Facebook Twitter

ას-1391-1227-2010 24 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

სხდომი მდივანი-ლ. ს-ძე

კასატორები _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “მ-ის” წევრები: ზ. მ-ძე, ლ. კ-ძე, ზ. ქ-ძე, თ. ჭ-ძე, ი. მ-შვილი, თ. ნ-შვილი, ჯ. მ-ძე, ე. გ-შვილი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი – დ. ვ-ძე და რ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ ა. მ-ძე, თ. დ-ძე

(მოსარჩელეები)

წარმომადგენელი – დ. ყ-ძე და ფ. ბ-ია

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ კრების ოქმის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

A ა. მ-ძემ და თ. დ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბმა “მ-ის”, ზ. მ-ძის, ლ. კ-ძისა და ზ. ქ-ძის მიმართ ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეებმა 2009 წლის 21 მაისს შპს “ქ. 2020-საგან” შეიძინეს ქ.ქუთაისში, ... გამზირ ¹94 ა-ში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნულ ფართზე 1990 წლებში განხორციელდა უკანონო მიშენება, მართალია, მოსარჩელეებმა შეიძინეს რეესტრში რეგისტრირებული 65,75 კვ.მ და 42,55 კვ. მ არასაცხოვრებელი ფართი, მაგრამ აღნიშნული გარიგება დაიდო სწორედ იმ მოტივით, რომ გამყიდველს (შპს ქ. 2020-ს), პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძენებულების მიხედვით, აღნიშნული მიშენების ლეგალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდა. ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობასაც ეს წარმოადგენდა, მაგრამ, ვინაიდან მიშენება რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, იგი ხელშეკრულებაშიც არ აისახა. ბინათმესაკუთრეთა შესახებ მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების გასხვისების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობასთან დაკავშირებულ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პასუხს აგებს ახალი მესაკუთრე პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალე. Aამავე კანონის მე-19 და მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბინის მესაკუთრის გარდაცვალების, იურიდიული პირის ლიკვიდაციის, ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წყდება.Aამ პირის სამართალმემკვიდრე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ქონებაზე საკუთრების წარმოშობის მომენტიდან, Aასევე მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური საკუთრება არ ექვემდებარება გასხვისებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში ცალკეულ მესაკუთრეთა წილის გარეშე. Aამ მუხლების შესაბამისად, ა. მ-ძესა და თ. დ-ძის სახელზე გადმოვიდა შპს “ქ. 2020-ის”, როგორც ამხანაგობის წევრის, შესასრულებელი ვალდებულებები და ასევე ის უფლებები, რაც გააჩნდა ამხანაგობის წევრს. სადავო კრების ოქმისა და ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არსებობის შესახებ არც შპს “ქ. 2020-ის” წარმომადგენელმა და არც მოსარჩელეებმა არაფერი იცოდნენ და არც შეიძლება სცოდნოდათ, ვინაიდან რეალურად კრება არ შემდგარა. Lბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შეუძლია, ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში. ამდენად, 2009 წლის 24 ივლისს, როდესაც ცნობილი გახდა ამხანაგობის წევრისათვის მისი უფლებების დარღვევის შესახებ, მათ იმავე დღეს მიმართეს სასამართლოს სარჩელით. ლ. კ-ძე და ზ. ქ-ძე მათთვის საკუთრებაში გადაცემული ფართით ვერ ისარგებლებდნენ, ვინაიდან მიშენების კონსტრუქცია და მისი დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ რაიმე ფორმით ისარგებლონ და გამოიყენონ. Lლ. კ-ძე და ზ. ქ-ძე სახლის მეორე სართულზე ცხოვრობენ, მათ საკუთრებაში გააჩნიათ ის ფართი, რომელიც აღნიშნული მიშენებით მათ საკუთრებაში არსებულ ფართობს მიემატა, ხოლო სადავო ფართები კი, მდებარეობს პირველ სართულზე, მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის მომიჯნავედ და ერთადერთი ვინც შეიძლება ისარგებლოს, მოსარჩელეები არიან. მიშენებულ კონსტრუქციას არც ერთი მხრიდან არ აქვს მისასვლელი. სადავო ფართი დაუმთავრებელია, ღიაა და მისი, როგორც სამეურნეო სათავსად გამოყენება შეუძლებელია, შესაბამისად, გამოყენებული არ უნდა იქნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი. ამავე კანონის მე-18 მუხლის “გ,ბ” პუნქტები, ვინაიდან სადავო ოქმი არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამება აღნიშნული კანონის მოთხოვნებს.

Mმოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეები არიან ბმა “მ-ის” წევრები, რომელიც შეიქმნა 2007 წელს და რომლებსაც საკუთრების უფლებით გააჩნიათ ქ.ქობულეთში, ...მდებარე საცხოვრებელი ბინა. მოპასუხეებს აღნიშნულ მისამართზე ბმა ამხანაგობა “მ-ის” 2009 წლის 8 აპრილის კრების სხდომის ოქმის საფუძველზე, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 70% მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ქობულეთში, ...მდებარე მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე გადაეცა 20,6 კვმ არასაცხოვრებელი ფართი და 19.6 კვ. მ არასაცხოვრებელი (ნახევრად სარდაფი) ფართი, ასევე მეორე სართულზე მისი საცხოვრებელი ბინის მომიჯნავედ მდებარე ფართი, რომელიც შეადგენს 27.3 კვ. მ, რომლის მფლობელს წლების განმავლობაში წარმოადგენდა მოპასუხე ლ. კ-ძე, რომელსაც აღნიშნული ფართი გადაეცა ინდივიდუალურ საკუთრებაში, ხოლო მოპასუხე ზ. ქ-ძეს აღნიშნული სადავო ოქმით ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა ქ.ქობულეთში, ... არსებული მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე მდებარე 29/3 არასაცხოვრებელი ფართი, რომლის მფლობელსაც წარმოადგენდა ზ. ქ-ძე. აღნიშნული ფართების გადაცემის შემდეგ მოპასუხეებმა დაარეგისტრირეს სადავო ფართები. უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოსაზრება, სადაც ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ ამხანაგობის შექმნისა და თავმჯდომარის არჩევის, ამხანაგობის საერთო ქონების ამხანაგობის წევრებზე განაწილების საკითხს და ასევე უსაფუძლოა მოსარჩელეთა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 8 აპრილს საერთო კრება არ ჩატარებულა და სხდომის ოქმი კანონდარღვევითაა მიღებული, ვინაიდან მათ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ უძრავი ქონების შეძენისთანავე ისინი ითვლებოდნენ ამხანაგობის წევრებად, მაშინ, როდესაც მათ 2009 წლის 23 ივნისს მოითხოვეს ამხანაგობის წევრად მიღება და გააფორმეს განცხადებები, რომელიც დარჩა განუხილველი იმ მიზეზით, რომ ვერ წარადგინეს საკუთრების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის თანახმად, კრების ოქმით გადაცემული არასაცხოვრებელი ფართები მოპასუხეების ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა. მითითებულ მუხლში კი ხაზგასმულია იმ გარემოებაზე, რომ მრავალბინიანი ამხანაგობის წევრებზე არასაცხოვრებელი ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის დროს გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს გადასაცემი ფართის მფლობელის უფლებრივი მდგომარეობა ფართზე “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონის ძალაში შესვლის დროს არსებული ფაქტობრივი ფლობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნულს კი უპირობოდ აკმაყოფილებდნენ მოპასუხეები არასაცხოვრებელი ფართების კრების სხდომის ოქმით გადაცემის დროისათვის. მოსარჩელეები მოითხოვენ ბმა ამხანაგობა “მ-ის” 2009 წლის 8 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობას, თუმცა ვერ ასაბუთებენ სადავო კრების ოქმით რა უფლება დაირღვა და რა ზიანი მიადგა მათ. მოსარჩელეები მიუთითებენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ არასაცხოვრებელი ფართების შეძენით მათზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებზე გადმოვიდა წინა მესაკუთრის უფლებები და ვალდებულებები, რაც გააჩნდა წინა მესაკუთრეს, თუმცა წინა მესაკუთრეს ანუ შპს “ქ. 2020-ს”, როგორც ამხანაგობის წევრებზე, ასევე სადავო კრების სხდომის ოქმისა და მით უმეტეს არასაცხოვრებელი ფართების მოპასუხეებისათვის საკუთრებაში გადაცემაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მითითება