¹ ბს-1143-719(კ-05) 17 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესიკ კობერიძე, ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 27 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელე მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ნ. ლ.-ის (ყოფილი თანამდებობის პირის), ა. ლ.-ის (ნ. ლ.-ის ოჯახის წევრის), გ. ლ.-ის (ნ. ლ.-ის ოჯახის წევრის), რ. ლ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის), ო. ლ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის), თ. ლ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის), თ. კ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის), ქ. კ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის), ა. კ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის), ი. კ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის), ვ. მ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), ლ. ჯ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), ვ. ქ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), ნ. ჯ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), ნ. ხ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), მ. ქ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), ჯ. ჯ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), ა. ზ.-ის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), გ. ა.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), გ. ხ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), მ. ბ.-ე-ჯ.-ის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), რ. ა.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), დ. ა.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), ნ. მ.-ის (ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირის), რ. თ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის), კ. კ.-ის (ნ. ლ.-ის ახლო ნათესავის) მიმართ.
მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სადავო ქონების (მიწის ნაკვეთების) სასამართლოს მიერ უკანონოდ და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობას და, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ქონების (მიწის ნაკვეთების) ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 ივნისის განჩინებით მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. სასამართლო კოლეგიამ ამავე განჩინებით გამოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები და დანიშნა მოსამზადებელი სხდომა.
2005წ. 6 ივლისს მოპასუხეთა წარმომადგენელმა პ. გ.-მ სასამართლო კოლეგიაში შესაგებელი წარადგინა და მიუთითა, რომ მოპასუხეები სარჩელს არ ცნობდნენ და ითხოვდნენ მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის დარღვევით იყო შეტანილი. ნ. ლ.-ი მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისათვის იყო არა ბრალდებული, არამედ უკვე განსასჯელის სახით პასუხისგებაში მიცემული.
სადავო მიწების პრივატიზება განხორციელდა “მიწის რეფორმის შესახებ” კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიწის ნაკვეთები მოსახლეობას გადაეცა უსასყიდლოდ.
2005წ. 8 ივლისს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოცემული ადმინისტრაციული საქმიდან საქმის მასალების ცალკე წარმოებად გამოყოფა მოითხოვა შემდეგი მოპასუხეების: ო. ლ.-ის, მ. ქ.-ის, მ. ბ.-ე-ჯ.-ის, კ. კ.-ისა და ნ. მ.-ის მიმართ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 8 ივლისის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო საქმის მასალები:
ა) ო. ლ.-ის მიმართ, რომელიც შეეხება 0,076 ჰა მიწის ნაკვეთს, მდებარე მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) მ. ქ.-ის მიმართ, რომელიც შეეხება 0,059 ჰა მიწის ნაკვეთს, მდებარეს მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) მ. ბ.-ე-ჯ.-ის მიმართ, რომელიც შეეხება მიწის შემდეგ ნაკვეთებს:
(1) 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
(2) 0,19 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარე მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
დ) კ. კ.-ის მიმართ, რომელიც შეეხება მიწის ნაკვეთებს:
(1) 0,056 ჰა მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....;
(2) 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფ. ..., ფართობი, სარეგისტრაციო ¹...;
ე) ნ. მ.-ის მიმართ, რომელიც შეეხება 0,14 ჰა მიწის ნაკვეთს მდებარე მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 ივლისის მთავარი სხდომის საოქმო განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო საქმის მასალები მოპასუხე რ. ა.-ის მიმართ, რომელიც შეეხება 0,14 ჰა მიწის ნაკვეთს, მდებარე მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული კოლეგიის მთავრი სხდომის 2005წ. 10 ივლისის საოქმო განჩინებით, ასევე ცალკე წარმოებად გამოიყო საქმის მასალები მოპასუხე რ. თ.-ის მიმართ შპს “მ.-ისათვის” მიყიდული მიწის ნაკვეთის ნაწილში.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა: ა) სასამართლომ უკანონო ქონებად ცნოს მიწის ნაკვეთები, რომლებიც საკუთრების უფლებით გააჩნიათ მოპასუხეებს: ნ. ლ.-ს, ა. ლ.-ს, გ. ლ.-ს, რ. ლ.-ს, ო. ლ.-ს, თ. ლ.-ს, თ. კ.-ს, ქ. კ.-ს, ა. კ.-ს, ი. კ.-ს, ვ. მ.-ს, ლ. ჯ.-ს, ვ. ქ.-ს, ნ. ჯ.-ს, ნ. ხ.-ს, მ. ქ.-ს, ჯ. ჯ.-ს, ა. ზ.-ს, გ. ა.-ს, გ. ხ.-ეს, დ. ა.-ს, რ. თ.-ს, კ. კ.-ს და მოახდინოს ამ ნაკვეთების მოპასუხეთათვის ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა სასარჩელო განცხადებით ითხოვდა გარკვეული სადავო ქონების დაუსაბუთებლად ცნობას, მათი მოპასუხეებისათვის ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას. კერძოდ, დაუსაბუთებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი:
(1) თ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონება _ 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(2) ა. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონება:
2.1 0,16 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
2.2 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
2.3 0,05 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ძირითადად დაეფუძნა თავის სასარჩელო განცხადებაში მითითებულ დებულებებს და განმარტა შემდეგი:
ნ. ლ.-ი 1992-2001 წლებში მუშაობდა სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარედ და მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად. მან არსებითად დაარღვია სოფ. ... 569 კომლის კანონიერი უფლებები, ვინაიდან არ დააკმაყოფილა ისინი მიწის ნაკვეთებით. კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე მიუთითებს შემდეგი დოკუმენტები: სოფ. ... განხორციელებული მიწის რეფორმის კანონიერების თემატური შემოწმების შესახებ კონტროლის პალატის მუშაკების მიერ შედგენილი 2001წ. 14 ნოემბრის აქტი, მცხეთის რაიონის გამგეობის 2002წ. 16 იანვრის ¹1 დადგენილება საქართველოს კონტროლის პალატის მიერ სოფ. ... განხორციელებული მიწის რეფორმის კანონიერების შემოწმების შედეგებისა და აქტის განხილვის თაობაზე; მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ანალიზი და სხვა.
მოსარჩელის განმარტებით, ნ. ლ.-მ არ დააკმაყოფილა სოფ. ... მოსახლეობის კანონიერი უფლებები, ხოლო თავისთვის, თავისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და დაკავშირებული პირებისათვის აირჩია ადგილმდებარეობის მიხედვით ძვირად ღირებული მიწის ნაკვეთები (დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია, თბილისი-მცხეთის სავალი გზის მიმდებარე ტერიტორია, დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორია, ქ. თბილისის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.), მათ შორის, დადგენილ ზღვრულ ფართზე მეტი ოდენობით, რომლებიც გააფორმა მოპასუხეების სახელზე.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს და განმარტეს შემდეგი:
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მას შემდეგ, რაც ნ. ლ.-ი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უკვე ცნობილი იყო განსასჯელად და არა მისი ბრალდებულად ყოფნის პერიოდში, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონს.
მოპასუხეთა თქმით, მიწის განაწილებას ნ. ლ.-ი ერთპიროვნულად არ ახორციელებდა, მიწის ფონდის შექმნასა და განაწილებას სოფლის ყრილობა ახდენდა, ხოლო ყრილობაზე (საერთო კრებაზე) მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები თანხმდებოდა ზემდგომ ინსტანციებში და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღებოდა საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემდგომ ორგანოთა მითითებები სავალდებულო იყო მიწის კომისიებისათვის.
