Facebook Twitter

ას-289-273-2011 30 მაისი, 2011 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ი-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ი. ტ-ი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ი. ტ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ი-შვილის მიმართ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის _ 296328 ლარის ანაზღაურებისა და დამფუძნებელი პარტნიორის _ გ.ი-შვილის საზოგადოებიდან გარიცხვის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 ივნისის დადგენილებით შპს «ი. ტ-ი» აღირიცხა სამეწარმეო რეესტრში. საზოგადოების წესდების თანახმად, დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ა. ი-ი საწესდებო კაპიტალის 40%-ის მფლობელი, რ. ი-ი _ 20%-ის მფლობელი, ჰ. გ- _ 20%-ის მფლობელი და თ. ი-შვილი _ 20%-ის მფლობელი.

2005 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი თ. ი-შვილი. 2006 წლის თებერვლიდან თ. ი-შვილის მემკვიდრე გ. ი-შვილმა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ჩაატარა საზოგადოების პარტნიორთა კრებები და ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე აღირიცხა დამფუძნებელ პარტნიორად, საზოგადოებიდან გარიცხა სხვა დამფუძნებელი პარტნიორები და მათი კუთვნილი წილები აღრიცხა საკუთარ სახელზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საზოგადოებიდან გარიცხული პარტნიორების სარჩელი შპს «ი. ტ-ის» 2006 წლის 24 თებერვლის ¹3, 15 მარტის ¹4, 4 აპრილის ¹5 და 28 მაისის ¹6 საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის პირველი მაისისა და პირველი ივნისის ბრძანებების გაუქმების თაობაზე, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს «ი. ტ-ის» 2006 წლის 4 აპრილის ¹5 და 2006 წლის 28 მაისის ¹6 გადაწყვეტილებები, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული საკასაციო სასამართლოს განჩინებით მისი უცვლელად დატოვების გამო.

სასამართლო გადაწყვეტილებით და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 14 აპრილის ბრძანებით აღდგენილ იქნენ საზოგადოების 80%-ის წილის მქონე პარტნიორებად ა. ი-ი, რ. ი-ი და ჰ. გ-, ხოლო საწარმოს დირექტორად დარეგისტრირდა ჰ. გ-. 20%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის _ გ. ი-შვილის უკანონო მფლობელობაშია შპს «ი. ტ-ის» კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 27 დეკემბრის შემოწმების აქტის თანახმად, საზოგადოებას, გ.ი-შვილის ბრალეული ქმედების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 118875.95 ლარის გადახდა, მან დირექტორად ყოფნის პერიდში გაასხვისა საზოგადოების კუთვნილი 2 ავტომანქანა, რომელთა ღირებულება აუდიტის დასკვნის თანახმად, 60000 ევროა.

