Facebook Twitter

ას-1354-1192-2010 7 მარტი 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ზ. ზ-ძე (წარმომადგენელი ტარიელ ჩოჩიშვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. კ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 4 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. კ-ძემ მოპასუხე ზ. ზ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. მასა და მოპასუხეს შორის 1998 წლის 13 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა; ბ. ზ. ზ-ძისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის, თითოეულ ბავშვზე 300 ლარის დაკისრება; გ. თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი, სარჩელში მითითებული უძრავი და მოძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 1-11).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სარჩელი მოპასუხესთან განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეებს შორის 1998 წლის 13 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი ¹416. ამავე გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სარჩელი თითოეულ ბავშვზე (სამი ბავშვი) ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ზ-ძეს არასრულწლოვანი შვილების: 2001 წლის 9 სექტემბერს დაბადებული თეკლა ზ-ძის, 2003 წლის 29 მარტს დაბადებული ბ. და ლ. ზ-ძეების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით (რაც მთლიანობაში შეადგენდა 600 ლარს) სარჩელის აძღვრის მომენტიდან _ 2009 წლის 4 აგვისტოდან მათ სრულწლოვანებამდე. დასახელებული გადაწყვეტილებით თ. კ-ძე ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში ზ. ზ-ძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, კერძოდ, თბილისში, ფ-ის ქ.¹...-ში მდებარე 629 კვ.მ მიწის ფართობის 1/2 ნაწილის (მესამე სართულის შესასვლელის მარჯვნივ, რეგისტრაციის ¹88... ... ), აგრეთვე, ქობულეთში, რ-ის ქ.¹... ..-ში მდებარე ბინა 40.54-ის 1/2 წილის მესაკუთრედ. გარდა ამისა, თ. კ-ძე ცნობილ იქნა მოძრავი ქონების: ავტომანქანა ჰონდა ჩღ-V სახელმწიფო ნომრით ... ... ..., სარეგისტრაციო მოწმობა AV26... ... ; ავტომანქანა ნისანი, სახელმწიფო ნომრით ... ... ..., ტექნიკური პასპორტი ..., რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 18 ივლისი; ავტომანქანა მერსედესი სახელმწიფო ნომრით UOU-414, ტექნიკური პასპორტი ..., რეგისტრაციის თარიღი 2008 წლის 7 ოქტომბერი; ავტომანქანა «BMჭ» სახელმწიფო ნომრით ..., ტექნიკური პასპორტი AB ..., რეგისტრაციის თარიღი 2002 წლის 14 აგვისტო; საძინებელი გარნიტური «ლუდოვიკო», «დესეო და ბარი», საძინებელი რუმინული წარმოების, საძინებელი რუსული წარმოების, დივანი ორი სათავსოთი, ტყავის სამეული თეთრი მაგიდით, სამეული მუქი მწვანე ხის მაგიდით, ე.წ. «გორკა», სამზარეულო და სამზარეულოს სამკუთხედი, ჭაღი, როიალი, ფორტეპიანო, კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი «ფილიპსი», შONY-ის ფირმის ტელევიზორი, პატარა ტელევიზორი, შუშის «ვიტრინა», დრაკონის ორი ლარნაკი, მინის მაგიდა, ხის მაგიდა ექვსი სკამით, სარეცხის მანქანა, გაზქურა, მაცივარი «ჰიტაჩი», ანტიკვარული ლამფა, ფაიფურის ქალ-ვაჟის ქანდაკება _ 1/2 წილის მესაკუთრედ (ტომი 2, ს.ფ. 91-97).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 103-115).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით (ნაწილობრივი გადაწყვეტილებით) ზ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ზ. ზ-ძეს არასრულწლოვანი შვილების: 2001 წლის 9 სექტემბერს დაბადებული თეკლა ზ-ძის, 2003 წლის 29 მარტს დაბადებული ბ. და ლ. ზ-ძეების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით სარჩელის აძღვრის მომენტიდან _ 2009 წლის 4 აგვისტოდან მათ სრულწლოვანებამდე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებმა დააყენეს შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თ. კ-ძესა და ზ. ზ-ძეს ერთად ცხოვრების განმავლობაში შეეძინათ 3 შვილი: 2001 წლის 9 სექტემბერს დაბადებული თეკლა ზ-ძე, 2003 წლის 29 მარტს დაბადებულები ბ. და ლ. ზ-ძეები;