მოპასუხეთა განმარტებით, ვინაიდან სოფ. ... არსებობდა თავისუფალი მიწების დეფიციტი, სოფლის ყრილობაზე გადაწყდა, რომ თითოეულ კომლს უნდა გადასცემოდა მიწის ფართობი 0,6 ჰა-ს ოდენობით. გამონაკლისს წარმოადგენდნენ მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც სოფლის კრების გადაწყვეტილებით 0,71 ჰა მიწა გამოეყოთ. ამასთან, მოსახლეობას საკუთრების უფლებით არ გადაეცემოდა ის მიწის ნაკვეთები, სადაც ელექტროკომუნიკაციები და მილსადენები იყო მოთავსებული.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1992წ. 23 თებერვალს მცხეთის რაიონის სოფ. ... მიწის რეფორმის განსახორციელებლად ჩატარებულმა საერთო კრებამ აირჩია კომისია 12 კაცის შემადგენლობით სოფ. ... საკრებულოს წევრ ნ. ლ.-ის თავმჯდომარეობით. მითითებულ თანამდებობაზე ნ. ლ.-ი მუშაობდა მიწის რეფორმის დამთავრებამდე.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების, აგრეთვე “საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 და 6 თებერვლის ¹128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ" ამავე ორგანოს მიერ გამოცემული 1992წ. 10 მარტის ¹290 დადგენილების ნორმათა შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის მიერ 1992 წელს გამოცემული სახელმძღვანელო-საკანონმდებლო განმარტებების თანახმად, ნ. ლ.-ი, როგორც მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარე, ვალდებული იყო ამავე კომისიის სხვა წევრებთან ერთად, შეესწავლა მიწების გამოყოფასთან დაკავშირებით მოსახლეობისაგან შემოსული განცხადებები, მოემზადებინა სათანადო დასკვნები და წინადადებები, რის შემდეგაც შუამდგომლობით უნდა მიემართა სოფლის საკრებულოსათვის მიწის გამოყოფის შესახებ. სოფლის საკრებულოს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, მასალები უნდა ყოფილიყო გაგზავნილი თავდაპირველად რაიონის მმართველობის ორგანოში დასამტკიცებლად, ხოლო შემდგომ _ მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტში საკითხის შესათანხმებლად. მხოლოდ ამ პროცედურის ამოწურვის შემდგომ ჰქონდა ნ. ლ.-ს უფლება მოეხდინა მოქალაქეზე გამოყოფილი მიწის აზომვა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
1997წ. 7 ივლისიდან მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის _ გ. ხ.-ის ¹9 ბრძანებით ნ. ლ.-ი დაინიშნა ამავე სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, რომელიც ამავე დროს აგრძელებდა მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობას. მთავარ სპეციალისტად იგი 2001წ. 1 ნოემბრამდე მუშაობდა. სხვა ფუნქციებთან ერთად ნ. ლ.-ს ევალებოდა: სამოქმედო ტერიტორიაზე მიწის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ორგანიზაცია და განხორციელება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიწის გამოყოფის, დანიშნულების შეცვლის და გადაცემის შესახებ მასალების მომზადება და მმართველობის შესაბამის ორგანოებში განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენა, სამოქმედო ტერიტორიაზე სამიწათმოწყობო სამუშაოების ორგანიზაცია და განხორციელება, ნორმატიული აქტების შესაბამისად საადგილმამულო ურთიერთობათა რეგულირება, მიწათმოსარგებლეთა უკანონოდ დარღვეულ უფლებათა დადგენა, სამოქმედო ტერიტორიაზე მიწის რესურსების მდგომარეობის და მისი გამოყენების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება, სამოქმედო ტერიტორიაზე ნებისმიერი მიწათმოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების კონტროლი. მმართველობის ორგანოების მიერ მიწის კანონმდებლობის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმების თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით წინადადების მომზადება, ასევე, მიწის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ნორმების გატარება.
2002წ. 17 აპრილს მცხეთის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა ¹3202808 სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ქვემდებარეობით, წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად გადაეგზავნა მცხეთის საგამოძიებო განყოფილებას.
2004წ. 5 მაისს, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ დანაშაული ჩაიდინა საჯარო მოხელემ _ ნ. ლ.-მ, სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2005წ. 2 იანვარს ¹3202808 სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ¹8705801 ბრალდებულ გ. ხ.-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენით (¹1/56 საქმეზე) გ. ხ.-ი (მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსი) ცნობილ იქნა დამნაშავედ. მითითებული განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნული განაჩენიდან ირკვევა, რომ ნ. ლ.-ი, რომელიც ასრულებდა სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარისა და მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობას, სამსახურებრივად გ. ხ.-ის პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. 1992 წლიდან 1999 წლამდე ნ. ლ.-მა არაერთგზის გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, კერძოდ, უგულებელყო სოფ. ... საკრებულოს გამგეობისა და მიწის რეფორმის კომისიის 1992წ. 23 და 24 სექტემბრის გადაწყვეტილებები და, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, კანონის უხეში დარღვევით გამოუყო და გაუფორმა მიწის ნაკვეთები ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებს და მასთან დაკავშირებულ პირებს.
ნ. ლ.-ი მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალდებულის სახით მისცა პასუხისგებაში. მას წაეყენა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით (მითვისება ან გაფლანგვა).
ნ. ლ.-ი იყო რა მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო შემდგომ საჯარო მოხელე – მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მიწის რეფორმის პერიოდში ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, კერძოდ, უგულებელყო სოფ. ... საკრებულოს გამგეობისა და მიწის რეფორმის კომისიის 1992წ. 23, 24 სექტემბრის გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც მიწის ფართის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დადგენილი იყო 0,6 ჰექტარი, რაც შეთანხმებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის 1992წ. 5 ოქტომბრის დადგენილებით და დამტკიცებული იყო მცხეთის რაიონის გამგეობის 1995წ. 27 დეკემბრის ¹177 დადგენილებით. ნ. ლ.-მა, სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მიითვისა მიწის ნაკვეთები დადგენილ ზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობით. მიწის ნაკვეთების განაწილებაში უპირატესობა მიანიჭა თავის ახლო ნათესავებს, ოჯახის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს.
მოსარჩელის განმარტებით, ნ. ლ.-ი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს _ თანამდებობის პირს. სარჩელის წარდგენის პერიოდში იგი მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ჰქონდა განსასჯელის სტატუსი და აღკვეთის ღონისძიების სახით იხდიდა პატიმრობას. მიწის ნაკვეთები საკუთრებაში მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1992წ. 6 ოქტომბრის ¹38 ლას აქტით.
სასამართლო კოლეგიაში საქმის განხილვის დროისათვის ნ. ლ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნდა შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,22 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,51 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., ფართობი, სარეგისტრაციო ¹....
ა. ლ.-ი წარმოადგენდა ნ. ლ.-ის ოჯახის წევრს. მიწის ნაკვეთები საკუთრებაში მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1992წ. 6 ოქტომბრის ¹21 ლას აქტით. სარჩელის წარდგენის დროისათვის ა. ლ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნდა შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,420 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,230 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
გ. ლ.-ი არის ნ. ლ.-ის ოჯახის წევრი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1992წ. 6 ოქტომბრის ¹39 ლას აქტით.
გ. ლ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,51 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
რ. ლ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1992წ. 6 ოქტომბრის ¹35 ლას აქტით.
რ. ლ.-ს საკუთრებაში აქვს შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 1,15 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 1,15 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
ო. ლ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1992წ. 6 ოქტომბრის ¹20 ლას აქტით.
ო. ლ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,220 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
თ. ლ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1992წ. 6 ოქტომბრის ¹22 ლას აქტით.
თ. ლ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვთები:
ა) 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,190 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
დ) 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
თ. კ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹3 კოტ აქტით.
თ. კ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,240 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,210 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
დ) 0,120 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
ქ. კ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹47 კოტ აქტით.
ქ. კ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთი:
მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., ფართობი 0,360 ჰა, სარეგისტრაციო ¹....
ა. კ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთების ნაწილი მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹4 აქტით, ხოლო მიწის ნაკვეთების ნაწილი სხვა პირებისაგან შეიძინა.
ა. კ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,16 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹... (მითითებული მიწის ნაკვეთი ა. კ.-მ შეიძინა მოქალაქე ხ. ა.-ისაგან);
ბ) 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹... (მითითებული მიწის ნაკვეთი ა. კ.-მა შეიძინა მოქალაქე ა.-ისაგან);
გ) 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
დ) 0,05 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹... (მითითებული მიწის ნაკვეთი ა. კ.-მა შეიძინა მოქალაქე ხ. ა.-ისაგან).
ი. კ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹41 კოტ აქტით.
ი. კ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები: ა) 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,180 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
ვ. მ.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹30 მამ აქტით.
ვ. მ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,110 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,140 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,320 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹..;
დ) 0,32 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ე) 0,040 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...
ლ. ჯ.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹5 ჯ. აქტით.
ლ. ჯ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,1750 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,110 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
დ) 0,120 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ე) 0,170 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ვ) 0,1733 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹05.
ვ. ქ.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹75 ქობუ აქტით.
ვ. ქ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,220 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
ნ. ჯ.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹4 ჯ. აქტით.
ნ. ჯ.-ის საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,090 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,270 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,320 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
დ) 0,32 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ე) 0,32 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
ნ. ხ.-ი (იგივე ნ. მ.-ი-ხ.-ი) არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. სადავო მიწის ნაკვეთები გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹29 მამ. აქტით ნ. ხ.-ის აწ გარდაცვლილ მეუღლეს _ ჰამლეტ შალვას ძე მ.-ს.
ნ. ხ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთი:
ა) 0,440 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
მ. ქ.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹48 ქობუ აქტით.
მ. ქ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,360 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,278 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,076 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹..;
დ) 0,105 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ე) 0,099 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ვ) 0,017 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹721442193.
ჯ. ჯ.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. მიწის ნაკვეთი მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹36 ჯან აქტით.
ჯ. ჯ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთი:
ა) 0,250 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
ა. ზ.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი.
ა. ზ.-ს გადაეცა მიწის ნაკვეთები მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹1 ზ აქტით.
ა. ზ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,780 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,220 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,130 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
გია ა.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. მიწის ნაკვეთი მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹2 ახვ. აქტით.
გია ა.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,58 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,200 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
გ. ხ.-ე არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹1 ხომ აქტით.
გ. ხ.-ეს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,180 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
დ. ა.-ი არის ნ. ლ.-თან დაკავშირებული პირი.
