¹ას-24-19-2011 28 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ზ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. გ-ძე, ა. ფ-ძე, თ. კ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ზ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. გ-ძის, ა. ფ-ძის, თ. კ-ძისა და ზ. ზ-ძის მიმართ და მოითხოვა ხ. გ-ძესა და ა. ფ-ძეს შორის 2009 წლის 25 თებერვალსა და ა. ფ-ძესა და თ. კ-ძეს შორის 2010 წლის 5 მარტს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების ბათილად ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ზ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ.ზ-ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ნ.ზ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა 2008 წლის 17 სექტემბერს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, სადაც სარეიტინგო მაჩვენებლად მითითებულია 63470 ქულა და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის 15 დღით გაგრძელების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით ნ.ზ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს, რომ, თუ იგი დაადასტურებდა საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის არსებობას და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება შესაბამისობაში იქნებოდა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ1» პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან, აღნიშნული მტკიცებულება შესაძლოა მიჩნეულიყო კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და სასამართლო შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა პირადად 2011 წლის 15 თებერვალს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მხარეს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოქმედებათაგან არც ერთი არ განუხორციელებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ.ზ-ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ნ.ზ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა 2008 წლის 17 სექტემბერს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, სადაც სარეიტინგო მაჩვენებლად მითითებულია 63470 ქულა და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის 15 დღით გაგრძელების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით ნ.ზ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს, რომ, თუ იგი დაადასტურებდა საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის არსებობას და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება შესაბამისობაში იქნებოდა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ1» პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან, აღნიშნული მტკიცებულება შესაძლოა მიჩნეულიყო კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და სასამართლო შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა პირადად 2011 წლის 15 თებერვალს (იხ. ტ.II, ს.ფ.116).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 16 თებერვალს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს _ შაბათს, საპროცესო ვადის დენა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ ორშაბათს _ 21 თებარვალს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.