Facebook Twitter

ას-325-309-2011 30 მაისი, 2011 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ჯ-იანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ., გ., მა., მ. ხ-შვილები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირი _ ქ.ბათუმის მერია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჯ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ., მ., მა., გ. ხ-შვილების, ნოტარიუს მ. მ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტარციო სამასახურის მიმართ ქ.ბათუმში, ..... ქ¹7-ში ზ., მ., მა. და გ. ხ-შვილების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების ¹2-77 და ¹2-78 და 1991 წლის 29 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული ¹10508 ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. ჯ-იანის პაპა ვ. ჯ-იანი 1934 წლიდან ცხოვრობდა ქ.ბათუმში, ... ქუჩაზე. სახელმწიფო საჭიროებიდან გამომდინარე, ვ.ჯ-იანი გამოასახლეს დაკავებული ფართიდან და მას გადაეცა ქ.ბათუმში, ..... ქ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი სკოლის ყოფილ შენობაში, მე-2 სართულზე. საცხოვრებელი სახლის ეზო წარმოადგენდა თანასაკუთრებას და ამ შენობაში ცხოვრობდა 8 ოჯახი, 15-20 წლის წინ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ბინა შეიძინეს მოპასუხე ხ-შვილებმა, რომლებმაც პრეტენზია განაცხადეს მთლიან საცხოვრებელ სახლზე და 1996 წელს მოსარჩელეს მოსთხოვეს ბინის გათავისუფლება. მოპასუხე ხ-შვილები მიუთითებდნენ ქ.ბათუმის ¹3 სანოტარო კანტორის მიერ 1991 წლის 29 ოქტომბერს დამოწმებულ ჩუქების ხელშეკრულებაზე.

ქ.ბათუმის მერიის სარჩელის საფუძვლეზე სადავო საცხოვრებელი ფართის ¹7, 8 და 10 ოთახები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში და 1998 წლის 23 ივლისს, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართი.

2002 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა ო.ჯ-იანი. სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, საჯარო რეესტრის 2009 წლის 18 მაისის ¹90974 წერილით გაირკვა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული პაპის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრების უფლებით აღურიცხავთ ზ., მ., მა. და გ. ხ-შვილებს ¹2-77 და ¹2-78 სამკვიდრო მოწმობების, ასევე 1991 წლის 29 ოქტომბრის ¹10508 ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან, საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ჯ-იანს უარი ეთქვა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ა.ჯ-იანის საკუთრებაში აღრიცხვაზე და ამ ნაწილში მოპასუხე ხ-შვილების საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე.

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის არც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში და არც ტექ. ბიუროს მონაცემებში რეგისტრირებული არ იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სადავო მისამართზე მდებარე ¹7, 8 და 10 ოთახების კომუნალურ საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე.

მოპასუხის განმარტებით, ა.ჯ-იანის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2003 წლის 17 თებერვლის განჩინებით, რაც «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის 23-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე, ა.ჯ-იანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