დ. ა.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი მიწის ნაკვეთი:
ა) 0,39 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
რ. თ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹58 თეთ აქტით.
რ. თ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთი:
ა) 0,22 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
კ. კ.-ი არის ნ. ლ.-ის ახლო ნათესავი. მიწის ნაკვეთები მას გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 06.10.1992წ. ¹81 კოტ აქტით.
კ. კ.-ს საკუთრების უფლებით გააჩნია შემდეგი სადავო მიწის ნაკვეთები:
ა) 0,38 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
ბ) 0,17 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
გ) 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
დ) 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხეთა სადავო ქონება, ჩამოართვა იგი და სახელმწიფოს გადასცა.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობებს შემდეგი ნორმატიული აქტები არეგულირებდა:
,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. ¹48 დადგენილება; ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.02.1992წ. ¹128 დადგენილება; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე, საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 და 6 თებერვლის ¹128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.1992წ. ¹290 დადგენილება; ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.01.1993წ. ¹39 დადგენილება; “საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. ¹503 დადგენილება; “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი (14.11.1996წ.); ,,მიწის მართვის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 თებერვლის ¹93 ბრძანებულება.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარედ არჩევისა და მცხეთის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად დანიშვნის შემდეგ, ნ. ლ.-მა არაერთგზის გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და საერთოდ უგულებელყო იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, მიწის რეფორმის განხორციელებისას არ მოახდინა სოფლის კომლთა დაყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, რის შედეგადაც პირველი და მეორე კატეგორიების კომლებს მიწის ნაკვეთები გადაეცათ ერთი და იმავე მაქსიმალური ზღვრული ნორმის (0,6 ჰა) ფარგლებში. ნ. ლ.-მ კანონის დარღვევით გამოუყო და გაუფორმა მიწის ნაკვეთები სხვადასხვა პირებს ისე, რომ სოფ. ... მცხოვრები 2820 ოჯახიდან 569 ოჯახს არ მიეცა მიწის ნაკვეთების შევსების უფლება, ხოლო 350 ოჯახი მიწის ნაკვეთებით დაუკმაყოფილებელი დარჩა.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ ნ. ლ.-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა შედეგად, მატერიალური ზიანი მიადგა სახელმწიფოს. ნ. ლ.-მ, მისმა ოჯახის წევრებმა, ახლო ნათესავებმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა შეძლეს, ნ. ლ.-ის ქმედებების შედეგად მოეპოვებინათ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ანუ გახდნენ უკანონო ქონების (მიწის ნაკვეთების) მესაკუთრეები.
სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოპასუხე თ. ლ.-ს და მის საკუთრებაში არსებულ ქონებას _ 0,10 ჰა მიწის ნაკვეთს, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹..., აგრეთვე ა. კ.-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას _ მიწის ნაკვეთებს სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომრებით ¹..., ¹..., ¹..., სასამართლო კოლეგია მითითებული ქონება მიიჩნია დაუსაბუთებელ ქონებად, ჩამოართვა იგი და გადასცა სახელმწიფოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება ნ. ლ.-მა, ა. ლ.-მა, გ. ლ.-მა, რ. ლ.-მა, ო. ლ.-მა, თ. ლ.-მა, თ. კ.-მა, ქ. კ.-მა, ა. კ.-მა, ი. კ.-მა, ვ. ხ.-მა, ლ. ჯ.-მა, ვ. ქ.-მა, ნ. ჯ.-მა, ნ. მ.-მა, მ. ქ.-მა, ჯ. ჯ.-მა, ა. ზ.-მა, გ. ა.-მა, გ. ხ.-ემ, დ. ა.-მა, რ. თ.-მა, კ. კ.-მა და მათმა წარმომადგენლებმა: ნ. ლ.-მა და პ. გ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მიუთითეს შემდეგზე:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, თუ პირი ბრალდებულის სახით არის მიცემული პასუხისგებაში, მაშინ შეიძლება აღიძრას სარჩელი მისი ქონების უკანონოდ ცნობისა და ჩამორთმევის შესახებ. ნ. ლ.-ი კი სარჩელის აღძვრის დროისათვის განსასჯელის სახით იყო უკვე პასუხისგებაში მიცემული და მის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება მიმდინარეობდა. კასატორთა თქმით, სარჩელის აღძვრაც სისხლის სამართლის საქმის განხილვის სტადიაზევე უნდა მომხდარიყო და არა ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად.
კასატორები ყურადღებას მიაქცევენ იმ ფაქტსაც, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, რომლებიც 2005წ. 4 ივლისითაა დათარიღებული, მათ მიერ მოპოვებული ცნობით კი დგინდება, რომ საჯარო რეესტრში სადავო ქონების დარეგისტრირება 2005წ. 4 ივლისს, პროკურატურის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე განხორციელდა. ამდენად, ქონება, რომელიც მათ ჩამოერთვათ, სარჩელის წარდგენის დროისათვის საკუთრების უფლებით არავისზე ყოფილა რეგისტრირებული. კასატორები განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრის მიერ პროკურატურის თანამშრომლის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციით დაირღვა უძრავი ქონების რეგისტრაციის წესები.
კასატორები აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად მათი არაერთი შუამდგომლობისა, სასამართლომ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში არ ჩააბა სამართალურთიერთობის მონაწილე პირები.
კასატორები ყურადღებას მიაქცევენ იმ გარემოებასაც, რომ სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პრივატიზაციის შედეგად განაწილებულ იქნა 0,6 ჰა მიწა თითოეულ კომლზე (პირველი და მეორე კატეგორიების კომლებს ერთი რაოდენობის მიწა გადაეცათ), მაგრამ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი და არათუ ნამეტი მიწა, არამედ მიღებული მიწის მთელი ფართობი ჩამოართვათ მოპასუხეებს. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოტივირებული არ არის.
კასატორებს უკანონოდ მიაჩნიათ ასევე მოპასუხეების კუთვნილი ქონების დაუსაბუთებლად ცნობა, ვინაიდან ეს ქონება შესყიდულია იმ პირების მიერ, რომლებიც მოხელეები არ არიან და საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ, გარდა ნ. ლ.-ის ნათესაობისა.
კასატორების მითითებით, სასამართლო კოლეგია გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს, როდესაც ნ. ლ.-ი ცნო რა დამნაშავედ, უდანაშაულობის პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ და მიღებული გადაწყვეტილების ძირითად საფუძვლადაც აღნიშნული გარემოება მიიჩნია.
კასატორებმა, საბოლოოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორების: ვ. ქ.-ის, გ. ხ.-ის, მ. ქ.-ის, ქ. კ.-ის, ი. კ.-ის, ა. ზ.-ის, ნ. ჯ.-ისა და ა. კ.-ის წარმომადგენლებმა: ზ. დ.-მ და ი. ც.-მ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინეს და მიუთითეს შემდეგზე:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებულია, ვინაიდან არ არის მითითებული, რაში გამოიხატება კონკრეტული მოპასუხეების კავშირი იმ დანაშაულებრივ ქმედებასთან, რომლის მეშვეობითაც მოპასუხეები უკანონოდ დაეუფლნენ ქონებას. ამასთან, არ არის სამართლის კონკრეტული ნორმა მოყვანილი, თუ რის საფუძველზე გამოცხადდა ჩამორთმეული ქონება უკანონოდ და დაექვემდებარა სახელმწიფოსათვის გადაცემას.
მათი განმარტებით, ნ. ლ.-ი სოფ. ... საკრებულოს წევრი იყო. “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-2 მუხლი კი თანამდებობის პირთა ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა. ამდენად, სასამართლოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი, რომელიც უკანონო და დაუსაბუთებული ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით სარჩელის აღძვრას თანამდებობის პირის მიმართ ითვალისწინებს და ვინაიდან ნ. ლ.-ი ხსენებული კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირს არ წარმოადგენს, შესაბამისად, უკანონოა ვ. ქ.-ის, გ. ხ.-ის, მ. ქ.-ის, ქ. კ.-ის, ი. კ.-ის, ა. ზ.-ის, ნ. ჯ.-ისა და ა. კ.-ის თანამდებობის პირის “ახლო ნათესავად” ან “დაკავშირებულ პირად” მიჩნევაც.
კასატორთა წარმომადგენლები ამასთან, ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის ნ. ლ.-ი ბრალდებული არ იყო, რაც სავალდებულო პირობაა სსსკ-ის 371-ე მუხლის თანახმად, მას ამ დროისათვის განსასჯელის სამართლებრივი სტატუსი გააჩნდა.
