ას-362-336-10 24 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ. ზ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ბ. ჩ. ქარხანა” (მოპასუხე)
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2010 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 29 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ინდმეწარმე კ. ზ-ძემ, შპს ,,ტალღამ” _ მოპასუხე სს “ბ. ¹.... ჩ. ქარხნის” მიმართ და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 232109,70 აშშ დოლარის ოდენობით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე კ. ზ-ძის, შპს ,,ტ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე კ. ზ-ძემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინებით ინდმეწარმე კ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილ იქნა 1997 წლის 3 ნოემბრის შეთანხმებისა და 1997 წლის 13 ნოემბრის ¹544 საგადასახადო დავალების ასლები, რომლითაც დგინდება, რომ ,,საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ” შპს ,,ტ.” გადაუხადა 5 000 ლარი შპს ,,ბ. ¹..... ჩ.ი ქარხნის“ ნაცვლად, რის შემდეგაც შპს ,,ტ.” შპს ,,ბ. ..... ჩ. ქარხანასთან”, ¹2 ქარხანასთან და ხაშურის მინის ტარის ქარხანასთან პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული სესხის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ ადასტურებენ რაიმე მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მოწინააღმდეგე მხარის შპს ,,ბ. ¹..... ჩ. ქარხნის” ქმედებასთან ან უმოქმედობასთან. ამასთან, ზოგიერთ სასესხო საბუთში მოვალედ მოხსენიებული არიან სხვა პირები, რომლებიც მოცემულ საქმეში არ მონაწილეობენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე კ. ზ-ძემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ 1997 წლის 3 ნოემბრის ¹10 შეთანხმებისა და იმავე წლის 13 ნოემბრის ¹544 საგადასახადო დავალიანების თანახმად, ,,საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ” შპს ,,ტ.” გადაუხადა 5000 ლარი შპს ,,ბ. ¹..... ჩ. ქარხნის” ნაცვლად, რის გამოც მას შპს ,,ბ. ¹.... ჩ. ქარხანასთან”, ¹2 ქარხანასთან და ხაშურის მინის ტარის ქარხანასთან თითქოს არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა. ¹10 შეთანხმება, რომ სხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე შედგენილია, თვით ამ შეთანხმების შინაარსიდან ჩანს, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ შპს ,,ტ.” შპს ,,ბ.” ¹..... და ..... ქარხნებთან და ხაშურის მინის ტარის ქარხანასთან არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა, ამ შეთანხმების გარდა ბ. ¹..... ჩ. ქარხნისა ნახსენებია ბორჯომის ¹2 ქარხანა და ხაშურის მინის ტარის ქარხანა, რომელთაც სადავო სააღსრულებლო ფურცელთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას კ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.