ზ., მ., გ. და მა. ხ-შვილებმა ასევე მიმართეს სასამართლოს შესაგებლით, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმებულია და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაქმებულ სამკვიდრო მოწმობებს, ასევე სანოტარო აქტს იურიდიული ძალა გააჩნია, ა. ჯ-იანს არ წარმოუდგენია სამკვიდრო მოწმობა, რაც დაადასტურებს, რომ მან მიიღო ო. ჯ-იანის სამკვიდრო და უფლებამოსილია მოითხოვოს გარდაცვლილი ო.ჯ-იანის ქონებრივი უფლებების დაცვა, ამასთან, ო.ჯ-იანს არ აღურიცხავს პრივატიზაციის ხელშეკრულება მარეგისტრირებელ ორგანოში, რაც ნიშნავს, რომ ო.ჯ-იანს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ მიუღია და ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არ შეიძლება იყოს ო.ჯ-იანის სამკვიდრო. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, პრივატიზაციის ხელშეკრულების საგანი სახელმწიფო საკუთრებას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა მოპასუხეთა კუთვნილი ფართის ნაწილის სახელმწიფო კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა გაუქმებულია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ა.ჯ-იანის სარჩელი ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ქ.ბათუმში, ... ქ ¹7-ში ზ., მ., მა. და გ. ხ-შვილების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების ¹2-77 და ¹2-78, ასევე 1991 წლის 29 ოქტომბრის ¹10508 ნოტარიალური ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-იანმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ა. ჯ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31მარტის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე უძრავი ქონება, სასარგებლო ფართის _ 591,13 კვ. მეტრის 3/5 ნაწილი, კერძოდ, 354,6 კვ.მ ფართი რეგისტრირებულია ზ., მ., მა. და გ. ხ-შვილების სახელზე 2002 წლის 16 აგვისტოს ¹2-77 და ¹2-78 სამკვიდრო მოწმობებისა და 1991 წლის 29 ოქტომბრის ¹10508 ნოტარიული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ¹2-77 სანოტარო აქტით დადგენილ იქნა, რომ ხ. ბ-ძის გარდაცვალების შემდეგ, მ. ხ-შვილის სახელზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე 2002 წლის 16 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე უძრავი ქონების 1/30 ნაწილზე. საცხოვრებელი სახლის მახასიათებლებია ლიტ «ა» ქვის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის 1/5 ნაწილი სახლთმფლობელობის სასარგებლო ფართი 591.13, აქედან საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა 18, საცხოვრებელი ფართი _ 193,13 კვ.მ, მიწის ნაკვეთი _ 541 კვ.მ. ¹2-78 სანოტარო აქტით დადგენილ იქნა, რომ ხ. ბ-ძის გარდაცვალების შემდეგ, ზ. ხ-შვილის სახელზე, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეზე 2002 წლის 16 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ქ.ბათუმი, 9 ... ქ¹7-ში მდებარე უძრავი ქონების 1/5 ნაწილზე. საცხოვრებელი სახლის მახასიათებლებია ლიტ «ა» ქვის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის 1/5 ნაწილი, სახლთმფლობელობის სასარგებლო ფართი _ 591.13, აქედან საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა _ 18; საცხოვრებელი ფართი _ 193,13 კვ.მ, მიწის ნაკვეთი _ 541 კვ.მ. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათუმის მერიის კომუნალურ ფონდში ჩაირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე სადავო სახლთმფლობელობის მეორე სართულზე მდებარე ¹7,8,10 ოთახები, გაუქმდა ნოტარიუს მ.ჯ-შვილის 1990 წლის 5 იანვრის სანოტარო მოქმედება ყ.მ-შვილის ქონებაზე ფ.მ-შვილის მიერ სამემკვიდრეო მოწმობის მიღების თაობაზე და მ.მ-ძის 1991 წლის 27 ოქტომბრის სანოტარო მოქმედება ჟ.მ-შვილის მიერ ამ ქონების მოპასუხეებისათვის: გ. .... ძე ხ-შვილისათვის, მა. ეზეთის ას ხ-შვილისა და ხ. ... ძე ბ-ძისათვის ჩუქების შესახებ. მ-შვილის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობიდან ამოირიცხა სახლის მეორე სართულზე მდებარე ¹7, 8, 10 ოთახები, როგორც კომუნალური ფონდის საცხოვრებელი ფართობი. აჭარის უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 3 ოქტომბრის ¹33-80 განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ქ.ბათუმის მერიის 1997 წლის 12 ნოემბრის ¹461 გადაწყვეტილებით, ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ოთახები ¹7, 8 და 10 ამოირიცხა პირადი მფლობელობიდან და აღირიცხა კომუნალურ ფონდში. Dდაევალა მერიის საბინაო სამმართველოს, გაეცა ორდერი ფართში მცხოვრები მობინადრეების: ო.ჯ-იანის, ც.კ-ძისა და ნ.მ-ძის, როგორც კომუნალურ საკუთრებაში აღრიცხული მობინადრეების სახელზე. ტექნიკური აღრიცხვის მასალებით ფართის ოდენობა, რომელიც ბათუმის მერიის სარჩელის საფუძველზე ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში – შეადგენდა 61,2 კვ. მეტრს. 1998 წლის 23 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ოთარ ვ.ის ძე ჯ-იანს უსასაყიდლოდ გადაეცა ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა, 80.1 კვ.მ საცხოვრებელი ფართით. ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის ქ.ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, თუმცა ო. ჯ-იანის მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრაცია არ განხორციელებულა ფართის შეუსაბამობის გამო და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მასალებში ო. ჯ-იანის სახელზე სახლთმფლობელობა არ ირიცხება. ო. ჯ-იანი გარდაიცვალა 2002 წლის 23 მაისს. 1975 წლის 4 ივლისს დაბადებული მოსარჩელე ა. ჯ-იანი ო. ჯ-იანის შვილია. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილ იქნა, რომ ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 118,22 კვ.მ ფართის მესაკუთრეები არიან მ. და ზ. ხ-შვილები, ხოლო 236,45 კვ.მ ფართის მესაკუთრეები _ გ. და მა. ხ-შვილები, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ¹2-77 და ¹2-78 სამკვიდრო მოწმობები და 1991 წლის 29 ოქტომბრის ¹10508 ნოტარიული ხელშეკრულება. ტექნიკური არქივის მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ.ბათუმში, 9 ... ქ¹7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 62,60 კვ.მ საერთო ფართის ოროთახიანი ბინა 1999 წლის პირველი ივნისის პრივატიზაციის ნოტარიული ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება ნ. მ-ძის, ხოლო 28 კვ.მ საერთო ფართის ერთოთახიანი ბინა ¹10 ირიცხება ც. კ-ძის სახელზე, თანახმად პრივატიზაციის (¹1-93, 14.04.1998წ.) ნოტარიული ხელშეკრულებისა, რომელიც 2007 წლის 28 მარტის ნასყიდობის ¹1-2823 ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა ბ. გ-ურის საკუთრებად. პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო; ამჟამად სამკვიდრო მოწმობები ¹2-77 და ¹2-78 და ჩუქების ხელშეკრულება ¹10508 არ არის გაუქმებული და ძალადაკარგული.

პალატამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლისა და 30 სექტემბრის განჩინებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მა., მ., გ. და ზ. ხ-შვილების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და გაუქმდა ამავე სასამართლოს 1997 წლის 29 ივლისის ის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე სახლთმფლობელობის მე-2 სართულზე არსებული ¹7, 8 და 10 ოთახები ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, ასევე გაუქმდა ნოტარიუს მ.ჯ-შვილის მიერ 1991 წლის 27 ოქტომბერს შესრულებული სანოტარო მოქმედებები. ამდენად, ნოტარიუს მ.ჯ-შვილის მიერ 1991 წლის 27 ოქტომბერს დამოწმებული სანოტარო აქტი _ ჩუქების ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის ¹ 10508), რომლითაც ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილი გადაეცა ხ. ბ-ძეს, მ. და გ. ხ-შვილებს და რაც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას ძალაშია და გაუქმებული არ არის.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და მე-5 მუხლების თანახმად კი მიიჩნია, რომ ა.ჯ-იანის მოსაზრება, რომლის თანახმადაც ხ-შვილები ფლობენ ზედმეტი ოდენობის ფართს, საჭიროებს ადეკვატურ მტკიცებას მეორე მხარის (აპელანტის) მიმართაც, კერძოდ, რომ სადავო ფართი ო.ჯ-იანის საკუთრებაა. ვინაიდან აპელანტის მიერ დადასტურებულია ფაქტი, რომ სადავო ფართზე ა. ჯ-იანის მამკვიდრებლის _ ო. ჯ-იანის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, ამასთან დადგენილია, რომ რეგისტრაციის განუხორციელებლობის საფუძველს წარმოადგენს 1998 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფართის შეუსაბამობა, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოსაზრება სადავო ფართზე მისი საკუთრების არსებობის თაობაზე დაუსაბუთებელია, რის გამოც არ გაიზიარა ა.ჯ-იანის მოსაზრება, რომ მოპასუხეები ფლობენ ო. ჯ-იანის საკუთრებას და აღნიშნული გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე მუხლებით, 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და ა. ჯ-იანის სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ არ გაიზიარა ა.ჯ-იანის მოსაზრება, რომ სხდომის ოქმთან დაკავშირებით მის შენიშვნებზე პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა, ვინაიდან საქმეში არსებული 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ა. ჯ-იანის წარომადგენლის შენიშვნები არ იქნა გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-იანმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელიც აღსრულებულია ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 12 ნოემბრის ¹461 გადაწყვეტილებით და აღნიშნული საქმის მასალებით დასტურდება, სადავო მისამართზე მდებარე 14.20 კვ.მ ფართი დღემდე ირიცხება მერიის საკუთრებად. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება და სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა, რომ ხ-შვილები ფლობენ იმაზე ნაკლებ ფართს, ვიდრე აქვთ საკუთრებაში. სასამართლომ არ დანიშნა ექსპერტიზა, ხოლო კასატორს მოწინააღმდეგე მხარემ არ მისცა ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობა, რაც ნათელს გახდიდა სადავო გარემოებებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არ ჩააბა მესამე პირი და აღნიშნულზე არც სააპელაციო პალატამ იმსჯელა, მიუხედავად აპელანტის მითითებისა.

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა «სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გაცემის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის «ბ» ქვეპუნქტი და არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ო.ჯ-იანს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე არ წარმოშობია. სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონით და სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით, რადგანაც საქმეში არის წერილობითი ფორმით დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, ამასთან, კასატორი ფართს ფლობს 1934 წლიდან მოყოლებული.

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებით, თუმცა თავადვე დაარღვია ამ მუხლების დებულებები, რადგანაც არ დანიშნა ექსპერტიზა იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოწინააღმდეგე მხარეები ფლობდნენ თუ არა იმაზე ნაკლებ ფართს, ვიდრე აღრიცხული ჰქონდათ საკუთრებად, ამასთან, მხარემ ამ მტკიცებულების მოპოვება დამოუკიდებლად ვერ შეძლო. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგანაც საქმე განიხილა მესამე პირის _ ქ.ბათუმის მერიის დასწრების გარეშე.