შპს «... აუდიტის» 2008 წლის 19 მაისის დასკვნის თანახმად, გ.ი-შვილმა საზოგადოებას მიაყენა 296328 ლარის ზიანი, კერძოდ, აუდიტის დასკვნით დგინდება, რომ 2007 წლის პირველი ივნისიდან 2008 წლის პირველ მაისამდე საზოგადოება კუთვნილი 5 ერთეული ავტომანქანის ექსპლოატაციით შემოსავლის სახით მიიღებდა 168080 ლარს, სარგებლის სახით _ 38420.95 ლარს, 2006 წლის პირველი ივნისიდან 2008 წლის პირველ მაისამდე მესამე პირის სარგებლობაში არსებული 2 ერთეული ავტომობილის ექსპლოატაციით საზოგადოება მიიღებდა შემოსავალს 134464.25 ლარს, ხოლო სარგებელს 30736.76 ლარს, ასევე მესამე პირის სარგებლობაში არსებული 1 ერთეული ავტომობილის ექსპლოატაციით ამავე პერიოდში საზოგადოება მიიღებდა შემოსავლის სახით 58828.11 ლარს, ხოლო სარგებელს _ 13447.33 ლარს. 2006 წელში, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ამონაგები, რევიზიის ინფორმაციის თანახმად, შეადგენს 124847.54 ლარს, ხოლო 2006 წელში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციიდან წარმოქმნილი საბიუჯეტო გადასახადები, ჯარიმები და საურავები 88876.37 ლარია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, ამასთან განმარტა, რომ სარჩელი არაუფლებამოსილი პირების მიერ არის შეტანილი სასამართლოში, კერძოდ, იურიდიული პირის ნაცვლად სარჩელი აღძრულია ფიზიკური პირების მიერ, ხოლო თავად სარჩელში მითითებული გარემოებები არასწორია და ემყარება ყალბ მტკიცებულებებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ი. ტ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ი. ტ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ი. ტ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ი-შვილს, შპს ,,ი. ტ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 152816,54 ლარის ანაზღაურება, ხოლო შპს ,,ი. ტ-ის” სარჩელი გ. ი-შვილის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განჩინებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ა. ი-ი, რ. ი-ი და ჰ. გ- იყვნენ შპს «ი. ტ-ის» 80% წილის მფლობელი პარტნიორები. საწესდებო კაპიტალის დარჩენილ 20%-ს ფლობდა გ. ი-შვილის მამა _ გარდაცვლილი თ. ი-შვილი. ქ.ბათუმის ნოტარიუსის მიერ 2005 წლის 13 დეკემბერს მოპასუხე გ. ი-შვილი ცნობილ იქნა თ. ი-შვილის პირველი რიგის მემკვიდრედ და საკუთრებაში გადაეცა სამკვიდრო ქონება, კერძოდ, შპს «ი. ტ-ის» საწესდებო კაპიტალის 20%, რომლის ნომინალური ღირებულება შეადგენდა 40000 ლარს. 2006 წლის 24 თებერვალს, გ. ი-შვილის მიერ მოწვეულ იქნა პარტნიორთა ¹3 კრება, რომელსაც არ ესწრებოდენენ ა. ი-ი, რ. ი-ი და ჰ. გ-. კრებაზე დადგინდა, რომ პარტნიორებს უნდა მისცემოდათ წინადადება, თუ ისინი 2006 წლის 14 მარტამდე არ წარმოადგენდნენ წესდების შესაბამისად განსაზღვრული წილების ოდენობის შენატანის დამადასტურებელ საბუთებს, გ. ი-შვილი ჩაითვლებოდა 100%-იანი წილის ფაქტობრივ მფლობელად. 2006 წლის 15 მარტს კვლავ იქნა მოწვეული პარტნიორთა ¹4 კრება, რომელსაც ისევ არ ესწრებოდნენ ა. ი-ი, რ. ი-ი და ჰ. გ-. კრებამ დაადგინა, რომ აწ გარდაცვლილი პარტნიორის _ თ. ი-შვილის საწესდებო კაპიტალში არსებული წილი უნდა გადაეცეს მის მემკვიდრეს – გ. ი-შვილს. 2006 წლის 4 აპრილს მოწვეულ იქნა პარტნიორთა ¹5 კრება, სადაც დადგინდა, რომ ა. ი-ის 40%, რ. ი-ის 20% და ჰ. გ-ს 20%-იანი წილები სულ _ 80% გადაეცეს გ. ი-შვილს და ა. ი-ი, რ. ი-ი და ჰ. გ- გაირიცხონ შპს «ი. ტ-ის” პარტნიორობიდან. აღნიშნული კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის პირველი მაისის ბრძანებით განხორციელდა ცვლილება შპს «ი. ტ-ის» სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში და საზოგადოების პარტნიორთა რიგებიდან გაირიცხნენ ა. ი-ი, რ. ი-ი და ჰ. გ-. გ. ი-შვილის წილი კი საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა 100%-ით. 2006 წლის 28 მაისს ასევე იქნა მოწვეული პარტნიორთა ¹6 კრება, სადაც შპს «ი. ტ-ის» დირექტორად დაინიშნა გ. ი-შვილი.

ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის პირველი ივნისის ბრძანებით ისევ განხორციელდა ცვლილება სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში, კერძოდ, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ჰ. გ- და საზოგადოების ერთპიროვნული მმართველი გახდა გ. ი-შვილი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ი-შვილი შპს «ი-ის” 100% წილის მფლობელი და ერთპიროვნული მმართველი (დირექტორი) იყო 2006 წლის აპრილიდან 2008 წლის მაისამდე. შპს «... აუდიტის» 2010 წლის 27 მაისის დასკვნით გადაანგარიშებულ იქნა, შპს «ი. ტ-ის» მიერ 2006 წლის პირველი აპრილიდან 2008 წლის მაისამდე განხორციელებულ ოპერაციებზე შემოსავლების, კუთვნილი გადასახადების გაანგარიშება-დეკლარაციებისა და საბიუჯეტო გადასახდელების გადაუხდელობის გამო დარიცხული სანქციები. გაანგარიშების საფუძვლად გამოყენებულ იქნა ქ.ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 27 დეკემბრის აქტი, შპს ... აუდიტის 2008 წლის 19 მაისის ¹08-05/36 აუდიტორული დასკვნა, საზოგადოების საბანკო ანგარიშზე მოძრაობა, სადაც ასახულია შემოსავლები ავტოსაწევარებისა და ნახევარმისაბმელების რეალიზაციიდან. შესასწავლი დოკუმენტების შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოების შემოსავლებმა 2006 წლის პირველი აპრილიდან 2008 წლის მაისამდე შეადგინა 369777 ლარი, ხოლო მოგებამ _ 84526.1 ლარი. შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულია საზოგადოებაში წინა პერიოდში შესრულებულ მომსახურებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების შეპირისპირებით. საზოგადოების კუთვნილი სარგებელი, რომელიც უნდა ირიცხებოდეს სალაროში, შეადგენს 44881.19 ლარს. 2006 წლის აპრილიდან 2008 წლის მაისამდე გაწეულ მომსახურებასა და შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით კუთვნილი ჯარიმები და საურავები _ 93054.35 ლარს. გაანგარიშების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა ქ.ბათუმის საგადასახადო ინსპქციის 2007 წლის 27 დეკემბრის აქტი და საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით საზოგადოებაზე რიცხული ვალდებულებები გადასახადების სახეების მიხედვით. 2006 წელში საზოგადოებაში რეალიზებულია ორი ერთეული უნაგირსაწევარი ნახევარმისაბმელით და ერთი ერთეული ნახევარმისაბმელით. საზოგადოების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციით მიღებული სარგებელი შეადგენს 124847 ლარს. საზოგადოების კუთვნილი თანხა დღგ-ს გამოკლებით შეადგენს 105802.54 ლარს, რომელიც უნდა ირიცხებოდეს ფულადი ნაშთის სახით.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა მოიცავდა ავტომანქანების სარგებლობით მიუღებელ შემოსავალს _ 44881,19 ლარს, რაც ვერ იქნა მიღებული მათი გასხვისების გამო, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის საზოგადოებაზე დაკისრებულ ჯარიმა-საურავებს _ 93054,35 ლარს და ავტომანქანების რეალიზაციით მიღებული თანხას _ 105 802,54 ლარს. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ი. ქ-ძემ დაადასტურა, რომ გ. ი-შვილის დირექტორად ყოფნის პერიოდში გასხვისებული ავტომანქანების ღირებულება გ.ი-შვილმა მოიხმარა პირადი აუცილებლობისათვის, კერძოდ, მამის _ თ. ი-შვილისათვის თურქეთში ჩატარებული ოპერაციის ხარჯების გასაწევად. 2007 წლის 12 დეკემბრის საკონტროლო საგადასახადო შემოწმების აქტით, რომლითაც შემოწმდა 2004-2007 წლის საანგარიშო პერიოდი, მოგების გადასახადის გაანგარიშებისას დადგინდა შპს «ი. ტ-ის» მიერ, 2006 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობის გამო საწარმო, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 10435 ლარით. ქონების გადასახადის გაანგარიშებისას კი დადგინდა, რომ 2006 წელში შპს «ი. ტ-ის» ქონების საბალანსო ღირებულება შეადგენდა 191520 ლარს, საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლით საწარმოს დაეკისრა ჯარიმა 479 ლარი, ამავე კოდექსის 129-ე მუხლით კი, საურავი _ 804 ლარი. 2006 წლის ქონების გადასახადის წარუდგენლობისათვის საზოგადოება, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმებას ექვემდებარება 1600 ლარით. დამატებული