Facebook Twitter

ას-1307-1151-2010 14 თებერვალი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ შპს “ს. რ.” (მოპასუხე)

_ თ. ფ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ მარჩენალის დაღუპვის გამო ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ფ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს. რ.-ს” მიმართ ზიანის ანაზღაურების მიოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მეუღლე რ. ფ-შვილი წლების მანძილზე მუშაობდა სამტრედიის “ეჩკ” ლანჩხუთის ¹5 ბრიგადის ელმონტიორად. 1972 წლის 2 აგვისტოს სადგურ ჯაპანაში სარკინიგზო ქსელზე ჩატარებული სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევისას ის ტრაგიკულად დაიღუპა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ შპს “ს. რ.-მ”, როგორც მარჩენალდაკარგულს, მოსარჩელეს დაუნიშნა სარჩო ყოველთვიურად მეუღლის ხელფასის 100%-ის ანაზღაურება, რასაც ღებულობდა 1973 წლის აპრილამდე. 1973 წლის 2 აპრილს ოზურგეთის რაიონის სასამართლოს განაჩენით შპს “ს. რ.-ს” მიერ დაენიშნა სარჩო ელმონტიორის საშუალო ხელფასის 90%. მოპასუხე დანიშნულ სარჩოს საწარმოში არსებული ხელფასის 90%-ს უხდიდა 2001 წლამდე, საწარმოში ხელფასების ზრდის მიუხედავად, ყოველთვიური სარჩოს ოდენობა უმნიშვნელოდ იზრდებოდა, კერძოდ, 2001 წელს მიღებული თანხა ყოველთვიურად შეადგენდა 2001 წელს – 53,79 ლარს, 2002 წელს – 67,30 ლარს, 2003 წელს – 85,70 ლარს, 2004 წელს - 85,70 ლარს, 2005 წელს - 85,70 ლარს, 2006 წელს – 148,60 ლარს, ხოლო 2007 წლის დეკემბრიდან სარჩოს ოდენობა, მომატების ნაცვლად, შემცირდა 95,8 ლარამდე. მოპასუხის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ დასავლეთის ელმომარაგების სამმართველოს მე-5 ჯგუფის ელექტრომონტიორის ხელფასი 2001 წლიდან საგრძნობლად მატულობდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ გადაუხდელი თანხის ოდენობა 2010 წლის 1 აპრილამდე შეადგენს 15252.17 ლარს.

