Facebook Twitter

ას-225-214-10 28 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ეს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის” თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის წარმომადგენელ ნ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ეს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის” თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის სარჩელის გამო მოპასუხეების გ. ჩ-ძის, რ. ტ-შვილის, მ. კ-ავას, მ. კ-იანისა და მესამე პირის ნ. ლ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, სადავო უძრავი ქონების ნ. ლ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისა და მეანაბრეთა სასარგებლოდ მასზე გადახდევინების მიქცევის შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი უკვე გადახდილი 60 ლარის გათვალისწინებით.

2010 წლის 6 აპრილს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება.

2010 წლის 12 აპრილის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

2010 წლის 26 აპრილს ნ. წ-ელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო 140 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო აღნიშნულ განცხადებაში არაფერი იყო მითითებული საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე.

Aამავე წლის 6 მაისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2 500 დოლარის (ეკვივალენტი ლარის) ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.

2010 წლის 24 მაისს ნ. წ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ აღნიშნული კავშირის დამფუძნებლები არიან ინვალიდები.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები _ ყველა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ფიზიკური პირები და არა იურიდიული პირები.

2010 წლის 3 ივნისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.

დადგენილ საპროცესო ვადაში შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ეს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის” თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის წარმომადგენლმა ნ. წ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ აღნიშნული კავშირის დამფუძნებლები არიან ინვალიდები ამასთან, განმცხადებელი ითხოვს დადგენილი ხარვეზის შევსებულად ცნობას და საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღებას.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ეს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის” თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის წარმომადგენლის ნ. წ-ს საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ეს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის” თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის წარმომადგენლის ნ. წ-ს შუამდგომლობების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.03.10წლის, 12.04.10წლის, 6.05.10წელისა და 3.06.10წლის განჩინებებით ოთხჯერ გაუგრძელდათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა; მათ არაერთხელ განემარტათ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამის მიუხედავად, საკასაციო საჩივრის ხარვეზი დღემდე არ არის შევსებული, სახელმწიფო ბაჟი სრულად არ არის გადახდილი, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ეს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის” თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის წარმომადგენლის ნ. წ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

შპს “ო. ს-ის”, შპს “დ. და კ-ეს”, “ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის” თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირს დაუბრუნდეს წარმომადგენელ ნ. წ-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების თბილისის არასაგადასახდო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი -¹ 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - 300773150, დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.