ას-1259-1106-2010 31 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ გ. ქ-ძე (მოპასუხე)
ზ. მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
N ზ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ქ-ძის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის – 31 305. 93 ლარისა და 577.69 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 29 დეკემბერს ქ.ქუთაისში, ... ქუჩისა და ავტომშენებლის შემაერთებელ ხიდზე გ. ქ-ძე კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა მანქანას, რომელსაც მართავდა მოსარჩელე ზ. მ-შვილი. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, კერძოდ, მისი კუთვნილი ავტომანქანა ისე გამოვიდა მწყობრიდან, რომ შეკეთებას აღარ დაექვემდებარა,Aასევე ავტოავარიის შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის დაზიანება და დასჭირდა მკურნალობა. ავტოავარიის შედეგად მან ვეღარ შესძლო მუშაობის გაგრძელება და, შესაბამისად, ვეღარ გადაიხადა სესხებიც. ასევე, ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.
Mმოპასუხე გ. ქ-ძის საპროცესო წარმომადგენელმა ჟანა ქ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დადგენილი არ არის გ. ქ-ძის ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, Gგ. ქ-ძეს ზ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზიანის - 9158.19 ლარის გადახდა. მოსარჩელეს მოთხოვნას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. მ-შვილმა. Aამავე გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ქ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. მ-შვილის სარჩელი გ. ქ-ძისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ქ-ძეს ზ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 2 000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, გ. ქ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 2009 წლის 19 დეკემბერს ქ.ქუთაისში, ... ქუჩისა და ავტომშენებლის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო, როგორც მოსარჩელე ზ. მ-შვილმა, ასევე მოპასუხე გ. ქ-ძემ. აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული დადგენილებით საქმეზე დაზარალებულად ცნობილ იქნა ზ. მ-შვილი, ხოლო ეჭვმიტანილად გ. ქ-ძე. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის ¹176 დასკვნის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ზ. მ-შვილმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ექსპერტის ¹1/2/ა დასკვნაზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ გამოძიების მიერ დაუდგენელ ვითარებაში “.....” მარკის ავტომობილის მძღოლი ზ. მ-შვილი ტექნიკური თვალსაზრისით მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავიდან აეცილებინა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და მას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი არ დაურღვევია. დადასტურებულად ცნო, რომ ზ. მ-შვილმა ავტოავარიის Dშედეგად მიღებული ტრავმის სამკურნალოდ 159.19 ლარი დახარჯა, ხოლოGგ. ქ-ძეს დაენიშნა ინვალიდობის პენსია უვადოდ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი განაჩენი, რომლითაც დადასტურდებოდა გ.ქ-ძის ბრალეულობა – არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მიიჩნია, რომ, მართალია, არ არსებობს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სისხლისსამართლებრივი წესით დადგენილი განაჩენი (რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ დადგა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეჩერების გამო), მაგრამ საქმეში წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სრულიად საკმარის საფუძველს იძლევიან სარჩელის სამოქალაქოსამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასებისათვის, კერძოდ, მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ექსპერტის ¹1/2/ა დასკვნაზე, რომლის საფუძველზეც მიიჩნია, რომ გ. ქ-ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 30.1 მუხლის მოთხოვნებს და ამ წესების დაცვის შემთხვევაში გ. ქ-ძეს შეეძლო ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარის თავიდან აცილება. ზემოაღნიშნული დასკვნა სრულიად საკმარისი საფუძველია (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში) პირის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, სარჩელის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის გამოყენებას. ამასთან, არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უკანონოა, კერძოდ, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ თანხის ოდენობის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საკითხია და იგი ძირითადად გამომდინარეობს დანაშაულისა და მიყენებული დაზიანებების სიმძიმის ხარისხისა და მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, აქედან გამომდინარე, მორალური ზიანი 2 000 ლარით უნდა განისაზღვროს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ძემ და ზ. მ-შვილმა.
გ. ქ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 394-ე მუხლებისა და 279-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, არ შეაჩერა საქმის წარმოება, მაშინ, როდესაც ავტოავარიის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და არ არის დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი.
ზ. მ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 999-ე მუხლები, კერძოდ, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომელიც მას მიადგა გ.ქ-ძის მიერ გაუფრთხილებელი ქმედებით, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ ყველა დავალიანება, რაც მას გააჩნია ამ გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანის შედეგია, რომელიც გ.ქ-ძეს უნდა მოეთხოვოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გ. ქ-ძის, ხოლო 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ქ-ძისა და ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 999-ე, 412-ე და 413-ე მუხლებს. იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ქ-ძისა და ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.