ას-1374-1211-2010 21 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დ. ჩ-ელი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჭ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჩ-ელის მიმართ ნაკისრი ვალდებულების - 2840 ლარის გადახდის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ჩ-ელთან და ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, ... ქ. ¹87-ში. 2009 წლის 14 იანვარს გ. ჩ-ელის გარდაცვალების შემდეგ ნ. ჭ-ძე და გ. ჩ-ელის შვილი დ. ჩ-ელი წერილობით შეთანხმდნენ, რომ გ. ჩ-ელის მემკვიდრეები ჩაიბარებდნენ მამის კუთვნილ ორ ტრაქტორს, მანქანა “მოსკვიჩს”, ავტომანქანა “ფოლკსვაგენ პასატს” ¹669, გენერატორსა და 14000 ლარს, ხოლო ნ. ჭ-ძეს აუნაზღაურდებოდა გ. ჩ-ელის მკურნალობისა და გასვენების ხარჯები.
Mმოპასუხე დ. ჩ-ელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, უარი ეთქვას სარჩელს დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით: ნ. ჭ-ძეს გ. ჩ-ელის მკურნალობისა და დასაფლავების ხარჯები არ გაუღია, ვინაიდან არსად მუშაობდა და შემოსავალი არ ჰქონდა. მოსარჩელემ არ შეასრულა მათი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა და არ გადასცა შეთანხმებაში გათვალისწინებული ნივთები. Mმან მიიღო მხოლოდ ავტომანქანა “ვოლკსვაგენი” და ბანკში მამის სახელზე ჩარიცხული თანხა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. ჩ-ელს დაეკისრა ნ. ჭ-ძის სასარგებლოდ 2840 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დ. ჩ-ელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 365-ე, 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, 328-ე მუხლის მეორე ნაწილით და დადგენილად ცნო, რომ ნ. ჭ-ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ჩ-ელთან და ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, ... ქ. ¹87-ში. 2009 წლის 14 იანვარს გ. ჩ-ელის გარდაცვალების შემდეგ ნ. ჭ-ძე და გ. ჩ-ელის შვილი დ. ჩ-ელი წერილობით შეთანხმდნენ, რომ გ. ჩ-ელის მემკვიდრეები ჩაიბარებდნენ მამის კუთვნილ ორ ტრაქტორს, მანქანა “მოსკვიჩს”, ავტომანქანა “ვოლკსვაგენ პასატს” ¹669, გენერატორსა და ფულს, რაც აღმოჩნდებოდა ბანკში, ხოლო ნ. ჭ-ძეს აუნაზღაურდებოდა გ. ჩ-ელის მკურნალობისა და გასვენების ხარჯები - 2840 ლარის ოდენობით. გ. ჩ-ელს ბანკში გახსნილ ანგარიშზე დარიცხული ჰქონდა 14 000 ლარი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო მისმა შვილმა – დ. ჩ-ელმა. გ. ჩ-ელის კუთვნილი ავტომანქანა “ვოლკსვაგენ პასატი” ¹669 წაიყვანა მოპასუხე დ. ჩ-ელმა. შეთანხმებაში გათვალისწინებული გენერატორი და ავტომანქანა “მოსკვიჩი” ინახებოდა მოსარჩელესთან, რომელიც თანახმაა, მოპასუხემ წაიღოს აღნიშნული ნივთები. შპს “გზაჯვარედინის” წერილის საფუძველზე დადგენლად ცნო, რომ შპს “გზაჯვარედინმა” 2007 წლის 1 ივნისს, გ. ჩ-ელისაგან შეიძინა სინტაის ძარაზე აწყობილი ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის თვითნაკეთი მანქანა-დანადგარი (ტრაქტორი),Aასევე საქმეში წარმოდგენილი ოქმის საფუძველზე, დადასტურებულად ცნო, რომ თვითნაკეთი ტრაქტორი, სახაზავი მანქანა “გოდია 100” ¹თ-I-629, ჩაჰბარდა მის მესაკუთრეს შპს “დათას” დირექტორს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 368-ე და 1489-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა ნ. ჭ-ძის მიერ, შეთანხმებაში გათვალისწინებული ნივთები მან გაასხვისა, რაც არ ავალდებულებს მოპასუხეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პალატამ დადგენილად ცნო, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებული ავტომანქანა “ვოლკსვაგენ პასატი” და გ. ჩ-ელის ანგარიშზე ბანკში არსებული თანხა 14 000 ლარი, მიიღო მოპასუხემ, ხოლო გენერატორი და ავტომანქანა “მოსკვიჩი” ინახებოდა ნ. ჭ-ძესთან და მოპასუხისათვის გადაცემის წინააღმდეგი არ ყოფილა, ხოლო, რაც შეეხება შეთანხმებით გათვალისწინებულ ტრაქტორებს - სახაზავი მანქანა “გოდია 100” ¹თ-I-629 და ,,სინტაის ძარაზე აწყობილ ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის თვითნაკეთ მანქანა-დანადგარს,’’ ისინი არ წარმოადგენენ გ. ჩ-ელის საკუთრებას. Pპალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. ჭ-ძეს არ გაუწევია გ. ჩ-ელის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯები, ვინაიდან დადგენილად ცნო, რომ დ. ჩ-ელმა წერილობითი შეთანხმებით იკისრა ვალდებულება, ნ. ჭ-ძისათვის აენაზღაურებინა გ. ჩ-ელის მკურნალობისა და გასვენების ხარჯები 2840 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ჩ-ელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ მოპასუხის მამას, გ. ჩ-ელს, ჰყავდა კიდევ ოთხი მემკვიდრე, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ. იმის გამო, რომ გ. ჩ-ელსა და ნ. ჭ-ძეს ერთად ცხოვრების პერიოდში სხვა შვილი არ შესძენიათ, ერთ ოჯახად მათთან ცხოვრობდა. სადავო ქონება მამის, გ. ჩ-ელის, შეძენილი იყო. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი დაიწერა მამის გარდაცვალების შემდეგ, რომლითაც მას რაიმე ვალდებულება არ აუღია ნ. ჭ-ძის წინაშე, რადგან იგი შედგენილია მისი დედმამიშვილების მიერ მოყვანილი ადვოკატის მიერ და მასზე ხელი მხოლოდ ნ. ჭ-ძემ და მოპასუხემ მოაწერეს.Aარასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან მოპასუხემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, ამით აღიარა ვალდებულება 2 840 ლარზე და 1600 აშშ დოლარზე,Aასევე არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, თითქოს კასატორმა მიიღო აწ გარდაცვლილი მამის საბანკო ანგარიშზე არსებული 14 000 ლარი და ავტომანქანა “ვოლკსვასგენ პასატი”. სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი გ. ჩ-ელის საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა 10 000 ლარი, საიდანაც კასატორმა მიიღო 1996 ლარი, ხოლო, რაც შეეხება ავტომანქანას, იგი გაყიდულ იქნა მოსარჩელისა და მისი ძმის - ი. ჩ-ელის მიერ. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა რა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი და მიუთითა მოსარჩელის კეთილსინდისიერებაზე, არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რატომ შეიტანა ხელწერილში მოსარჩელემ ის ნივთები, რომლებიც სხვის საკუთრებას წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით დ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. ჩ-ელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია ვალდებულების შესრულება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ელს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 17 იანვარს ლ. ლ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
დ. ჩ-ელს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.