ას-202-192-2010 1 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარზე (სამოქალაქო საქმე ¹ას-202-192-2010) თანდართული დოკუმენტების კასატორისათვის დაბრუნების საკითხი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით ნ. ა-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად; ნ. ა-იანს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (1731.10 ლარის) 70% - 1211 ლარი და 77 თეთრი.
2010 წლის 17 ივნისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და საკასაციო საჩივარზე დასართავად წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ¹5352/4-10 წერილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის ¹11.06.2010/31 წერილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ¹01/23/10-2783 წერილი, განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ¹12543, განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელზე ¹01/24-705 (თანდართული მასალები - სულ 27 ფურცლად)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საქმეზე დასართავად წარმოდგენილი დოკუმენტები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარზე თანდართული მასალები ამოღებული უნდა იქნეს საქმიდან და უნდა დაუბრუნდეს კასატორს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქი საპროცესო კოდექსის 104-ე, 284-ე, 407-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამოქალაქო საქმიდან ¹ას-202-192-2010 ამოღებული იქნას საქმის მასალები (ტ. VI, ს.ფ. 351-379) და დაუბრუნდეს კასატორ ნ. ა-იანს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.