იმის თაობაზე, რომ მათ მიერ შპს “ქ. 2020-დან” არასაცხოვრებელი ფართების შეძენისას მხარეებს შორის გარიგება დაიდო იმ მოტივით, რომ გამყიდველს, უნდა განეხორციელებინა მიშენებულის ლეგალიზაცია, ვინაიდან აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მიშენებაგანხორციელდა 1990 წელს. მოპასუხეებს არასაცხოვრებელი ფართები გადაეცათ 2009 წლის 8 აპრილს, რომელიც საჯარო რეესტრში გატარდა 22 აპრილს, ხოლო მოპასუხეებმა აღნიშნულ მისამართზე არასაცხოვრებელი ფართი შეიძინეს 2009 წლის 21 მაისს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ძისა და თ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ძემ და თ. დ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ძისა და თ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. მ-ძისა და თ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქობულეთში, ... ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 8 აპრილის კრების გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ. კ-ძეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა 20,6 კვ. მ არასაცხოვრებელი ფართი და 19,6 კვ. მ, ასევე ზ. ქ-ძეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა 29,3 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 8 აპრილის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში ლ. კ-ძის სახელზე განხორციელებული ჩანაწერი 40,20 კვ. მ ფართის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, ასევე ზ. ქ-ძის სახელზე 29,30 კვ. მ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ქობულეთში, ... მდებარე მრავალბინიან სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა “მ-ის” 2008 წლის 8 აპრილის დამფუძნებელთა კრებაზე განხილულ იქნა პირველ სართულზე მდებარე 20.6 კვ.მ და 19.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მფლობელ, ლ. კ-ძის სახელზე საცხოვრებელი ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემისა და წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საკითხი. Aასევე პირველ სართულზე მდებარე 29.3 კვ. მ არასაცხოვრებელი ფართის მფლობელ ზ. ქ-ძის სახელზე საცხოვრებელი ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემისა და წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საკითხი, კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ. კ-ძისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 20,6 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართისა და 19,6 კვ.მ არასაცხოვრებელი (ნახევარ სარდაფი) ფართის, ასევე მეორე სართულზე დამხმარე 27.3 კვ. მ საცხოვრებელი ფართის საკუთრებად გადაცემის, ზ. ქ-ძისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 29.3 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებად გადაცემის თაობაზე. ამხანაგობა “მ-ის” 2009 წლის 8 აპრილის კრების ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგენილია, რომ ქ.ქობულეთში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის (პირველი სართული) 40.20 კვ. მ-ის მესაკუთრეს წარმოადგენს ლ. კ-ძე, 29.30 კვ. მ მესაკუთრეა ზ. ქ-ძე, არასაცხოვრებელი ფართის 220,55 კვ. მ-დან 65.75 კვ. მ-ის მესაკუთრეს, 2009 წლის 28 მაისის მდგომარეობით წარმოადგენდა ა. მ-ძე, ხოლო 154,8 კვ.მ-სას კი, შპს “ქ. 2020” (2007 წლის 11 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით), ამავე მისამართზე არასაცხოვრებელი ფართის (პირველი სართული) 220.55 კვ. მ-ის მესაკუთრეებს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენენ ა. მ-ძე (65.75 კვ. მ-ის), თ. დ-ძე (42.55 კვ. მ-ის), მ. კ-ძე (33.25 კვ. მ-ის) და შპს “ქ. 2020”.

