ას-1389-1225-2010 10 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ზ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საადვოკატო ბიურო კს ,,ნ. და კ.”(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – გადახდილი ჰონორარის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 1 სექტემბერს ნ. ზ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საადვოკატო ბიურო კს ,,ნ. და კ.-ს მიმართ” გადახდილი ჰონორარის დაბრუნების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასსაჩივრა ნ. ზ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინება მხარეს ჩაბარდა 2010 წლის 17 ნოემბერს(საქმის მასალები გვ. 105), ხოლო საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2010 წლის 20 დეკემბერს (გვ.113) საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი ნ. ზ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 17 ნოემბერს (ს.ფ.105), ხოლო საკასაციო საჩივარი კი კასატორმა ფოსტაში ჩააბარა 2010 წლის 20 დეკემბერს (ს.ფ.113), ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.