Facebook Twitter

¹ას-15-11-2011 28 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ. გ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. გ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. გ-შვილის მიმართ ნ. გ-შვილის სამკვიდრო ქონების მიღების ვადის გაგრძელების, გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის, 1999 წლის 27 მარტს მამკვიდრებლის მიერ ქ. გ-შვილის სახელზე შედგენილი ანდერძისა და ნოტარიუს გ.ზ-შვილის მიერ 2006 წლის 11 თებერვალს ნ.გ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე ქ. გ-შვილის სახელზე გაფორმებული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ასევე დედის, ნ. გ-შვილის სამკვიდრო ქონების _ ქ.თბილისში, ... 21-ე კორპუსში მდებარე ¹7 ბინის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ე. გ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე.გ-შვილის მიერ ნ.გ-შვილის სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება მიჩნეულ იქნა საპატიოდ და ე.გ-შვილს გაუგრძელდა დედის _ ნ.გ-შვილის სამკვიდრო ქონების მიღების ვადა, ე.გ-შვილი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში ქ. გ-შვილის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების _ ქ.თბილისში, ... 21-ე კორპუსში მდებარე ¹7 ბინის 1/4 ნაწილის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ.ზ-შვილის მიერ 2006 წლის 11 თებერვალს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით ქ.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.გ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ქ.გ-შვილის წარმომადგენელმა ც.დ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის რამდენიმე დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კასატორი დაწესებულ ვადაში ვერ ასწრებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ქ.გ-შვილის წარმომადგენელ ც.დ-შვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, კასატორ ქ. გ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 2 (ორი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ მოდავე მხარეთა შორის დავა ასევე მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში უ. გ-შვილის ქონებაზე, მხარეები ამ დავას ამთავრებენ მორიგებით და სასამართლო სხდომა გადადებულია 2011 წლის 4 თებერვლისათვის. მორიგების დამტკიცების შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული დავა აზრს დაკარგავს მხარეთათვის. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ც.დ-შვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საპელცესო ვადის გაგრძელების თაობაზე 2011 წლის 15 თებარვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სდამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით ც.დ-შვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, კასატორ ქ.გ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 2011 წლის 15 თებერვლამდე.

2011 წლის 14 თებერვალს ქ.გ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და დადგენილი ხარვეზი სრულად გამოასწორა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით ქ.გ-შვილის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

2011 წლის 18 თებერვალს ქ. გ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ მხარეთა შორის მიღწეული მორიგების გამო მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, აღნიშნულის გათავალისწინებით, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადების შესახებ განჩინებისა და ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება.

საკასაციო სასამართლოს ასევე მომართა განცხადებით ე. გ-შვილმა, წარმოადგინა მხარეთა შორის მიღწეული მორიგების აქტის ასლი და განმარტა, რომ, მიღწეული მორიგების გამო, უარს აცხადებს სარჩელზე, შესაბამისად, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე. და ქ. გ-სვილების მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება ქ. გ-შვილის შუამდგომლობას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გაუქმების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებული უზრუნველყოფის ღონისძიებას.

ამდენად, დასახლებული ნორმისა და მხარის შუამდგომლობის ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. გ-შვილის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. გ-შვილის სახელზე ქ.თბილისში, ... 21-ე კორპუსში მდებარე ¹7 ბინას.

კასატორ ქ. გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 14 თებერვალს საგადასახადო დავალება ¹1-ით ნ. დ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. გ-შვილის სარჩელი დარჩეს განუხილველად სარჩელზე უარის თქმის გამო.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. გ-შვილის სახელზე ქ.თბილისში, ... 21-ე კორპუსში მდებარე ¹7 ბინას.

კასატორ ქ. გ-შვილს დაუბრუნდეს 2011 წლის 14 თებერვალს ¹1 საგადასახადო დავალებით ნ. დ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.