Mმოპასუხე შპს “ს. რ.-მ” სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 36-ე პუნქტი შეეხებოდა მარჩენლის გარდაცვალების გამო, ხელფასის ცვლილებების შესაბამისად, დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის ¹923 ბრძანებულებით 38-ე პუნქტში შევიდა ცვლილება და დანიშნული სარჩო ხელფასის ცვლილებებთან ერთად გადაანგარიშებას აღარ დაექვემდებარა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოქმედი მუშაკის ხელფასიდან მისთვის სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე არის სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით თ. ფ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს. რ.-ს” თ. ფ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 15 252.17 ლარის გადახდა და სარჩო 2010 წლის 1 აპრილიდან ყოველთვიურად შპს “ს. რ.-ს” დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს მე-5 ჯგუფის ელქტრომონტიორის ხელფასის 90%-ის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.-მ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ფ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ს. რ.-ს” თ. ფ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 10 814.34 ლარის გადახდა და სარჩო 2010 წლის 1 აპრილიდან ყოველთვიურად შპს “ს. რ.-ს” დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს მე-5 ჯგუფის ელექტრომონტიორის ხელფასის 90%-ის ოდენობით გადახდის დროისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. თ. ფ-შვილს უარი ეთქვა შპს “ს. რ.-სათვის” 4 437.83 ლარის დაკისრებაზე შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელის მიუღებელი სარჩოს დაკისრების ნაწილში უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. Pპალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ამ ნაწილში არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე თ. ფ-შვილის მეუღლე რ. ფ-შვილი წლების მანძილზე მუშაობდა სამტრედიის “ეჩკ” ლანჩხუთის ¹5 ბრიგადის ელმონტიორად. 1971 წლის 2 აგვისტოს სადგურ ჯაპანას სარკინიგზო ქსელზე ჩატარებული მუშაობის დროს მოჰყვა დიდი ძაბვის ქვეშ და ადგილზევე გარდაიცვალა. საწარმოს ინიციატივით მოსარჩელე თ. ფ-შვილს დანიშნული ჰქონდა სარჩო, რომელსაც მოპასუხე შპს “ს. რ.-საგან” 2001 წლის განმავლობაში მიღებული აქვს იანვრიდან აპრილის ჩათვლით ყოველთვიურად 48,42 ლარი, მაისიდან-დეკემბრის ჩათვლით - 53.79 ლარი, სულ 624 ლარი; 2002 წლის იანვარში- 59,08 ლარი, თებერვალში - 63.22 ლარი, მარტში – 67,27 ლარი, აპრილიდან-სექტემბრამდე – 67,3 ლარი, ოქტომბერში – 78,3 ლარი; ნოემბერ-დეკემბერში – 85,7 ლარი, სულ 843.07 ლარი. 2003 წლის განმავლობაში თ. ფ-შვილს, მარჩენლის გარდაცვალების გამო, მიღებული აქვს ყოველთვიურად 85.7 ლარი, სულ – 1028.4 ლარი; 2004 წლის განმავლობაში ყოველთვიურად – 85,7 ლარი სულ -1028-,4 ლარი. 2005 წელს ექვსი თვის განმავლობაში სარჩოს სახით მოსარჩელეს მიღებული აქვს 95.48 ლარი, სულ – 572.88 ლარი. 2006 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით – 95.48 ლარი, აგვისტოში – 117,92 ლარი, სექტემბერში- 124.96 ლარი, ოქტომბერ-ნოემბერში-148.6 ლარი და დეკემბერში - 95,48 ლარი, სულ 1303,92 ლარი; 2007 წელს ყოველთვიურად – 95,48 ლარი, სულ 1303.92 ლარი. 2007 წელს ყოველთვიურად – 95,48 ლარი, სულ – 1145.76 ლარი. 2008 წელს შპს “ს. რ.-ს” მიერ გადახდილია სარჩოს სახით ყოველთვიურად 81,75 ლარი, სულ -981 ლარი. 2009 წელს ყოველთვიურად გადახდილია 87.30 ლარი, სულ 1047.60 ლარი. თ. ფ-შვილს 2010 წელს სარჩოს სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 87.30 ლარი. შპს “ს. რ.-ს” დასავლეთის ელმონტიორის სამმართველოს მე-5 ჯგუფის ელ.მონტიორის ხელფასი 2001 წელს შეადგენდა 90.67 ლარს, 2002 წლის იანვრიდან - 117 ლარს, 2002 წლის ოქტომბრიდან - 154 ლარს, 2003 წელს – 154 ლარს, 2004 წელს – 154 ლარს, 2005 წლიდან - 2008 წლამდე – 217 ლარს, 2008 წლიდან 2010 წლის 1 იანვრამდე – 490 ლარს. 2001 წელს სხვაობა მოპასუხე შპს “ს. რ.-ს” მიერ გადახდილ სარჩოსა და ელმონტიორის ხელფასს შორის შეადგენს 355,20 ლარს, 2002 წელს -518.43 ლარს, 2003 წელს – 634.80 ლარს, 2004 წელს – 634.80 ლარს, 2005 წელს – 1255.92 ლარს, 2006 წელს 1038.68 ლარს, 2007 წელს – 1197.84 ლარს, 2008 წელს – 4311 ლარს, 2009 წელს 4244.40 ლარს, 2010 წელს 1061.10 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებით და დადგენილად მიიჩნია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მარჩენლის გარდაცვალება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც გამოწვეულია მოპასუხე შპს “ს. რ.-ს” მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად. გამოიყენაAამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, 411-ე მუხლი, 412-ე მუხლი, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 128-ე მუხლი, 1008-ე მუხლი, 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 130-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი ბრალით ვერ შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ, რადგან მას შპს “ს. რ.-ს” დასავლეთის ელმომარაგების სამმართველოს მე-5 ჯგუფის ელმონტიორის ხელფასის მომატების შესახებ ინფორმაცია შეეძლო, მიეღო 2010 წლამდეც, რაც უდავოა, რომ მის ამ მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხადაზმულობის სამწლიანი ვადა, შესაბამისად, მოსარჩელეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, უარი უნდა ეთქვას მოპასუხის მიერ გადახდილ სარჩოსა და ელმონტიორის ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურებაზე, რაც წარმოშობილია 2001-1006 წლების პერიოდში და შეადგენს 4 437.83 ლარს. შპს “ს. რ.-ს” ვალდებულების შესასრულებლად უნდა დაეკისროს 2007-2010 წლებში წარმოშობილი სხვაობის 10814.34 ლარის გადახდა, რაც უნდა მიეღო მოსარჩელეს, რომ არ დაეკარგა მარჩენალი. Mმოპასუხეს 2010 წლის 1 აპრილიდან ასევე უნდა დაეკისროს სარჩოს სახით ყოველთვიურად დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს მე-5 ჯგუფის ელმონტიორის ხელფასის 90%-ის ოდენობით გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.-მ” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრუებისას მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების” წესის 38-ე პუნქტი შეეხებოდა, მარჩენლის გარდაცვალების გამო, ხელფასის ცვლილებასთან ერთად დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის ¹923 ბრძანებულებით ამ პუნქტში შევიდა ცვლილება და სარჩო ხელფასის ცვლილებასთან ერთად გადაანგარიშებას აღარ დაექვემდებარა. ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება არ ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ფ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თ. ფ-შვილმა თავისი ბრალით ვერ შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ, მას შეეძლო მე-5 თანრიგის ელმონტიორის ხელფასის შესახებ ინფორმაცია მიეღო 2010 წლამდე, შესაბამისად, 2001 - 2006 წლების პერიოდი ხანდაზმულია. მოსარჩელისათვის მოპასუხეს არ შეუტყობინებია, თუ როდის და რა ოდენობით იმატებდა ელექტრომონტიორის ხელფასი. სარჩელი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაწყებულიყო 2009 წლის 16 ივნისიდან, როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მის მიმართ დარღვეული უფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი, ხოლო 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით თ. ფ-შვილის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივრისა და თ. ფ-შვილის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

მოცემული დავის საგანია ზიანის (მიუღებელი სარჩოს) ანაზღაურება, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ.-ს” უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 3 დეკემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 540.17 ლარის 70% _ 378.119 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

შპს “ს. რ.-ს” დაუბრუნდეს 2010 წლის 3 დეკემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 540.17 ლარის 70% _ 378.119 ლარი.

თ. ფ-შვილის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.