ღირებულების გაანგარიშებისას დადგინდა, რომ 2006 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში, შპს «ი. ტ-ს» მიღებული აქვს შემოსავალი ავტომანქანების რეალიზაციით (16000+54825+54022=124847 ლარი). დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 105803 ლარს, რისდ გამოც, საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, იგი ექვემდებარება დაჯარიმებას 19044 ლარით, 131-ე მუხლით ჯარიმდება 12768 ლარით და 129-ე მუხლის შესაბამისად, საურავით _ 4767 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, 992-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლებზე, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე და განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი 2007 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო ორგანომ შეამოწმა 2004-2007 წლის საანგარიშო პერიოდი, 2006-2007 წლები, როდესაც შპს «ი. ტ-ის» დირექტორი იყო გ.ი-შვილი, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება საზოგადოების მიერ არ იქნა შესრულებული, რის გამოც დაერიცხა ჯარიმა-საურავები, სულ 2883 ლარი. დამატებული ღირებულების გაანგარიშებისას 2006 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში, შპს «ი. ტ-ს» მიღებული ჰქონდა შემოსავალი ავტომანქანების რეალიზაციით (16000+54825+54022=124847 ლარი). დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 105803 ლარს, რის გამოც, საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის, 131-ე მუხლისა 129-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებას სულ დაერიცხა 36579 ლარი. პალატამ დადასტურებულად მიიჩნა, რომ 2006-2007 წლებში, როდესაც შპს «ი. ტ-ის» დირექტორი გ. ი-შვილი იყო, საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საზოგადოებას მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით დაერიცხა ჯარიმა-საურავები 49897 ლარის ოდენობით (10435+2883+36579), რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა ჯარიმა-საურავების სახით 93054,35 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგანაც აღნიშნული ოდენობის ჯარიმა-საურავები გაანგარიშებულია 2010 წლის 27 მაისის შპს «... აუდიტის» დასკვნით, რომლის საფუძვლადაც მითითებულ იქნა ქ.ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 27 დეკემბრის აქტი, თუმცა საანგარიშო პერიოდი საგადასახადო აქტისაგან განსხვავებით განისაზღვრა 2006 წლის პირველი აპრილიდან 2008 წლის მაისამდე. სასამართლოს მითითებით, საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ჯარიმა-საურავების დარიცხვის უფლებამოსილება გააჩნია საგადასახადო ორგანოს. ვი-დან საქმეში სათანადო მტკიცებულება, საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილი აქტი ჯარიმა-საურვების დარიცხვის თაობაზე არ მოიპოვება, შპს «... აუდიტის» 2010 წლის 27 მაისის აუდიტორული დასკვნა კი არ იქნა გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვი-დან, საქმეზე წარმოდგენილი 2007 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ 2006 წელში შპს «ი. ტ-ს» მიღებული აქვს შემოსავალი ავტომანქანების რეალიზაციით (16000+54825+54022=124847 ლარი) და დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 105803 ლარს, ამასთან საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა ამ სატრანსპორტო საშუალებებზე გ. ი-შვილის კუთვნილების ფაქტი, მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხის 105803 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ გ.ი-შვილის მიერ გასხვისებული ავტომანქანები, საზოგადოებაში მისი წილის გათვალისწინებით მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა და შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თამახმად, ვი-დან მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გ.ი-შვილის მიერ ავტომანქანების გასხვისებამდე ამ მანქანების ექსპლუატაციით თუ რა შემოსავალს იღებდა საზოგადოება და, რომ ავტომანქანების გასხვისებით საზოგადოებას წარმოეშვა ზიანი 44881 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში მიიჩნია დაუსაბუთებლად.

«მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 91 მუხლისა და 3.7 მუხლის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მის საკუთრებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრების უფლებას წილზე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის ¹2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ საკორპორაციო ურთიერთობათა სპეციფიკა და სახელშეკრულებო პირობები არ გულისხმობს პარტნიორისათვის წილის ჩამორთმევას მისი ნების გარეშე. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია, მხოლოდ «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 3.7. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ისიც იმიტომ, რომ ეს შემთხვევა, პირდაპირ არის დადგენილი კანონით და საკორპორაციო «ურთიერთობებში პირის შესვლა თავისთავად გულისხმობს, რომ მან ნებაყოფლობით მიიღო შესაბამისი სახელშეკრულებო პირობები და გათვითცნობიერებული აქვს ურთიერთობათა სპეციფიკა». ყველა სხვა შემთხვევაში, პარტნიორის საზოგადოებიდან გასარიცხად, ანუ მისთვის საკუთრების ჩამოსართმევად, აუცილებელია, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნება საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეზე. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებამ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს პარტნიორის გარიცხვის თაობაზე, რომელმაც, შესაძლებელია, სარჩელი არც დააკმაყოფილოს.

გ.ი-შვილის პარტნიორობიდან გარიცხვის მიზეზად დასახელებულია სხვა პარტნიორთა წილის თვითნებურად მიკუთვნება, საზოგადოების ქონების პირადი მოხამარების მიზნით განკარგვა, დირექტორის უფლებამოსილების ერთპიროვნულად მინიჭება და საწარმოს ხელმძღვანელის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შედეგად საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება. «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია დირექტორის პასუხისმგებლობა საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც იმავდროულად განსახილველი სარჩელის საგანს წარმოადგენს, ასევე აღდგენ პარტნიორთა თავდაპირველი წილები საზოგადოებაში, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ ზიანის ანაზღურების თაობაზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში გ.ი-შვილისათვის საზოგადოებაში კუთვნილი წილი ჩამორთმევა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 91 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგოა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევით, კერძოდ, მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, პაექრობის ეტაპის გამოტოვებით, გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, იურიდიული შეფასების გარეშე დატოვა დარღვევები, კერძოდ, სასამართლომ არ შეაფასა საზოგადოების პარტნიორ ჰ. გ-ს მიერ «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების იმპერატიულ მოთხოვნათა დარღვევა, როგორიცაა სასამართლო დავის წარმოება დირექტორის ან პარტნიორის წინააღმდეგ, პარტნიორის გარიცხვა, აუდიტორის არჩევა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მინიჭება და სხვა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საქმის განმხილველი მოსამართლის _ ს.ჩ-ძის იმ საფუძვლით აცილების თაობაზე, რომ ის არაერთხელ იღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა გ.ი-შვილის სხვა შუამდგომლობებიც.

გადაწყვეტილების მიღების დროს სააპელაციო სასამართლომ დასაბუთების გარეშე ჩათვალა უფლებამოსილად შპს «ი. ტ-ის» დირექტორად პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების საწინააღმდეგოდ აწარმოებს დავას ყოფილ დირექტორსა და ამჟამინდელ პარტნიორ გ. ი-შვილთან.

სასამართლომ შპს «ი. ტ-ის» დირექტორ ჰ. გ-ს მიერ სხვადასხვა დროს გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობები მიიჩნია სათანადოდ, მაშინ, როდესაც «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 11 პუნქტის, მე-5 ნაწილის «თ» და «ი» ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის, შპს «ი. ტ-ის» წესდების მე-13 მუხლის მე-5 ნაწილის «ნ», «ო» და «რ» ქვეპუნქტების მოთხოვნები დარღვეულია.

სასამართლომ შეფასება არ მისცა გ. ი-შვილის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლეული კანონშეუსაბამო ფაქტების საწინააღმდეგოს ადასტურებენ.

სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორა მიიჩნია კანონიერად შპს «ი. ტ-ის» დამფუძნებელი პარტნიორების მიერ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განჩინების შეუსრულებლობა, კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ საზოგადოების კაპიტალის ფორმირებაში მათივე წილების შესაბამისი მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოსათვის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა.

სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა შპს «ი. ტ-ის» დირექტორ ჰ. გ-ს მიერ მისი დირექტორიობის პერიოდში 2004-2007 წლებში მიღებული და გასანაწილებელი მოგების _ 559610.60 ლარის მითვისება, ხოლო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ზარალის ანაზღაურება დააკისრა არაუფლებამოსილ პირს _ გ. ი-შვილს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასება არ მისცემია იმ ფაქტებს, რის გამოც ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ არაერთხელ დატოვა განუხილველად სადავო საკითხი, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კასატორის განმარტებით, მოცემული საქმის გადაწყვეტისას ბათუმის საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია სრულყოფილად, სწორად დაადგი- საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება როგორც კანონს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით გ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ი-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. ი-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. წ-ძის მიერ გადახდილი 6000 ლარის 70% _ 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ გ. ი-შვილს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზი-, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ი. წ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 4200 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.