Facebook Twitter

ას-204-194-10 10 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია

კასატორები – თ. გ-შვილი, ა. გ-შვილი და თ. შ-ია;

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. გ-შვილი;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

დავის საგანი – სასაზღვრო მიჯნის დადგენა;

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. გ-შვილმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ა. გ-შვილის, თ. გ-შვილის და თ. შ-იას მიმართ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების, სასაზღვრო მიჯნის დადგენისა და მოპასუხეებისათვის სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლის აკრძალვის მოთხოვნით.

სარჩელში მითითებულია, რომ 1923 წლის 30 ივნისს პაპამ, ი. გ-შვილმა გ. გ-შვილისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, დღევანდელ მისამართზე ... ქ. ¹11-ში. მიწის ნაკვეთი შეადგენდა 328 კვ.მ-ს და გამოყოფილ იქნა ... ქ. ¹9-დან. 1995 წელს აღნიშნული ნაკვეთი მოსარჩელეს დედისაგან გადაეცა საკუთრებაში. მართალია მეზობელ ნაკვეთებს შორის გამმიჯნავი ღობე აღმართული არ ყოფილა, მაგრამ ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 19 მარტს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმით, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი შემოფარგლეს მყარი შავი ფერის ხაზით.

მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ტექბიუროს მიერ გაცემული გეგმა-ნახაზის საფუძველზე, მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს და ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს. ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე მოპასუხე ა. გ-შვილმა და თ. შ-იამ წარადგინეს გეგმა, სადაც გაურკვეველი მიზეზის გამო მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები წყვეტილი შავი ფერის ხაზით არის გამიჯნული, აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, 1923 წლის ხელშეკრულებისა და 2004 წლის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული გეგმის საფუძველზე, შესაძლებელია დადგინდეს ზუსტი სასაზღვრო მიჯნა შიო ... ¹9 და ¹11 ნაკვეთებს შორის. ამასთან იგი აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ მიზეზით, რომ მათ არ ექნებათ სამანქანო გზა, უსაფუძვლოა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ თ. გ-შვილს, ა. გ-შვილს და თ. შ-იას აეკრძალათ ზ. გ-შვილისათვის სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლა იმის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნებულ იქნეს აუცილებელი სამანქანე გზა თ. შ-იას მიერ მისი ბინით სარგებლობისათვის. იმავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების სასამართლოს მიერ აღიარებისა და სასაზღვრო მიჯნის დადგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ზ. გ-შვილმა სამანქანო გზის შენარჩუნების ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ასევე მოპასუხეებმა: ა. გ-შვილმა, თ. გ-შვილმა და თ. შ-იამ. მოპასუხეთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.02.2007 წლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-შვილმა განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოითხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განჩინებით ზ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ზ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შენარჩუნებული იქნა აუცილებელი სამანქანო გზა თ. შ-იას მიერ მისი ბინით სარგებლობისათვის.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ისე განსაზღვრა მოსარჩელის მიერ ხელშეშლის აკრძალვის მოთხოვნის ფარგლები და დაადგინა თ. შ-იას აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, რომ ასეთი მოთხოვნის თაობაზე შეგებებული სარჩელი მოპასუხე მხარის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, აუცილებელი გზის უფლების დადგენის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მიეკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ-შვილმა, თ. გ-შვილმა და თ. შ-იამ განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოითხოვნით.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ... ქ. ¹9-სა და ¹11-ს აქვე ერთი შესასვლელი. ეს არის აუცილებელი სამანქანო გზა, რომლითაც შესაძლებელია შიდა ეზოში და ბინებში მოხვედრა. არ არსებობს სხვა მისასვლელი საჯარო გზასთან, ელექტრო, გაზისა და წყალმომარაგებოს ქსელებთან. ამასთან, არასოდეს არ დადგენილა ... ¹9-სა და ¹11-ს შორის ზუსტი საზღვარი. საზღვრის დადგენის საკითხი არ გადაწყვეტილა არც ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად. კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სასაზღვრე მიჯნის აღმართვის ხელშეშლის აღკვეთისა და აუცილებელი გზის უფლების ურთიერთმიმართებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით თ. გ-შვილის, ა. გ-შვილისა და თ. შ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-შვილის, ა. გ-შვილისა და თ. შ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას თ. გ-შვილის, ა. გ-შვილისა და თ. შ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ შ. კ-ძის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟის 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-შვილის, ა. გ-შვილისა და თ. შ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ შ. კ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებისათვის) ანგარიშიდან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.