მეუღლეებს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან;

თ. კ-ძე არ მუშაობს, ხოლო ზ. ზ-ძე არის მეწარმე სუბიექტი.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, თბილისში, ფ-ს ქ.¹...-ში მდებარე 629 კვ.მ მიწის ფართობი (მესამე სართულის შესასვლელის მარჯვნივ, რეგისტრაციის ¹88... ... ), აგრეთვე, ქობულეთში, რ-ის ქ.¹... ..-ში მდებარე ბინა 40.54 რეგისტრირებულია ზ. ზ-ძის საკუთრებაში;

ავტომანქანები: ავტომანქანა ჰონდა ჩღ-V სახელმწიფო ნომრით ... ... ..., სარეგისტრაციო მოწმობა AV26... ... (რეგისტრაციის თარიღი 18.07.2009); ავტომანქანა ნისანი, სახელმწიფო ნომრით ... ... ..., ტექნიკური პასპორტი ..., რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 18 ივლისი; ავტომანქანა მერსედესი სახელმწიფო ნომრით UOU-414, ტექნიკური პასპორტი ..., რეგისტრაციის თარიღი 2008 წლის 7 ოქტომბერი; ავტომანქანა «BMჭ» სახელმწიფო ნომრით ..., ტექნიკური პასპორტი AB ..., რეგისტრაციის თარიღი 2002 წლის 14 აგვისტო, რეგისტრირებულია ზ. ზ-ძის საკუთრებაში;

მხარეთა განმარტების თანახმად, სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები: საძინებელი გარნიტური «ლუდოვიკო», «დესეო და ბარი», საძინებელი რუმინული წარმოების, საძინებელი რუსული წარმოების, დივანი ორი სათავსოთი, ტყავის სამეული თეთრი მაგიდით, სამეული მუქი მწვანე ხის მაგიდით, ე.წ. «გორკა», სამზარეულო და სამზარეულოს სამკუთხედი, ჭაღი, როიალი, ფორტეპიანო, კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი «ფილიპსი», შONY-ის ფირმის ტელევიზორი, პატარა ტელევიზორი, შუშის «ვიტრინა», დრაკონის ორი ლარნაკი, მინის მაგიდა, ხის მაგიდა ექვსი სკამით, სარეცხის მანქანა, გაზქურა, მაცივარი «ჰიტაჩი», ანტიკვარული ლამფა, ფაიფურის ქალ-ვაჟის ქანდაკება _ განთავსებულია ზ. ზ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინაში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია საქმეში არ მოიპოვებოდა სამეწარმეო საქმიანობიდან ზ. ზ-ძის ყოველთვიური შემოსავლის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ზ. ზ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებულია ძვირადღირებული როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონება, ხოლო თ. კ-ძის საკუთრებაში ასეთი ქონება არ ირიცხება, ამასთან, თ. კ-ძე უმუშევარია) მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა სწორად განისაზღვრა თვეში 200 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.

რამდენადაც მხარეებმა იშუამდგომლეს ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო მოთხოვნაზე გამოტანილიყო ნაწილობრივი გადაწყვეტილება, ამასთან, ამ ნაწილში გარკვეული იყო მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის შესახებ სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს ამჟამინდელი მდგომარეობით შემოსავალი არ გააჩნია, იგი არის უმუშევარი. საქმეზე დადგენილია ისიც, რომ ზ. ზ-ძის საკუთრებაში არსებულ ქონებას ადევს ყადაღა მოსარჩელესთან მიმდინარე დავის გამო, რომელიც თავის მხრივ შეჩერებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთ ვითარებაში ზ. ზ-ძისათვის თანხის დაკისრება არამართებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (360 ლარი) 70% _ 252 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ზ. ზ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (360 ლარი) 70% _ 252 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.