¹ას-153-145-2010 22 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა გ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით გ. გ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების ან 1035 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2010 წლის 12 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით.
2010 წლის 19 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. გ-შვილმა და მიუთითა, რომ არ შეუძლია საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა, რის გამოც ითხოვს საქმის განუხილველად დატოვებას.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში გ. გ-შვილმა უარი განუცხადა საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის შევსებაზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.