კასატორები აქვე მიუთითებენ, რომ 1992წ. 5 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის კოლეგიამ მიიღო ¹3 დადგენილება მცხეთის რაიონის სოფ. ... მიწის რეფორმის ფონდის დამტკიცების შესახებ. ხსენებულ დადგენილებაში კოლეგია აღნიშნავს, რომ სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიამ ადრინდელი მასალების გამოყენებით, აგრეთვე საკომლო და ზონარგაყრილ წიგნებზე დაყრდნობით, ჩაატარა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული საკარმიდამო ნაკვეთების ინვენტარიზაცია და დაადგინა ის ოჯახები, ვისაც უნდა მისცემოდათ მიწის ნაკვეთები. ამავე დადგენილებით შეთანხმებულ იქნა 1992წ. 12 სექტემბრის სოფლის საკრებულოსა და მიწის რეფორმის კომისიის ერთობლივი სხდომის ოქმი, 1992წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რის შესაბამისადაც მიწის რეფორმის ფონდში სულ გამოიყო 1835 ჰა. კასატორთა განმარტებით, მართალია, ხსენებული აქტებისა და დადგენილების შესაბამისად, სოფ. ... აღრიცხული 2820 ოჯახიდან მიწები გამოეყო სულ 2251 კომლს, ხოლო დანარჩენი 569 კომლი დარჩა უმიწოდ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ თუ მიწის აღნიშნული განაწილება ამ უკანასკნელთ უკანონოდ მიაჩნდათ, 1992 წლიდან 2005 წლამდე უნდა გაეხადათ იგი სადავოდ.
კასატორები აქვე არ ეთანხმებიან სასამართლოს მსჯელობას ნ. ლ.-ის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე, რამაც სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენება გამოიწვია, ვინაიდან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწის აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. ამდენად, როგორც იკვეთება, სოფლის სარეფორმო კომისიის თავმჯდომარე არ იყო ერთადერთი და უკანასკნელი რგოლი მიწების განაწილებისას, რის გამოც მისი მხრიდან თანამდებობრივი უფლებამოსილების უხეშედ გადამეტებაზე საუბარი უსაფუძვლოა. ასევე, სასამართლომ ვერ დაასაბუთა ნ. ლ.-ის მხრიდან სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების კონკრეტული ფაქტიც კი, არათუ მისი ოდენობა.
კასატორები უკანონოდ მიიჩნევენ სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეებს ჩამოერთვათ მათ მიერ მიღებული მიწის მთელი ფართი და არა ზედმეტად მიღებული მიწები.
კასატორთა წარმომადგენლების თქმით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეთა შორის არსებობენ ისეთი პირებიც, რომლებსაც მიწები საკრებულოსაგან კი არ მიუღიათ, არამედ შეიძინეს და ისინი კეთილსინდისიერი შემძენები არიან, კერძოდ, ერთ-ერთმა მოპასუხემ _ ა. კ.-მა სადავო მიწა შეიძინა.
ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთები მოპასუხეებს საკუთრებაში აღრიცხული არ ჰქონდათ, მათი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში ასახვა განხორცილდა მხოლოდ 2005წ. 4 აპრილს, პროკურატურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რითაც უხეშადAდაირღვა უძრავი ქონების რეგისტრაციის წესები. კასატორების განმარტებით, აღნიშნული გარემოება სასამართლოს აძლევდა საშუალებას, სსკ-ის 178-179-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან არ არსებობდნენ სათანადო მოპასუხეები და არც სადავო მიწების ოდენობა იყო დადგენილი.
კასატორები უკანონოდ მიიჩნევენ, სასამართლოს მხრიდან ყველა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევას, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთებში არის ისეთებიც, რომლებიც 1992 წელს განხორციელებულ მიწის რეფორმამდე იყო მათ საკუთრებაში, ასევე ის მიწებიც, რომლებიც რეფორმის შემდეგ გასხვისებულ იქნა გარეშე პირებზე და მყიდველები შეძენილი ქონების მიმართ კეთილსინდისიერ შემძენებს წარმოადგენენ.
ვ. ქ.-ის, გ. ხ.-ის, მ. ქ.-ის, ქ. კ.-ის, ი. კ.-ის, ა. ზ.-ის, ნ. ჯ.-ისა და ა. კ.-ის წარმომადგენლების: ზ. დ.-ისა და ი. ც.-ის დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე შეპასუხება წარმოადგინა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა და განმარტა შემდეგი:
უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს მხოლოდ სარჩელის აღძვრის საფუძვლებს, ანუ პროკურორი, როგორც პროცესუალური მხარე, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მხარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დავა მხოლოდ ქონების შესახებ მიმდინარეობს და მხარეებიც მტკიცებულებებს მხოლოდ სადავო ქონების თაობაზე წარუდგენენ სასამართლოს.
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხეებს სადავო მიწის ნაკვეთები მოპოვებული აქვთ ნ. ლ.-ის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავდა მიწების გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ლ.-ის და სხვათა (სულ 23 პირი) საკასაციო საჩივარი და ვ. ქ.-ის, გ. ხ.-ის, მ. ქ.-ის, ქ. კ.-ის, ი. კ.-ის, ა. ზ.-ის, ნ. ჯ.-ისა და ა. კ.-ის წარმომადგენლების: ზ. დ.-ისა და ი. ც.-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება: 1.1. ა. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,42 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ...; 2.1. რ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,20 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 3.1. ო. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,22 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 4.1; 4.2; თ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,15 ჰა მიწის ნაკვეთები, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი ¹...; 0,10 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 5.1. ქ. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,36 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹721434149; 6.1; 6.2; 6.3; ა. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,16 ჰა მიწის ნაკვეთები, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,16 ჰა სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,05 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 7.1. ი. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 8.1. ნ. ხ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,44 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 9.1.; 9.2; 9.3; 9.4; 9.5; მ. ქ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,278 ჰა მიწის ნაკვეთები, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,076 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი ¹...; 0,105 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,099ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,017 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 10.1. გ. ა.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,58 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 11.1. დ. ა.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,39 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 12.1. რ. თ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,22 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 13.1. 13.2. 13.3. კ. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,38 ჰა მიწის ნაკვეთები, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი ¹...; 0,11 ჰა სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,08 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹... _ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად დანარჩენ ნაწილში:
(1) ნ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
1.1 0,22 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ... სარეგისტრაციო ¹...;
1.2 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
1.3 0,51 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი; სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(2) ა. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
2.1 0,230 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(3) გ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
3.1 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
3.2 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
3.3 0,51 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(4) რ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
4.1 1,15 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(5) ო. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
5.1 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ... სარეგისტრაციო ¹...;
5.2 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
(6) თ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
6.1 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
6.2 0,190 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(7) თ. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
7.1 0,240 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
7.2 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
7.3 0,210 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
7.4. 0,120 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(8) ა. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
8.1 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(9) ი. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
9.1 0,180 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(10) ვ. მ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
10.1 0,110 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....;
10.2 0,140 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹..;
10.3 0,320 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
10.4 0,32 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
10.5 0,040 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
(11) ლ. ჯ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
11.1 0,1750 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
11.2 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
11.3 0,110 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
11.4 0,120 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
11.5. 0,170 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
11.6. 0,1733 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹05.
(12) ვ. ქ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
12.1 0,220 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
12.2 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
12.3 0,160 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(13) ნ. ჯ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
13.1 0,090 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
13.2 0,170 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
13.3 0,020 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....;
13.4. 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
13.5. 0,32 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹721432303;
(14) მ. ქ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
14.1 0,360 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
(15) ჯ. ჯ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
15.1 0,250 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(16) ა. ზ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
16.1 0,780 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
16.2 0,220 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
16.3 0,130 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(17) გ. ა.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
17.2 0,200 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
(18) გ. ხ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
18.1 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
18.2 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
18.3 0,180 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹...;
(19) კ. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების:
19.1 0,17 ჰა მიწის ნაკვეთი _ მცხეთის რაიონი, სოფ. ..., სარეგისტრაციო ¹....
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005წ. 13 ივლისის ¹2/5/309.310.311 გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ფიზიკურ პირთა კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის და 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის, VII2-ე თავის და 22-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებთან და 42-ე მუხლის მეორე და მეხუთე პუნქტებთან მიმართებაში. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ხსენებული გადაწყვეტილებით განმარტებულია შემდეგი:
საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში 2004წ. 13 თებერვალს შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლითაც პროკურორს უფლება მიენიჭა, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე აღეძრა სარჩელი თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოს მისცა საშუალება, საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად.
აქვე აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, შეუფერხებლად ისარგებლოს თავისი საკუთრებით და მისი ჩამორთმევა მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვისაა გათვალისწინებული. საგულისხმოა, რომ ევროპული კონვენცია არ კრძალავს ქონების ჩამორთმევას, თუ: მისი ჩამორთმევის მიზანი საზოგადოებრივი ინტერესია, გამოყენებული ზომა არის მართლზომიერი (ემყარება კანონს და საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებს), ან თუ გამოყენებული ზომა მიზნის მიღწევის პროპორციულია, ანუ კონკრეტულ პირსა და საზოგადოებრივ ინტერესთა შორის თანაფარდობა დაცულია. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითაც, რომელიც ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული იძლევა საშულებას ვამტკიცოთ, რომ საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე და მის აბსოლუტურ უფლებად მიჩნევა შეფარდებითია. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს, საზოგადოებრივი მოთხოვნილების აუცილებელი დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია, თუ კონკრეტული პირის საკუთრების უფლება.