სააპელაციო პალატამ მოპასუხე მხარის ჩვენების საფუძველზე დადასტურებულად ცნო ის ფაქტი, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 8 აპრილის კრებაზე იმ დროინდელი მესაკუთრე შპს “ქ. 2020” მოწვეული არ ყოფილა და არც კრების გადაწყვეტილებაში მიუღია მონაწილეობა. ამასთან მიუთითა, რომ სადავო ფართები დაუმთავრებელი ღია კონსტრუქციებია, რომლებიც ლ. კ-ძისა და ზ. ქ-ძის საცხოვრებელი ფართების გასწვრივ და მოსარჩელეთა კუთვნილი ფართების მიმდებარედ მდებარეობს. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ე” პუნქტისა და მე-19 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ, ვინაიდან მოსარჩელეები ქ.ქობულეთში, ... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საკუთრების უფლებით ფლობენ არასაცხოვრებელ ფართებს, ისინი წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს. პალატამ იხელმძღვანელა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მეოთხე მუხლით და აღნიშნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგნად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუკი ის ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ჰქონდა საკუთრებაში ან ამ კანონით დადგენილი წესით გადაეცათ საკუთრებაში. პალატამ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 131-ე მუხლი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მეოთხე და მე-10 მუხლი და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხის მიერ აღიარებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ფართები მშენებლობა დაუმთავრებელი ღია კონსტრუქციებია, რომლებიც არ არის განთავსებული ლ. კ-ძისა და ზ. ქ-ძის საცხოვრებელი ფართების გასწვრივ და მდებარეობს მოსარჩელეთა კუთვნილი ფართების მიმდებარედ, მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სადავო ფართები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 8 აპრილის კრების გადაწყვეტილების გამოტანამდე ლ. კ-ძისა და ზ. ქ-ძის მფლობელობაში არ ყოფილა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “მ-ის” წევრთა საერთო სარგებლობისაა. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოპასუხის მიერ აღიარებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 8 აპრილის კრებაზე მოწვევის თაობაზე იმდროინდელი მესაკუთრე შპს “ქ. 2020” მოწვეული არ ყოფილა და არც კრების გადაწყვეტილებაში მიუღია მონაწილეობა, დადასტურებულად ცნო, რომ საერთო საკუთრების განკარგვაზე გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრებს ერთხმად არ მიუღიათ.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 312-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან ამხანაგობა “მ-ის” 2008 წლის 8 აპრილის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილება ლ. კ-ძისათვის 20,6 კვ. მ და 19.6 კვ. მ არასაცხოვრებელი ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ბათილია, აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება და სადავო ქონებაზე მხარეთა საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი უზუსტოა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “მ-ის” წევრებმა ზ. მ-ძემ, ლ. კ-ძემ ზ. ქ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტყილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ, მოსარჩელეები არ ცნობენ თავს ამხანაგობა “მ-ის” წევრებად და ამ გარემოებას ადასტურებს მათ მიერ ამხანაგობის სახელზე მიმართული 2009 წლის 23 მაისის განცხადება, სადაც ისინი ითხოვდნენ ამხანაგობაში გაწევრიანებას, მაგრამ ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდა. თუ მოსარჩელეებს გააჩნდათ პრეტენზიები ამხანაგობის წევრობასთან დაკავშირებით, მათ განცხადებით უნდა მიემართათ ამხანაგობისათვის და ეცნობებინათ, რომ ისინი არიან ფართის ნაწილის მესაკუთრეები და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოიშვება ამხანაგობის მხრიდან მათ მიმართ ვალდებულებები, როგორიცაა საერთო კრებაზე დაბარება, კრებაში მონაწილეობა და ა.შ. არასწორია მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს “ქ. 2020-საგან” შეძენილ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც განხორციელდა უკანონო მიშენება, ლეგალიზაცია უნდა მოეხდინა შპს “ქ. 2020-ს”. შპს ქ. 2020-მა” შეიძინა მხოლოდ ის ფართი, რომელიც შემდგომ გაასხვისა მოსარჩელის სახელზე. შპს “ქ. 2020-ს” არ მიუშენებია 1990 წლებში აღნიშნული სადავო ფართი, რადგან ის დარეგისტრირდა 2007 წელს და, შესაბამისად, მას რაიმე უფლებები და პრეტენზიები არ გააჩნდა მიშენებაზე. მოსარჩელეების საკუთრებასა და მიშენებას შორის ფართი წარმოადგენს ამხანაგობის საერთო საკუთრებას და სადავო ფართი, მიშენება არ ესაზღვრება მათ საკუთრებას. არასწორია მოსარჩელთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კრების ჩატარებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელეთათვის არ იყო ცნობილი. ფირმას ფართის შეძენის შემდეგ არც მიუმართავს, არ უცნობებია და არ წარუდგენია საკუთრების დამადატურებელი დოკუმენტი ამხანაგობისათვის და, შესაბამისად, ამხანაგობას არ უცნობებია მათთვის კრების ჩატარების თუ სხვა ინფორმაციის შესახებ. სადავო ფართი წარმოადგენს სამეურნეო ფართს და მოსარჩელების მოსაზრება, რომ ამხანაგობის მიერ სადავო ფართი განიკარგა, როგორც არასამეურნეო და ეს ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით უნდა დარეგულირდეს, არასწორია, ვინაიდან კანონის სრული დაცვით გადაეცა სამეურნეო ფართი ამხანაგობის წევრს ინდივიდუალურ საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა კერძოდ, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივრი დასაშვებად იქნა ცნობილი

