ძის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, Uუცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ რ. გ-ძე და ნ. კ-ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2008 წლიდან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი-ა. კ-ძე. Mმხარეებს შორის შეწყვეტილია ცოლ-ქმრული ურთიერთობა და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი ა. კ-ძე იზრდება დედასთან, რ. გ-ძესთან. Nნ. კ-ძე მუშაობს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოში. Nნ. კ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ხ. ა-ძესთან. რ. გ-ძეს სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე არასოდეს მოუთხოვია მოპასუხისათვის, გადაეხადა ალიმენტი. Dშსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დადგენილად ცნო ასევე, რომ ნ. კ-ძის დარიცხული ხელფასი თვეში შეადგენს 256 ლარსა და 30 თეთრს, ხოლო ხელზე გასაცემი 205.04 ლარს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1214-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ნ. კ-ძე ვალდებულია, არჩინოს მცირეწლოვანი ა. კ-ძე და, ვინაიდან იგი ცხოვრობს დედასთან, ნ. კ-ძეს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ნ. კ-ძისათვის დაკისრებული ალიმენტი შეესაბამებოდა მის მატერიალურ შესაძლებლობებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ რ. გ-ძეს სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე არასოდეს მოუთხოვია მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდა და, შესაბამისად, მართებულად მიუთითა სამოქალქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, ვინაიდან ვალდებული პირი თავს არიდებდა გადახდას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1214-ე მუხლები. Aარ გაითვალისწინა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა, რომ იგი უმუშევარია და ბავშვი იზრდება დედასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით რ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია ალიმენტის დაკისრება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე და 1241-ე მუხლებს. იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.