¹ას-135-129-10 29 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. გ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ დ. გ-იანის სარჩელის გამო მოპასუხე ვ. გ-იანის და ნოტარიუს ტ. ა-იანის მიმართ, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ დ. გ-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 937.5 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენა.
2010 წლის 20 თებერვალს დ. გ-იანმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით დ. გ-იანს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 17 მარტს (ს.ფ.120-121). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამა წლის 22 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2010 წლის 23 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2010 წლის 22 მარტს, ხოლო მის მიერ განცხადება შემოტანილია მიმდინარე წლის 23 მარტს, ანუ საპროცესო ვადის 1 დღის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე დ. გ-იანის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.