ას-18-17-2010 19 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. მ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ძე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ძირითად სარჩელში _ უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობა, შეგებებულ სარჩელში _ ანდერძის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ძის მიმართ მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ა. ლ-იას დანაშთი ქონების _ ქ.თბილისში, ... ქ¹4-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ა.მ-შვილის მიმართ ა. ლ-იას მიერ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა.მ-შვილი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ¹4-ში მდებარე, მ. ს-ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ, მ. ს-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც მ. ს-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 7 თებერვალს ა. ლ-იას სახელით შესრულებული ანდერძი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.მ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით ა. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესავალ ნაწილში განჩინების მიღების თარიღად “ 19 აპრილი, 2010 წელი-ს” ნაცვლად არასწორად მიეთითა “19 აპრილი, 2009 წელი”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამავე სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია 2010 წლის 19 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილში არასწორად მიეთითა მისი მიღების თარიღი, კერძოდ “19 აპრილი, 2009 წელი”, რაც უნდა შეიცვალოს “19 აპრილი, 2010 წელი-თ”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის ¹ას-18-17-2010 განჩინებაში დაშვებული შემდეგი უსწორობა:
განჩინების შესავალ ნაწილში მისი მიღების თარიღი _ “19 აპრილის 2009 წელი” გასწორდეს 19 აპრილის 2010 წელით”.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.