ნიშანდობლივია, რომ თანამდებობის პირისათვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისას თვით საკუთრების უფლებაა დავის საგანი და მისი არსებობაა ეჭვქვეშ დაყენებული. ამასთან, დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევა განხილულ უნდა იქნეს როგორც საკომპენსაციო ღონისძიების სახედ და არა სასჯელის ზომად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უკანონო ქონების დაბრუნება მიმართულია კორუფციის ჩადენამდე არსებული მდგომარეობის აღდგენამდე. ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებულია არა მხოლოდ პირის საკუთრების უფლების შეზღუდვა, არამედ სახელმწიფოს უფლება _ საკუთარი შეხედულებით “საერთო ინტერესების” შესაბამისად, განახორციელოს პირთა მიერ საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლი. ამდენად, იკვეთება ორი დამოუკიდებელი უფლება, რომელთა შორის აუცილებელია დაცულ იქნეს ე.წ. “სამართლიანი წონასწორობა”, “გონივრული თანაზომიერება” სახელმწიფოს მიერ დასახულ მიზანს, დასაცავ ობიექტსა და სახელმწიფოს მიერ თავისი უფლებების განხორციელების საშუალებებს შორის. სახელმწიფოს აქვს უფლება, გაუწიოს კონტროლი ანუ ზედამხედველობა საკუთრების გამოყენებას, რათა განახორციელოს კორუფციისა და სხვა თანამდებობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა. ამდენად, უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა მიზნად ისახავს საერთო სხელმწიფოებრივ ინტერესს _ შეიზღუდოს საეჭვო წარმოშობის ქონებისა და ფინანსური საშუალებების სამოქალაქო ბრუნვა.
საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებას, რომ თუნდაც საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, პირისათვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს წესით, რითაც უზრუნველყოფილია სასამართლო დაცვის უფლება, რაც ყველა უფლებისა და თავისუფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უზრუნველყოფილია პირის უფლება, გამოიყენოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ნიშანდობლივად თვლის იმ გარემოებასაც, რომ თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა ან დაკავშირებული პირის მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევის შესახებ სარჩელის აღძვრისას აქცენტი კეთდება თანამდებობის პირის მხოლოდ შესაძლო ბრალზე, ხოლო თვით ქონების შეძენის მართლზომიერების საკითხს სასამართლო არკვევს. “ეჭვი” და “ვარაუდი” მხოლოდ სარჩელის წარდგენის წინაპირობა და საფუძველია, ხოლო სადავო ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჩნევის ან არ მიჩნევის საკითხს მხარეები ამტკიცებენ სასამართლოში. აქვე ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროკურორი გამოდის არა როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი, სისხლის სამართლის პროცესის სუბიექტი, არამედ, იგი მარტოოდენ სახელმწიფოს წარმომადგენელია და მის ინტერესებს იცავს. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დავა მიმდინარეობს მხოლოდ ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის თაობაზე და არ განიხილება პირის უდანაშაულობის ან დამნაშავეობის საკითხი. ამასთან, დავა განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორთა მტკიცება მოპასუხეთა მიმართ “უდანაშაულობის პრეზუმფციის” დარღვევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის და ვინაიდან ამ მიმართებით წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
ნ. ლ.-ი მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის _ გ. ხ.-ის 1997 წელს 9 ივლისის ბრძანებით დაინიშნა მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, აქვე წარმოდგენილია სოფ. ... საკრებულოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ნ. ლ.-ი 1992 წლიდან 1999 წლამდე იყო სოფ. ... საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარატმენტის წერილიდან კი ირკვევა, რომ ნ. ლ.-ი იყო მცხეთის რაიონის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე და სოფ. ... საკრებულოს წევრი.
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის დადგენილებით ნ. ა.ს-ძე ლ.-ი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული. საქმეში წარმოდგენილია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის ¹I/56 განაჩენი, რომლითაც მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსი _ გ. ხ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს. განაჩენში აღნიშნულია, რომ გ. ხ.-ი ისე ახდენდა სოფ. ... მიწების მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერასა და ბეჭდით დამოწმებას, რომ მათი გაცემის კანონიერებას არ იკვლევდა, ამასთან, საერთოდ არ აწარმოებდა გაცემული მიწის ნაკვეთების აღრიცხვას. აღნიშნულით ისარგებლა მისმა ხელქვეითმა – მცხეთის რაონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა და სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარე ნ. ლ.-მა და თვითნებურად, კანონდარღვევით მოახდინა მიწების განაწილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 8 აპრილის ¹1/ა-201 განჩინებით ნ. ლ.-ი მიცემულ იქნა სამართალში.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თობაზე, რომ მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი, სარჩელი აღეძრა ნ. ლ.-ის, მისის ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და დაკავშირებული პირების წინააღმდეგ უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოზე გადაცემის მოთხოვნით, ვინაიდან ნ. ლ.-ი არ წარმოადგენდა თანამდებობის პირს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (“თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელის აღძვრა”), სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექის 371-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება შესაძლებელია იყოს მოპოვებული ამ კოდექის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საქმის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (სსსკ 371-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის მიხედვით, თანამდებობის პირად მიიჩნევა “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწნებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, ან საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ან სამეწარმეო ან სხვა დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება ან საბაჟო წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: საკრებულო, გამგეობა და მუნიციპალიტეტი (საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი). ამდენად, ნ. ლ.-ი უდავოდ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, შესაბამისად, თანამდებობის პირს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე, კასატორთა მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სარჩელის აღძვრის დროისათვის ნ. ლ.-ი სამართალში იყო მიცემული და განსასჯელის სტატუსი ჰქონდა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი სარჩელის აღძვრას ბრალდებულის მიმართ ითვალისწინებს, აღნიშნული სარჩელზე უარის თქმის საფუძველად უნდა ყოფილიყო მიჩნეული სასამართლოს მიერ და განმარტავს შემდეგს:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, პირისათვის ბრალდების წაყენების საფუძველია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. საბრალდებო დასკვნა წარმოადგენს ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე აღწერას და ბრალდებულის სამართალში მიცემის საფუძველს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება) ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ, რომლითაც იგი იძენს განსასჯელის სტატუსს. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს წარმოადგენს პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო განსასჯელად მიიჩნევა ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ბარდება სასამართლოს განსჯადობის მიხედვით (სსსკ 44-ე მუხლის 24-ე და 25-ე ნაწილები).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისათვის პირს სულ მცირე ბრალდებულის სტატუსი მაინც უნდა ჰქონდეს მინიჭებული და აღნიშნული არ გამორიცხავს სამართალში მიცემული პირის _ განსასჯელის მიმართ სარჩელის აღძვრას, ვინაიდან განსასჯელის სტატუსი ბრალდებულ პირს სამართალში მიცემის შემდეგ ენიჭება. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორთა მტკიცება განსასჯელის მიმართ სარჩელის აღძვრის უკანონობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო, დამატებით, ვერ გაიზიარებს კასატორთა მტკიცებას იმის თაობაზე, რომ დაკავშირებულ პირებს არ წარმოადგენდენ: ვ. მ.-ი, ლ. ჯ.-ი, ვ. ქ.-ი, ნ. ჯ.-ი, ნ. ხ.-ი, მ. ქ.-ი, ჯ. ჯ.-ი, ა. ზ.-ი, გ. ა.-ი, გ. ხ.-ე და დ. ა.-ი (ნიშანდობლივია, რომ მათგან დიდი ნაწილი მიწის რეფორმის კომისიის წევრია). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, დაკავშირებულად ითვლება პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლინი ეჭვი, რომ იგი მოპოვებულია თანამდებობის პირის არაკანონიერ ქმედებათა შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს, განკარგავს თანამდებობის პირი. საგულისხმოა, რომ დაკავშირებულ პირებად მითითებულ პირებს მათი კუთვნილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტების არც დედნები გააჩნიათ და არც ასლები, ამასთან, სასამართლო პროცესზე ახსნა-განმარტებებს ამა თუ იმ სადავო მიწის ნაკვეთის თაობაზე ვერ იძლეოდნენ და აღნიშნულზე კასატორ ნ. ლ.-ს უთითებდნენ. ამასთან, საქმის მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მათთვის მიზომილი მიწის ნაკვეთები მდებარეობს პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ “დაკავშირებული პირების” მიწის ნაკვეთებით რეალურად თვითონ ნ. ლ.-ი სარგებლობდა.
აღნიშნულ დავასთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მიწის რეფორმის განხორციელების დროისათვის მოქმედი მიწის კანონმდებლობის მოხმობას და განმარტავს შემდეგს:
“საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, სარგებლობასა და მფლობელობაში მიეცემოდათ საერთო საფუძველზე. ამასთან, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ მიწები, პირველ რიგში, გამოეყოფოდათ ყოფილი მიწის ნაკვეთებიდან ნორმის ფარგლებში. ამავე დებულების მე-4 ნაწილით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები დაიყო სახელმწიფო მიწის ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. საქართველოს მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები მათ კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცათ (მე-5 პუნქტი). მიწების გაცემას ახორციელებდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტრო წესით და მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში რეგისტრირდებოდა.
“საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 6 თებერვლის ¹128 დადგენილების პირველი პუნქტით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები:
_ სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში _ 0,75 ჰა-მდე, ხოლო მთის რაიონებში 3 ჰა-მდე.
_ ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი, ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრებ იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურდათ სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიღება, ბარისა და ზეგნის რაიონებში 0,15 ჰა-მდე, ხოლო მთის რაიონებში 1 ჰა-მდე. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების განაწილება უნდა განხორციელებულიყო 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992წ. 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. კომლის გაყრა უნდა მომხდარიყო მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ერთერთი შვილი რჩებოდა კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფობდა. ასევე, ერთ შვილიანი კომლის შემთხვევაშიც არ გამოიყოფებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ცალკე. თუ კომლს მიწების აღრიცხვის ზონარგაყრილ წიგნში რეგისტრირებულ ფართობთან შედარებით აღმოაჩნდებოდა მეტი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, შესაბამისი კომისიის მიერ დადგენილ საკარმიდამო მიწის ზღვრულ ნორმამდე შევსების შემდეგ დარჩენილი მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო სარეზერვო ფონდში (მე-3 პუნქტი).
მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 და 6 თებერვლის ¹128 დადგენილებებში მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 10 მარტის ¹290 დადგენილებით შევიდა გარკვეული ცვლილებები და დამატებები, კერძოდ, ¹128 დადგენილებით გათვალისწინებული მიწის ზღვრული ნორმები განისაზღვრა შედეგნაირად:
_ სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონოებში 1 ჰექტრამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა _ 1,25 ჰა-მდე, მთის რაიონებში 5 ჰა-მდე (მათ შორის, დამუშავებაში არსებული მიწები 1 ჰა-მდე);
_ სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში 0,75 ჰა-მდე, ხოლო მთის რაიონებში 5 ჰა-მდე მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები 0,75 ჰა-მდე;
_ ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურდათ სოფლად მიეღოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საგარეუბნო უბნებში 0,15 ჰა-მდე ბარისა და ზეგნის რაიონებში 0,25 ჰა-მდე, ხოლო მთის რაიონებში 1 ჰა-მდე, მათ შორის, დამუშავებაში არსებული მიწები 0,25 ჰა-მდე;
_ რაიონული დაქვემდებარებული ქალაქებისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მუდმივად მცხოვრებ და მომუშავე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეთათვის 0,75 ჰა-მდე, ხოლო სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეთათვის, რომლებიც ცხოვრობენ სასოფლო-სამეუნეო საწარმოებზე მიმაგრებულ მიწებზე 0,5 ჰა-მდე.
ზემოთქმული ნორმატიული მასალის მოხმობის შედეგად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მიწის რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა 3 კატეგორიის ოჯახს (კომლს) იცნობდა, რომელთაც მიწის სხვადასხვა ზღვრული ოდენობა ეკუთვნოდათ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს:
1992წ. 12 სექტემბერს სოფ. ... ჩატარდა სოფლის მოსახლეობის საერთო კრება, რომელსაც ნ. ლ.-ი ხელმძღვანელობდა, კრების ოქმს მის გარდა, ხელს აწერს მხოლოდ მდივანი: ვ. მ.-ი და სოფ. ... საკრებულოს გამგეობის 4 წევრი: ნ. ხ.-ი, ა. თ.-ი, ე. გ.-ი და რ. ჟ.-ი. ნიშანდობლივია, რომ სოფ. ... მოსახლეობა იმ დროისათვის 2820 კომლს შეადგენდა.
სოფლის კრებამ მიიჩნია, რომ იგი უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილებები მიწის რეფორმასთან დაკავშირებით. კრებამ გადაწყვიტა, მიწა არ მისცემოდათ 18-30 წლამდე გასათხოვარ ქალებს, იმ გათხოვილ ქალებს, რომლებიც ოფიციალური წესით განქორწინებულები არ იყვნენ. ასევე, მიწა არ მისცემოდათ ... ტერიტორიაზე მდებარე საუწყებო ბინებში მცხოვრებ პირებს. ამავე კრებამ დაადგინა, რომ მიწა არჩევის უფლებით უნდა მისცემოდათ სამაჩაბლოში დაღუპული გვარდიელების ქვრივებს და იმ ქალებს, რომლებიც, ოფიციალურად განქორწინებული იყვნენ და შვილებთან ერთად თავიანთ მშობლებთან ცხოვრობდნენ. მიწის არჩევის უფლება მიენიჭათ “დიდგორის” ბატალიონის დიღმელ წევრებს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს უარი ეთქვათ. უპირატესობა მიწის არჩევისას მიენიჭათ სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის წევრებს. ნორმაზე 1000მ2-ით მეტი მიეცემოდათ მრავალშვილიან ოჯახებს. კრებამ მიიჩნია, რომ ყველა კატეგორიის მიწა განაწილდებოდა მთლიანად და ერთნაირად როგორც ..., ისე მის საბჭოში შემავალი სოფლების კომლებზე, საგვარეულოს (გვარის) მიხედვით. დადგინდა ასევე, რომ ვინაიდან სოფ. ... არსებული მიწები საკმარისი არ იყო, არ მოხდებოდა ოჯახების კატეგორიებად დაყოფა და მიწის შესაბამისი ზღვრული ნორმების დადგენა. გაუქმდა სოფ. ... მიწებზე გაფორმებული ყველა საიჯარო ხელშეკრულება. გადაწყდა, რომ თუ სოფლის გამგეობა და რაიონის ხელმძღვანელობა არ მისცემდა მათ დასტურს მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, ისინი იტოვებდნენ უფლებას, მიწის რეფორმა ჩაეტარებინათ მათი თანხმობის გარეშე.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ, როგორც აღვნიშნეთ, სოფლის კრების ოქმს ხელს აწერს 6 პირი, თუმცა ოქმში ნახსენები არიან სხვა პირებიც, მაგრამ მათი მონაწილეობა კრებაში ოქმით არ დასტურდება.
საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს კონტროლის პალატის 2001წ. 14 ნოემბრის აქტი, რომლითაც შემოწმდა სოფ. ... განხორციელებული მიწის რეფორმის კანონიერება. ხსენებულ აქტში მითითებულია, რომ მიწის რეფორმასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის (მიწის განაწილების ნახაზები, მიწის მესაკუთრეთა სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და საადგილმამულო წიგნი) მოპოვება ვერ მოხერხდა, მიუხედავად აღნიშნული მოთხოვნით ნ. ლ.-ისათვის არაერთგზის მიმართვისა. აქტში აღნიშნულია, რომ 1992 წელს შეიქმნა სოფ. ... მიწის რეფორმის კომისია 12 პირის შემადგენლობით და კომისიის თავმჯდომარედ ნ. ლ.-ი იქნა არჩეული. 1992წ. 12 სექტემბერს მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგა მიწის ფონდის შერჩევის აქტი, რომელშიც აღნიშნულ იქნა, რომ სოფ. ... მიწას მოითხოვდა 2820 კომლი, სარეფორმო მიწის ფონდი 2279 ჰა-ს შეადგენდა. აქედან არსებული საკარმიდამო მიწის ფონდი 444 ჰა, ხოლო ახლად გამოყოფილი მიწის ფონდი 1835 ჰა იყო. მიწის სიმცირის გამო, კომისიამ სოფლის კომლთა დაყოფა კატეგორიების მიხედვით მიზანშეწონილად არ მიიჩნია და დაადგინა მიწების გაყოფა საგვარეულოების მიხედვით.
კონტროლის პალატის აქტში ნათქვამია, ასევე, რომ ვინაიდან სოფლის საერთო კრების 1992წ. 12 სექტემბრის ოქმში (საქმეში მოიპოვება იმავე შინაარსის მეორე ოქმი, რომელიც 1994 წლითაა დათარიღებული) არ არის მითითებული დამსწრეთა სრული ოდენობა, ვერ დასტურდება, იყო თუ არა უფლებამოსილი კრება, მიეღო გადაწყვეტილება. სოფ. ... საკრებულოს წერილში მითითებულია, რომ კრებას 200-მდე პირი ესწრებოდა, მაშინ, როცა იმ დროს კომლთა რაოდენობა 2727 იყო.
საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კოლეგიის 1992წ. 5 ოქტომბრის ¹3 დადგენილების საფუძველზე შეთანხმებულ და მოწონებულ იქნა სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ წარდგენილი წინადადებები. მცხეთის რაიონის გამგეობის მიერ სოფ. ... მიწის რეფორმის ფონდი დამტკიცებულ იქნა 1995წ. 27 დეკემბრის ¹177 გადაწყვეტილებით და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სოფლად აღრიცხული 2820 ოჯახიდან მიწის რეფორმის ფონდიდან 2251 ოჯახზე მიწის გაცემა, ხოლო სხვადასხვა მიზეზის გამო, სოფლის კრების გადაწყვეტილებით, 569 ოჯახი საერთოდ არ დაკმაყოფილდა. კონტროლის პალატის აქტით განმარტებულია, რომ ნ. ლ.-ის მიერ ისე მოხდა სოფ. ... მოსახლეობაზე მიწების განაწილება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა, რომ აღნიშნულის უფლებამოსილება მას არ გააჩნდა. აქტში მითითებულია ასევე, რომ მიწის რეფორმის კომისია მოსახლეობას უარს ეუბნებოდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტების მიცემაზე, რის გამოც მათ არც იცოდნენ რა ოდენობის მიწას ფლობდნენ ისინი, ან სად მდებარეობდა მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები. დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ სოფ. ... ერთ-ერთ კომლზე მიღება-ჩაბარების აქტი რეალურად გაცემული იყო 2001წ. ივნისში, ხოლო მასზე გაცემის თარიღად 1992წ. 6 ოქტომბერი ფიქსირდებოდა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, კონტროლის პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ლ.-ი მიწების განაწილებისას გასცდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და მიწების განაწილება მოახდინა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, საკუთარი შეხედულებების მიხედვით, ისე, რომ რეალურად სარგებელი მიანიჭაAთავის ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებსა და დაკავშირებულ პირებს.
საქმეში წარმოდგენილია ასევე, საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლის მიერ სოფ. ... ჩატარებული მიწის რეფორმის კანონიერების თემატური შემოწმების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია, რომ სოფ. ... მიწის რეფორმა სრულყოფილად არ ჩატარებულა, დაშვებული იყო არსებითი დარღვევები და იგი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციასა და მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48, იმავე წლის 6 თებერვლის ¹128, 10 მარტის ¹290 და სხვა დადგენილებებს.
აღნიშნულ დოკუმენტში ხაზი აქვს გასმული იმ გარემოებას, რომ დარღვევების აღსაკვეთად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებიათ.
მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი აქვს მცხეთის რაიონის გამგეობის 2002წ. 16 იანვრის ¹1 დადგენილება, რომლითაც სოფ. ... მიწის სარეფორმო კომისიის მიერ განხორციელებული მიწის რეფორმა ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად და სახელმწიფო მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა შეესწავლა და შეფასება მიეცა სოფ. ... მიწის რეფორმის განხორციელებისას მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობისათვის. საქმეში წარმოდგენილია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წერილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც შეფასება მიეცა “მცხეთის რაიონის სოფ. ... შექმნილი სიტუაციის შემსწავლელი კომისიის სამუშაო დასკვნას”. ხსენებულ მიმართვაში ნ. ლ.-ის მიერ მიწის რეფორმის მიმდინარებისას განხორციელებული მიწების დაყოფა მიჩნეულია კანონსაწინააღმდეგოდ და გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთა უფლებების შელახვად. აქვე განმარტებულია, “პრესტიჟული” განაპირა ადგილები თვითონ ნ. ლ.-ს, მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოეყოთ. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს კომისიის მითითებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიამ სოფლის საკომლო ზონარგაყრილი წიგნის მოპოვება ვერ შეძლო, ვინაიდან იგი ნ. ლ.-თან იმყოფებოდა და მისი სურვილის გარეშე, რაიმე ცნობის მოპოვება შეუძლებელი იყო.
წარმოდგენილია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი შესაბამისი უწყებებისადმი, რომელიც ნ. ლ.-ის მხრიდან სოფ. ... მიწის რეფორმის განხორციელებისას თავისი უფლებამოსილების გადამეტებისაAდა თვითნებობის გამო, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
საქმეში წარმოდგენილია, ასევე, მცხეთის რაიონის სოფ. ... მოსახლეობის არაერთი განცხადება თუ საჩივარი მიმართული შესაბამისი უწყებებისადმი, რომლებიც სოფ. ... განხორციელებული მიწის რეფორმის უკანონობას და მათი უფლებების შელახვას ადასტურებენ და ითხოვენ აღნიშნულზე შესაბამის რეაგირებას.
ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორთა მტკიცებას და სრულად იზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ნ. ლ.-მა სოფ. ... მიწის რეფორმა განახორციელა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული უგულებელყოფით. ამოეფარა რა ვითომ სოფლის კრების (ყრილობის) გადაწყვეტილებას, აღნიშნული გამოიყენა სათავისოდ და თავის ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებსა და დაკავშირებულ პირებს ყველაზე პრესტიჟული მიწის ნაკვეთები გამოუყო, მაშინ, როცა გარკვეული ნაწილი მოსახლეობისა, მიწის სიმცირის გამო, საერთოდ უმიწოდ დარჩა, ნაწილს კი _ ჩამოერთვა მიწის მიღების უფლება, იმ მოტივით, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა და ნ. ლ.-ის პირადი აზრის გამოხატულებას წარმოადგენდა. აქვე სადავოა, 1992წ. 12 სექტემბერს სოფლის კრებაზე (ყრილობაზე) იყო კი მოსახლეობის ის რაოდენობა, რომ მათი გადაწყვეტილებები სოფლის მიერ მიღებულად მივიჩნიოთ, თუ აღნიშნულსაც მხოლოდ ნ. ლ.-ი და მასთან დაკავშირებული პირები ესწრებოდნენ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. ლ.-მა სახელმწიფო ქონების (მიწის) უკანონო განაწილება მოახდინა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მან მიწები გაანაწილა არა იმ დროს მოქმედი მინისტრათა კაბინეტის დადგენილებების შესაბამისად, არამედ თავისი შეხედულებების მიხედვით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას იმ გარემოებასაც მიაქცევს, რომ კასატორთა განმარტებით, სოფ, ... საკომლო ზონარგაყრილი წიგნი დაიწვა, მაშინ, როცა სხვადასხვა უწყებების არაერთი დასკვნით ირკვევა, რომ აღნიშნული ჰქონდა ნ. ლ.-ს და ამ წიგნის კომისიისათვის გადაცემაზე უარს აცხადებდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ლ.-ის მიერ მიწების უკანონოდ განაწილების ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ყველა კატეგორიის ოჯახს ერთი და იმავე რაოდენობის ზღვრული ნორმა _ 0,6 ჰა განესაზღვრა, მაშინ, როცა მინისტრთა კაბინეტის 1993წ. ¹48, ¹128 და ¹290 დადგენილებები ოჯახების სამ კატეგორიად დაყოფას ითვალისწინებდა და მიწის ზღვული ნორმებიც სხვადასხვა უნდა ყოფილიყო, მიწის რეფორმის კომისიამ კი, ნ. ლ.-ის ხელმძღვანელობით, საკუთარი შეხედულებები დააყენა კანონზე მაღლა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია მიწის მიღება-ჩაბარების აქტების ასლები. ამ აქტების არც დედანი და არც ასლი თავად მესაკუთრეებს არ გააჩნიათ.
აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტებში, რომლებიც შევსებულია თვით ნ. ლ.-ის მიერ, შევსების თარიღად მითითებულია 1992წ. 6 ოქტომბერი, მაგრამ აქვე აღნიშნულია, რომ მისი ფორმა დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹503 დადგენილებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღება-ჩაბარების აქტების 1992 წელს შევსება და გაცემა ვერ მოხდებოდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტებით ნათლად იკვეთება, ვის ჰქონდა მიწის რეფორმამდე მიწის ნაკვეთი და ვის საერთოდ არ გააჩნდა მიწა, კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით მიწის ნაკვეთი არ ჰქონდათ: ნ. ლ.-ს, გ. ლ.-ს (ნ. ლ.-ის ძმა), თ. კ.-ს (ნ. ლ.-ის დედის ძმის შვილი), ვ. მ.-ს (კომისიის წევრი), ლ. ჯ.-ს (კომისიის წევრი), ვ. ქ.-ს (კომისიის წევრი), ნ. ჯ.-ს (კომისიის წევრი), ჯ. ჯ.-ს (კომისიის წევრი), ა. ზ.-ს (კომისიის წევრი), გ. ა.-ს (ნ. ლ.-ის მეუღლის დეიდაშვილი), გ. ხ.-ეს (კომისიის წევრი). აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქმეში წარმოდგენილ ერთადერთ მტკიცებულებას (მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ საკრებულოს ცნობას) იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირები კომლს წარმოდგენდნენ და მიწის ნაკვეთის მიღების უფლება ჰქონდათ, ვინაიდან აქვე მოიპოვება საკრებულოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ სოფ. ... საკრებულოში ოჯახებთან (კომლებთან) დაკავშირებული ცვლილებები არ შესულა, ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მხარეებმა საკომლო წიგნის წარმოდგენა ვერ შეძლეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკომლო წიგნი მიწის რეფორმისას არ მოიპოვებოდა, მიწის რეფორმის განხორციელების დაწყებამდე, თავდაპირველად ოჯახების აღრიცხვა და მათი კატეგორიების დადგენა უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ამის შემდეგ განაწილებულიყო მიწები კუთვნილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო ნ. ლ.-ის მიერ წარმოდგენილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტების (ასლები) საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებულ პირებს რეფორმამდე მიწის ნაკვეთები არ ჰქონდათ მიზომილი, რადგან კომლს (ოჯახს) არ წარმოადგენდნენ. მათი კომლად (ოჯახად) გამოყოფა და აღრიცხვა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საკაციო სასამართლო აქვე იმ გარემოებასაც მიაქცევს ყურადღებას, რომ ნ. ლ.-მა, მიწის მიღება-ჩაბარების აქტებში ის მიწის ნაკვეთებიც შეიტანა, რომელთა პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობით არ დაიშვებოდა, მაგალითად, მაგისტრალური ხაზები, გაყვანილობები და სხვა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ დაეთანხმება კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრში მოპასუხეთა საკუთრებად სადავო მიწის ნაკვეთების აღრიცხვა 2005 წელს პროკურატურის თანამშრომელთა განცხადებების შესაბამისად რეგისტრაციის წესების დარღვევით მოხდა, ვინაიდან კასატორებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების კანონიერება სასამართლოში სადავოდ არ გაუხდიათ. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სკ-ის 183-ე მუხლს, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზოგიერთი სადავო მიწის ნაკვეთის უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჩნევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი (სსკ-ის 393 მუხლის მე-2 ნაწილი).
