¹ას-1252-1511-09 28 იანვარი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ჯ-ელის წარმომადგენლის ე. პ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ნ. ც-ძის და ა. ჯ-ელის სარჩელის გამო მოპასუხე ლ. ჯ-ელის და გ. ჯ-ელის მიმართ, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა. ჯ-ელის წარმომადგენლის ე. პ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს განესაზღვრათ 7 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 1166.65 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს და მის წარმომადგელს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ 2010 წლის 4 და 5 იანვარს (ს.ფ. 71-73). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამა წლის 11 იანვარს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის და მისი წარმომადგენლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ჯ-ელის წარმომადგენლის ე. პ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.