Facebook Twitter

¹ას-1345-1185-2010 21 იანვარი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ბ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ბ-იასა და გ. გ-ძის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ნ. გ-ძე 1963 წელს დაქორწინდა ზ. გ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1977 წელს, შეიძინეს ქუთაისში, ... ქ. ¹73/66-ში მდებარე ბინა. 1992 წელს ბინის პრივატიზაცია განხორციელდა გ. გ-ძის სახელზე. 2000 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა ზ. გ-ძე. 2010 წლის 2 მარტს ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე გ. გ-ძის სახელზე, რომელმაც 2010 წლის 4 მარტს ბინა აჩუქა მეუღლე ნ. ბ-იას, რომლის სახელზეც ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა 2010 წლის 10 მარტს.

მოპასუხეებმა ნ. ბ-იამ და გ. გ-ძემ სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1996 წლის 10 იანვრიდან. ქორწინების შემდეგ შვილთან ერთად ცხოვრობენ გ. გ-ძის სახელზე პრივატიზებულ ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹73/66-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. სადავო ბინის პრივატიზება განხორციელდა მოპასუხე გ. გ-ძის სახელზე, რაზედაც ზ. და ნ. გ-ძეებმა, ასევე გ. გ-ძის დამ – მ. გ-ძემ თანხმობა განაცხადეს დასახელებული ბინის გ. გ-ძის პირად საკუთრებაში გადაცემაზე. სადავო ბინაზე ნ. ბ-იას გაწეული აქვს დაახლოებით 15 000 აშშ დოლარის სარეკონსტრუქციო-სარემონტო ხარჯები. მუდმივად ზრუნავდა მის გაუმჯობესებაზე, რის გამოც მეუღლე გ. გ-ძემ ბინა აჩუქა, აღრიცხა მის (ნ. ბ-იას) სახელზე და დღემდე იქ ცხოვრებენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹73/66-ში მდებარე ბინაზე, გ. გ-ძესა და ნ. ბ-იას შორის დადებული 2010 წლის 4 მარტის ჩუქების ხელშეკრულება და გაუქმდა ნ. ბ-იას სახელზე რიცხული საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹73/66-ში მდებარე ბინაზე. ნ. გ-ძე ცნობილ იქნა დასახელებული ბინის 1/3-ის მესაკუთრედ და იგი აღირიცხა საჯარო რეესტრში ნ. გ-ძის სახელზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-იამ და გ. გ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-იასა და გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ... ქ ¹73/66-ში მდებარე ბინაზე გ. გ-ძისა და ნ. ბ-იას შორის დადებული 2010 წლის 4 მარტის ხელშეკრულება სადავო ქონების 1/3 წილზე, გაუქმდა ნ. ბ-იას სახელზე რიცხული საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქ. ქუთაისში, ... ქ ¹73/66-ში მდებარე 1/3 ნაწილის ბინაზე. სადავო ბინის 1/3 ნაწილი აღირიცხა ნ. გ-ძის საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-იამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-იას საკასაციო საჩივარი დაუშვებლია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის შესახებ მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში. ამ ნორმის თანხმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება, როგორც განჩინების ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ასევე ამ განჩინების ასლის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაგზავნის დრო, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით ადრესატისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც გაასაჩივრა ნ. ბ-იამ საკასაციო საჩივრით, საქმეში მითითებულ მისამართზე - ქუთაისში, ... ქ. ¹73/66-ში გაეგზავნა კასატორს. რომელსაც გადაწყვეტილების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 3 დეკემბერს (ს.ფ. 189). აღნიშნულიდან გამომდინარე, მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 4 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში ანუ 4 იანვრის ჩათვლით. საკასაციო საჩივარი კი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 12 იანვარს, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ბ-იამ დაარღვია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-იას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.