Facebook Twitter

ას-273-258-10 18 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი გარეშე საკასაციო პალატამ განიხილა ლ. ნ-შვილის და მ. გ-შვილის, დ. ა-შვილის, ო. გ-შვილის და გ. გ-შვილის განცხადება მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული ლ. ნ-შვილის და მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე ლ. ნ-შვილის და მ. გ-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე დ. ა-შვილის, ო. გ-შვილის და გ. გ-შვილის მიმართ მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.

საკასაციო საპალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის მთავარ სხდომაზე მხარეთა შორის შედგა მორიგების აქტი.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ნ-შვილს, მ. გ-შვილისა და დ. ა-შვილის, ო. გ-შვილის და გ. გ-შვილის შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

მ. გ-შვილი და ლ. ნ-შვილი იღებენ ვალდებულებას, რომ დ. ა-შვილს, ო. გ-შვილსა და გ. გ-შვილს თანაბარი წილობრივი მონაწილეობით შეუძინონ და გაუფორმონ სოფ.ლისში, კოდისწყაროს ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთი – 1500 კვ.მ და 750 კვ.მ ფართობით. აქედან სოფ. ...ში, კოდისწყაროს ტერიტორიაზე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენა განხორციელდება ამ მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი – 750 კვ.მ ფართობით მ. გ-შვილმა და ლ. ნ-შვილმა უნდა შეუძინონ და უნდა გაუფორმონ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში სოფ. ...ში, კოდისწყაროს ტერიტორიაზე.

ამ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლ. ნ-შვილის და მ. გ-შვილის პასუხისმგებლობა განისაზღვრება სოფ. ...ში, კოდისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურებით პრეტენზიის წარმოშობის მომენტისათვის.

დ. ა-შვილი, ო. გ-შვილი და გ. გ-შვილი იღებენ ვალდებულებას უარს თქვან სამოქალაქო დავაზე სამკვიდროს გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვენ ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებს გაუქმებას.

ამ მორიგების აქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისას, გადაწყვეტილება მიექცევა იძულებით აღსასრულებლად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი სახით:

მ. გ-შვილი და ლ. ნ-შვილი იღებენ ვალდებულებას, რომ დ. ა-შვილს, ო. გ-შვილსა და გ. გ-შვილს თანაბარი წილობრივი მონაწილეობით შეუძინონ და გაუფორმონ სოფ.ლისში, კოდისწყაროს ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთი – 1500 კვ.მ და 750 კვ.მ ფართობით. აქედან სოფ. ...ში, კოდისწყაროს ტერიტორიაზე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენა განხორციელდება ამ მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი – 750 კვ.მ ფართობით მ. გ-შვილმა და ლ. ნ-შვილმა უნდა შეუძინონ და უნდა გაუფორმონ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში სოფ. ...ში, კოდისწყაროს ტერიტორიაზე.

ამ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლ. ნ-შვილის და მ. გ-შვილის პასუხისმგებლობა განისაზღვრება სოფ. ...ში, კოდისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურებით პრეტენზიის წარმოშობის მომენტისათვის.

დ. ა-შვილი, ო. გ-შვილი და გ. გ-შვილი იღებენ ვალდებულებას უარს თქვან სამოქალაქო დავაზე სამკვიდროს გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვენ ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებს გაუქმებას.

ამ მორიგების აქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისას, გადაწყვეტილება მიექცევა იძულებით აღსასრულებლად;

გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს;

განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იგივე დავაზე სასამართლოსათვის მომართვა დაუშვებელია;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.