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე სასამართლო კოლეგიას უნდა მოეწვია ის პირები, რომლებიც სადავო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ან თანამესაკუთრეები იყვნენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძვლად მიიჩნევა და გადაწყვეტილება ყოველთვის კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ ამ ნაწილში საქმის განხილვისას არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი და სსკ-ის 105-ე მუხლი, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტი).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, საკომლო ზონარგაყრილი წიგნი საქმეში არ მოიპოვება, მაგრამ 1992 წელს განხორციელებულ მიწის რეფორმამდე პირთა კანონიერ მფლობელობაში მიწების არსებობა უდავოდ ადასტურებს მათ კომლად (ოჯახად) ყოფნის ფაქტს.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:
ა. ლ.-ი წარმოადგენდა სოფლის ძირძველ მაცხოვრებელს და ირიცხებოდა ცალკე კომლად. იგი მიწის რეფორმამდე სარგებლობდა 0,42 ჰა მიწის ნაკვეთით, ¹..., რის გამოც ვერ გავიზიარებთ მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას ნ. ლ.-ის ოჯახის წევრობის გამო გადაეცა, ვინაიდან, როგორც პირველი კატეგორიის კომლს (ოჯახს), ა. ლ.-ს მიწის ნაკვეთი ზღვრულ ოდენობამდე სარგებლობაში არსებული ფართიდან მაინც უნდა შევსებოდა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მას ზღვრულ ნორმაზე _ 0,6 ჰა-ზე მეტი არ აქვს საკუთრებაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული მიწის ნაკვეთის ნაწილში საქმე ხელახლა გამოსაკვლევია.
რ. ლ.-ი წარმოადგენდა სოფლის ძირძველ მაცხოვრებელს და ირიცხებოდა ცალკე კომლად. სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელიც მის სახელზე ირიცხება _ 1,15 ჰა, ¹..., განაცხადა, რომ იგი მისი საკუთრება არ არის. რაც შეეხება 0,20 ჰა-ს, ¹..., აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიუზომეს 0,19 ჰა-ს ნაცვლად, რომლითაც რეფორმამდეც სარგებლობდა. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს წარმოდგენილი აქვს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და საქალაქო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რეალურად იყო თუ არა რ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი ადრე არსებული 0,19 ჰა-ს სანაცვლოდ მიღებული, რომელსაც სარგებლობის უფლებით რეფორმამდეც ფლობდა.
ო. ლ.-ი წარმოადგენდა სოფლის ძირძველ მაცხოვრებელს და ირიცხებოდა ცალკე კომლად. აღსანიშნავია, რომ მას 0,02, 0,11 ჰა და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთები ჰქონდა რეფორმამდე. საქალაქო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სადავო 0,22 ჰა, ¹... მიწის ნაკვეთი 1992 წლამდე მის სარგებლობაში არსებულ მიწის ფართს ხომ არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი ოდენობის მიწა აქტში არსადაა ნახსენები.
თ. ლ.-ი წარმოადგენდა სოფლის ძირძველ მაცხოვრებელს და ირიცხებოდა ცალკე კომლად. იგი რეფორმამდე ფლობდა 0,15 ჰა-ს, ¹... და აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნ. ლ.-ისაგან არ მიუღია, ხოლო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი ¹... ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა ჯონი ჭანიას, რომელიც, როგორც მესაკუთრე პროცესზე მოწვეული არ ყოფილა. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვინ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში.
ქ. კ.-ი წარმოადგენდა სოფლის ძირძველ მაცხოვრებელს და ირიცხებოდა ცალკე კომლად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტით მას რეფორმამდე ჰქონდა 0,37 ჰა მიწა მიზომილი და იგი ნ. ლ.-ისაგან არ მიუღია. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს.
ა. კ.-ის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები: 1. 0,16 ჰა, ¹...., 2. 0,160 ჰა, ¹..., 3. 0,05 ჰა, ¹..., როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მან ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ხ. ა.-ისაგან იყიდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას მოცემული მიწის ნაკვეთების დაუსაბუთებლად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან ა. კ.-ს ნ. ლ.-ისაგან არ მიუღია სადავო მიწის ნაკვეთები.
ი. კ.-ი წარმოადგენდა სოფლის ძირძველ მაცხოვრებელს და ირიცხებოდა ცალკე კომლად. ამასთან, მას მიწის რეფორმის Dშედეგად გამოეყო მიწა იმ ოდენობით, რაც მისი ოჯახისათვის კუთვნილ ზღვრულ ფარგლებს შეესაბამებოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას აღნიშნული ფართის მიწა, 1992 წელს მოქმედი მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, ეკუთვნოდა, მით უფრო, რომ იგი მრავალშვილიანი იყო, რაზეც დამატებით უნდა იმსჯელოს სასამართლომ.
ნ. ხ.-ი წარმოადგენდა ა.წ. გარდაცვლილი ჰამლეტ მ.-ის მეუღლეს. ნ. ხ.-მა სადავო 0,44 ჰა, ¹... მეუღლისაგან მემკვიდრეობით მიიღო, ამ უკანასკნელს კი ხსენებული ქონება რეფორმამდე ჰქონდა გადაცემული მიღება-ჩაბარების აქტით, რაზეც ასევე უნდა იმსჯელოს სასამართლომ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ საპროცესო ნორმების დარღვევით მიიჩნია მ. ქ.-ის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები უკანონოდ, ვინაიდან როგორც საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ცნობით დასტურდება, მას სადავო მიწის ნაკვეთებზე თანამესაკუთრეებიც ჰყავს, რომლებიც სასამართლო პროცესზე მიწვეულნი არ ყოფილან.
გია და დ. ა.-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, მათ მიწა რეფორმამდე ნამდვილად არ გააჩნდათ, მაგრამ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მათ ბაბუისაგან ანდერძით მიიღეს მიწის ნაკვეთი და სახლი, თუმცა არ დგინდება, რა ოდენობის მიწის ნაკვეთი მიიღეს მემკვიდრეობით მოპასუხეებმა, რაც დამატებით უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ.
რ. თ.-ისა და კ. კ.-ის სადავო ქონების უკანონოდ ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას თვით მოსარჩელე მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შეპასუხებაზე დართული დოკუმენტი მოწმობს, კერძოდ, მითითებულია, რომ სოფ. ... საკრებულოს გამგეობაში არ იძებნება რ. თ.-ის საკუთრებად აღრიცხული ¹... მიწის ნაკვეთი, ხოლო კ. კ.-ის საკუთრებად მითითებული ¹... და ¹... მიწის ნაკვეთები ირიცხება ა. ქ.-ზე. მითითებული მიწის ნაკვეთების ნაწილში საქმე ხელახლა გამოსაკვლევია.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო და დაზუსტებული საკასაციო საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება:
1.1. ა. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,42 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., არეგისტრაციო ნომერი _ ...;
2.1. რ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,20 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
3.1. ო. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,22 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
4.1; 4.2; თ. ლ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,15 ჰა მიწის ნაკვეთები, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი ¹...; ფართობი 0,10 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
5.1. ქ. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,36 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
6.1; 6.2; 6.3; ა. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,16 ჰა მიწის ნაკვეთები, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,16 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; ფართობი 0,05 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
7.1. ი. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
8.1. ნ. ხ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,44 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
9.1.; 9.2; 9.3; 9.4; 9.5; მ. ქ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,278 ჰა მიწის ნაკვეთები, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,076 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი ¹...; 0,105 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,099ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,017 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
10.1. გ. ა.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,58 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
11.1. დ. ა.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,39 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
12.1. რ. თ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,22 ჰა მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
13.1. 13.2. 13.3. კ. კ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების _ 0,38 ჰა მიწის ნაკვეთები, მცხეთის რაიონის სოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი ¹...; 0,11 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...; 0,08 ჰა, სარეგისტრაციო ნომერი _ ¹...;
_ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.