ამდენად, კასატორის განმარტებით, მოცემული საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით, დარღვეულია ამავე ნორმის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ე» და «ე1» ქვეპუნქტების მოთხოვნები.

სააპელაციო სასამათლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს, რომ მხარეებმა სადავო გარემოებები უნდა დაამტკიცონ შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან პალატამ არ მიიღო აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არ დაურთო საქმეს, ასევე არ დააკმაყოფილდა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე მაშინ, როდესაც მხარემ ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება მოწინააღმდეგე მხარის მიერ ექსპერტის სახლში არშეშვების გამო.

ადმინისტრაციულ საქმეზე დადგენილი გარემოებით, ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო მესაკუთრეებს სახლთმფლობელობაში უჭირავთ 369.1 კვ.მ, ხოლო საერთო სარგებლობის ფართი 541 კვ. მეტრია. საჯარო რეესტრის 2010 წლის 3 ივნისის ცნობით დასტურდება, რომ სადავო სახლთმფლობელობის 62.6 კვ.მ ფართი ეკუთვნის ნ.მ-ძეს, 28 კვ.მ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე 1998 წლის 14 მაისს გადაეცა ც.კ-ძეს, 80.1 კვ.მ 1998 წლის 20 ივლისს პრივატიზებულ იქნა ო. ჯ-იანის საკუთრებად, აღნიშნულ პირთაგან სხვადასხვა დროს პრივატიზებული ფართების ჯამი 170.7 კვ. მეტრია. აღნიშნული შეესაბამება ტექ. აღრიცხვის ჯერ კიდევ 1940-იანი წლების მონაცემებით განსაზღვრულ საერთო სარგებლობისა და კერძო მესაკუთრეების მიერ დაკავენული ფართების სხვაობას, აღნიშნული გარემოება დადასტურდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით, რომლის დართვაზეც კასატორს სასამართლომ უარი განუცხადა, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ო.ჯ-იანის მიერ პრივატიზებული ფართი მათ საკუთრებას წარმოადგენს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში პალატამ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ო.ჯ-იანის მიერ დაკავებულ ფართს არ შეეხებოდა, რადგანაც ო.ჯ-იანი ამ საქმეზე არ იყო დაინტერესებული მხარე, კასატორის განმარტების თანახმად, აღნიშნული გარემოება არც ამ დავისას შეიძლება იყოს სადავო, ვინაიდან მოსარჩელეს აქვს დაკავებული სხვა ფართი, რომელიც მოპასუხეთა საკუთრებას არ წარმოადგენს.

ა.ჯ-იანის მიერ დაკავებული ფართი რომ ნამდვილად ჩარიცხულია კომუნალურ ფონდში, დასტურდება საქმეში არსებული 1922 წელს შედგენილი გეგმით, აჭარისტანის სახალხო კომისარიატის დადგენილებით, ბარათითა და პატაკით. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ არის დადასტურებული, რომ მთლიანი ფართი ეკუთვნოდა თავდაპირველ მესაკუთრე ს.დ-ძეს.

სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ შეიძლება გახდეს მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი გასული საუკუნის 90-იან წლებში შედგენილი ნახაზები, რადგანაც, რეკონსტრუქციის გამო, შეცვლილია ოთახების ნუმერაცია, ფართების ოდენობა, თუმცა ნათელია, რომ ნაგებობის გარე პერიმეტრი და შიდა ფართის ოდენობა ერთი და იგივეა.

გასაჩივრებული განჩინება ემყარება მხოლოდ ვარაუდებს, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ 1922 წლიდან მოყოლებული ა.ჯ-იანის მიერ დაკავებული ფართი ჩარიცხული იყო კომუნალურ ფონდში და რეგისტრაცია გაუქმებული არ არის, სახლთმფლობელობის თავდაპირველ მესაკუთრეს სადავო სამი ოთახი საკუთრების უფლებით არ გააჩნდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეები ამ ფართს ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ და ვერც განკარგავდნენ, აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ ო.ჯ-იანის მიერ პრივატიზებული ფართი ხ-შვილების საკუთრებას არ წარმოადგენს.

კასატორმა მოცემულ საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო და იშუამდგომლა მათი განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ა. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ჯ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ჯ-იანს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

კასატორ ა. ჯ-იანს უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის _ თ. ი-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 14 (თოთხმეტი) ფურცლად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ა. ჯ-იანს უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა. ჯ-იანს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი.

3. ა. ჯ-იანს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 14 (თოთხმეტი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.