ას-244-230-10 18 ივნისი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი, (თავმჯდომარე)
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –ც. მ-შვილი(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –ლ. ზ-შვილი(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
დავის საგანი –უკანონო ხელისშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება.
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 6 მარტს თბილისის მთაწმინდა_კრწანისის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. მ-შვილმა მოპასუხე ნ. შ-იანის, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის, ნოტარიუს ე. შ-შვილის და მესამე პირის – ლ. ზ-შვილის მიმართ, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის მთაწმინდა_კრწანისი რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ც. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ლ. ზ-შვილს დაევალა ქ.თბილისში, ... ¹2 ჩიხი ¹5-ში მდებარე სახლში საერთო სარგებლობის აივანზე არსებული ტიხრის მოშლა და საერთო ფართზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ლ. ზ-შვილის მხრიდან აღიკვეთა ¹16 374 კვ.მ. ოთახით, ¹16 7,65 კვ.მ. საპირფარეშოთი,ცხ ¹23 4,5 კვ.მ. სამზარეულოთი, საერთო სარგებლობის სხვენზე ასასვლელი კიბის უჯრედის, საერთო სარგებლობის სხვენით და 9,4 კვ.მ კორიდორით მოსარჩელის მიერ სარგებლობის ხელშეშლა. მოპასუხე ლ. ზ-შვილს დაეკისრა ადვოკატის ხარჯის - 200 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 30 ლარისა და ცნობების აღებაზე დახარჯული 47 ლარის, სულ 277 ლარის ც. მ-შვილის სასარგებლოდ გადახდა; მოსარჩელე ც. მ-შვილს უარი ეთქვა ბინის ქირის - 800 ლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ზ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
სააპელაციო პალატამ 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ც. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში.
პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2000 წლის 23 აგვისტოს ნ. შ-იანსა და ლ. ზ-შვილს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში თითქოს არსად იყო ნაჩვენები, რომ სადავო ფართი ეკუთვნის მოპასუხეს.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 15 აგვისტოს მოქალაქე ნ. შ-იანმა განახორციელა ქ. თბილისში, ... 2 ჩიხი ¹5-ში, მდებარე საცხოვრებელი 50 კვ.მ, 2ოთახიანი ბინის სულ 65 კვ.მ ფართის პრივატიზება.
პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და აპელანტის განმარტების საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 23 აგვისტოს ბინის მესაკუთრე ნ. შ-იანსა და აპელანტ_ლ. ზ-შვილს შორის 2000 წლის 23 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ზ-შვილმა შეიძინა მთელი საცხოვრებელი სახლის 50/312 ნაწილი. ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება ¹შ-491 და პრივატიზაციის ხელშეკრულება ¹1-647.
პალატამ არ გაიზიარა ც. მ-შვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი ვერ სარგებლობს წყლით, სველი წერტილით, რადგან წყალი საერთო სარგებლობის კორიდორშია და აღნიშნა, რომ კორიდორი საჯარო რეესტრის 2007 წლის 19 დეკემბრის ამონაწერით რეგისტრირებულია ლ. ზ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით და არ წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ხელშეშლის აღკვეთა ფაქტობრივად და ასევე სამართლებრივად უსაფუძველოა.
განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. მ-შვილს მოპასუხის მხრიდან ხელი არ შეშლია ნივთის მფლობელობის განხორციელებაში, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთაზე, ასევე უარი ეთქვას საერთო სარგებლობის აივანზე არსებული ტიხრის მოშლასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე საერთო სარგებლობის ფართზე, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით შემინული აივანი წარმოადგენდა არა საერთო სარგებლობის ფართს, არამედ ლ. ზ-შვილის საკუთრებაში არსებულ ფართს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ც. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არსწორად იქნა გაუქმებული პირველი ინსატანციის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კანონის სრული დაცვით იქნა გამოტანილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ც. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.