Facebook Twitter

¹ას-198-187-2011 18 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ო. ნ-უა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი ,,მ-ი’’, თ. ფ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ნ-უას სარჩელი მოპასუხეების _ შპს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ,,მ-ისა” და თ. ფ-ძის მიმართ საარბიტრაჟო შეთანხმების არარად აღიარებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით ო. ნ-უას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ო. ნ-უას წარმომადგენლმა მამუკა ნოზაძემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით ო. ნ-უას წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ნ-უას წარმომადგენელმა დ. გ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ნ-უას წაროადგენელმა დ. გ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 15 მარტს ო. ნ-უას წარმომადგენელმა დ. გ-ძემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი, და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საკასაციო პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით ო. ნ-უას წარმომადგენელ დ. გ-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.

2011 წლის 25 მარტს ო. ნ-უას წარმომადგენელმა დ. გ-ძემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდის ქვითარი, და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის შემცირება 80 ლარამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. ნ-უას წარმომადგენელ დ. გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 3 დღით.

2011 წლის 13 აპრილს ო. ნ-უას წარმომადგენელმა დ. გ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის შემცირება 80 ლარამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 15 მარტს ო. ნ-უას წარმომადგენელმა დ. გ-ძემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი, და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

კასატორს რამდენჯერმე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, მაგრამ მან არ გამოასწორა ხარვეზი, კერძოდ, არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ო. ნ-უას წარმომადგენელ დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ნ-უას წარმომადგენელ დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ო. ნ-უას დაუბრუნდეს დ. გ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჯი 80 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.