2011 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით: ა. მ-ძე კისრულობს ვალდებულებას, 2011 წლის 30 სექტემბრამდე ლ. კ-ძეს გადაუხადოს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდ მის სახელზე აღირიცხება ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირ 94ა-ში, მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 20.6 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ა. მ-ძის მიერ 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში სადავო ფართი დარჩება ლ. კ-ძის საკუთრებაში. ა. მ-ძის მიერ თანხის ვადამდე გადახდის შემთხვევაში სადავო ფართის გადაფორმება განხორციელდება გადახდიდან ერთი კვირის ვადაში.

ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირ ¹94ა-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებულ 20.6 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ყადაღა თანხის სრულ დაფარვამდე დარჩეს ძალაში. გაუქმდეს ყადაღა ქ.ქობულეთში, ... ლ. კ-ძის სახელზე რიცხულ 19.6კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე.Y

თ. დ-ძის მიერ ზ. ქ-ძის სახელზე 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის 2011 წლის 30 სექტემბრამდე გადახდის შემდეგ, ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირ ¹94ა-ში მდებარე ზ. ქ-ძის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი 29.3კვ.მ საკუთრებაში გადაეცეს თ. დ-ძეს. თ. დ-ძე იღებს ვალდებულებას დამატებით 500 (ხუთას) აშშ დოლარი გადაუხადოს ზ. ქ-ძეს 2012 წლის 30 მაისამდე. სადავო (ამჟამად ზ.ქ-ძის სახელზე რიცხულ) 29.3კვ.მ ფართს ყადაღა მოეხსნას თ. დ-ძის მიერ 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, მოცემული განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო ბინაზე ყადაღის დადებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მ. კ-ძის მიერ 2011 წლის 18 იანვარს და 2 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 400 ლარის ნახევარი _ 200 ლარი, ზ. ქ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 2 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ამხანაგობა „მ-ის“ წევრებს ზ.მ-ძეს, ლ.კ-ძეს, ზ.ქ-ძეს, თ.ჭ-ძეს, ე.გ-შვილს, ი.მ-შვილს, ჯ.მ-ძეს, ზ.ქ-ძეს, ა. მ-ძესა და თ. დ-ძეს შორის შემდეგი პირობებით:

ა. მ-ძე კისრულობს ვალდებულებას, 2011 წლის 30 სექტემბრამდე ლ. კ-ძეს გადაუხადოს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდ მის სახელზე აღირიცხება ქ.ქობულეთში, ..., მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 20.6 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ა. მ-ძის მიერ 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში სადავო ფართი დარჩება ლ. კ-ძის საკუთრებაში. ა. მ-ძის მიერ თანხის ვადამდე გადახდის შემთხვევაში სადავო ფართის გადაფორმება განხორციელდება გადახდიდან ერთი კვირის ვადაში.

ქ.ქობულეთში, ... მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებულ 20.6 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ყადაღა თანხის სრულ დაფარვამდე დარჩეს ძალაში. გაუქმდეს ყადაღა ქ.ქობულეთში, ... ლ. კ-ძის სახელზე რიცხულ 19.6კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე.Y

თ. დ-ძის მიერ ზ. ქ-ძის სახელზე 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის 2011 წლის 30 სექტემბრამდე გადახდის შემდეგ, ქ.ქობულეთში, ... მდებარე ზ. ქ-ძის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი 29.3კვ.მ საკუთრებაში გადაეცეს თ. დ-ძეს. თ. დ-ძე იღებს ვალდებულებას დამატებით 500 (ხუთას) აშშ დოლარი გადაუხადოს ზ. ქ-ძეს 2012 წლის 30 მაისამდე. სადავო (ამჟამად ზ.ქ-ძის სახელზე რიცხულ) 29.3კვ.მ ფართს ყადაღა მოეხსნას თ. დ-ძის მიერ 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

შეწყდეს საქმის წარმოება ამხანაგობა „მ-ის“ წევრებს ზ.მ-ძეს, ლ.კ-ძეს, ზ.ქ-ძეს, თ.ჭ-ძეს, ე.გ-შვილს, ი.მ-შვილს, ჯ.მ-ძეს, ზ.ქ-ძეს და ა. მ-ძესა და თ. დ-ძეს შორის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ლ. კ-ძეს დაუბრუნდეს მ. კ-ძის მიერ 2011 წლის 18 იანვარს და 2 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ნახევარი _ 200 ლარი.

ზ. ქ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 2 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.