ას-136-130-10 15 აპრილი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს “უ-ის” დირექტორის დ. დ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ქუთაისის მერიის სარჩელის გამო მოპასუხე სს “უ-ის” მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სს “უ-ის” დირექტორის დ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით სს “უ-ის” დირექტორს დ. დ-შვილს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 4 974.4 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 9 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2010 წლის 15 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 20 მარტს (ს.ფ.90-91). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 25 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “უ-ის” დირექტორის დ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.