¹ას-1321-1164-10 9 თებერვალი, 2011 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს. ჯ-ევა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “...” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მორიგების აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ჯ-ევამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “...”-ს მიმართ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის ბათილად ცნობა, რადგანაც მორიგება დადებულ იქნა მხოლოდ მოსაჩვენებლად და გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ს.ჯ-ევას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით ს. ჯ-ევას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება, ს. ჯ-ევას სარჩელი სს “...”-ს მიმართ მორიგების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ იქნა მიღებული წარმოებაში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ჯ-ევას წარმომადგენელმა ა.ხ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ს.ჯ-ევას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტის, ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, ასევე ა.ხ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში ა.ხ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ კასატორმა განჩინებით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, ამასთან, ა.ხ-შვილმა წარმოადგინა მისი ადვოკატის მოწმობის ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ს. ჯ-ევას წარმომადგენელ ა. ხ-შვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, ს. ჯ-ევას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ს.ჯ-ევას წარმომადგენელმა ა.ხ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჯ-ევას წარმომადგენელ ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში სრულად არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ს.ჯ-ევას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტის, ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, ასევე ა.ხ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში ა.ხ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ კასატორმა განჩინებით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, ამასთან, ა.ხ-შვილმა წარმოადგინა მისი ადვოკატის მოწმობის ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ს. ჯ-ევას წარმომადგენელ ა. ხ-შვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, ს. ჯ-ევას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ს.ჯ-ევას წარმომადგენელმა ა.ხ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნული განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარემ დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ გამოასწორა.
პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს ჯერ კიდევ ხარვეზის დადგენის შესახებ 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, ხოლო შემდგომ 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით, რომლითაც კასატორს გაუგრძელდა ვადა დადგენილი ხარვეზის სრულად გამოსწორებისათვის, ამომწურავად განემარტა იმ საპროცესო მოქმედებათა შესახებ, რაც ხარვეზის აღმოფხვრისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვისაა სავალდებულო, კერძოდ, კასატორს მიეთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მესამე ნაწილსა და მე-40 მუხლის მესამე ნაწილზე და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასის უტყუარად დადასტურება და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (დავის საგნის ღირებულების 5%-ის) სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
კასატორს არც 2010 წლის 24 დეკემბრისა და არც 2011 წლის 12 იანვრის განჩინების შესაბამისად გამოგზავნილ წერილობით პასუხზე დაურთავს და არ წარმოუდგენია საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი, შესაბამისად, გაუგებარია განმცხადებლის მითითება, რომ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს. ჯ-ევას უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის _ ა. ხ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 31 იანვარს ¹15 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ჯ-ევას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
ს. ჯ-ევას დაუბრუნდეს ა. ხ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 31 იანვარს ¹15 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.