Facebook Twitter

ას-366-338-2010 7 ივნისი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – შპს “ი.”, მ. დ-ძე, ნ. დ-ძე, გ. ტ-ძე, ც. ზ-ძე, ი. დ-ძე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი – ე. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – სს “პ. ბ.” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ნ. ზ-უა

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ი.“, ნ. დ-ძეს, მ. დ-ძესა და გ. ტ-ძეს სს „პ. ბ.“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური საკრედიტო და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული დავალიანება 955 036,01 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა 696 299,48 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ხელშეკრულების ვადის ბოლომდე – 242 902,12 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 15 834,41 აშშ დოლარი). გენერალური საკრედიტო 6788 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონება:

ი. დ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური და საინდენტიფიკაციო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა ქ.ბათუმი, კოდი ¹05, სექტორის ¹VI, კოდი ¹06, კვარტლის ¹30, ნაკვეთის ¹002, ფართობი 31600 კვ.მ (დაუზუსტებელი), მისამართი - ... ¹5, ნაკვეთის არასასოფლო, 31600 კვ.მ მიწის ფართიდან 2000 კვ.მ და შენობა-ნაგებობების სასარგებლო 10 941,20 კვ. მ ფართის 1\13 წილი არის ი. დ-ძის საკუთრება;

დ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური და საინვენტარიზაციო მონაცემებით, სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი, კოდი ¹81, სექტორი ბაგები სატყეო უბანი, კოდი ¹22, კვარტლის ¹00, ნაკვეთის ¹405, ფართობი 0.10 ჰექტარი (დაუზუსტებელი), მისამართი ..., ბაგების სატყეო უბანი, უფლება – კერძო საკუთრება, ფუნქცია – სასოფლო-სამეურნეო საკუთრება: ნაკვეთი, მესაკუთრე დ. ნ-ძე;

დ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური და საინვენტარიზაციო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი კოდი ¹81, სექტორი ბაგები სატყეო უბანი, კოდი ¹22, კვარტლის ¹00, ნაკვეთის ¹403, ფართობი 0,10 ჰექტარი (დაუზუსტებელი) ..., ბაგების სატყეო უბანი, უფლება-კერძო საკუთრება, ფუნქცია – სასოფლო-სამეურნეო საკუთრება: ნაკვეთი, მესაკუთრე დ. ნ-ძე;

ც. ზ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური და საინვენტარიზაციო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური, კოდი ¹22, სექტორი ურეხი, კოდი ¹046, კვარტლის ¹02, ნაკვეთის ¹030, 900 კვ.მ, მისამართი: ..., უფლება-საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების 475,7 კვ.მ სასარგებლო ფართის მესაკუთრე ც. ზ-ძე.

გენერალური საკრედიტო ¹7413 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად მ. დ-ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური და საინდენტიფიკაციო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა ქ.თბილისი, კოდი ¹01, სექტორის კოდი ¹14, კვარტლის ¹11, ნაკვეთი ¹13/004, დამატებით კოდი 01/06, ფართობი 876 კვ.მ ნაკვეთის წინა ¹13 შენობა-ნაგებობები ¹1 და ¹2, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 2910,20 სხვა ფართი: მიწისქვეშა ავტოსადგომი საერთო ფართით 649,50, მისამართი თბილისი, ... ¹81, კორპუსი 1, სართული 3, ბინა 6, უფლება – საერთო საკუთრება, ფუნქცია – არასასოფლო სამეურნეო, მესაკუთრე მ. დ-ძე, ფართი 223,40;

გენერალური საკრედიტო ¹7801 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად მ. დ-ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური და საინდენტიფიკაციო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა ქ.თბილისი, კოდი ¹01, სექტორის კოდი ¹14, კვარტლის ¹11, ნაკვეთი ¹13/004, დამატებით კოდი 01/06, ფართობი 876 კვ.მ ნაკვეთის წინა ¹13 შენობა-ნაგებობები ¹1 და ¹2, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 2910,20 სხვა ფართი: მიწისქვეშა ავტოსადგომი საერთო ფართით 649,50, მისამართი: თბილისი, ... ¹81, კორპუსი 1, სართული მე-3, ბინა ¹6, უფლება – საერთო საკუთრება, ფუნქცია – არასასოფლო სამეურნეო, მესაკუთრე მ. დ-ძე, ფართი 223,40.

მ. დ-ძეს, ნ. დ-ძესა და გ. ტ-ძეს სს „პროკრედიტ ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრათ თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო თითოეულს 3000-3000 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ი.”, მ. დ-ძემ, ნ. დ-ძემ, გ. ტ-ძემ, ც. ზ-ძემ და ი. დ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განჩინებით შპს “ი.”, მ. დ-ძის, ნ. დ-ძის, გ. ტ-ძის, ც. ზ-ძისა და ი. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე გასცდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილ საკრედიტო ლიმიტს და გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.2 მუხლის დარღვევით გასცა კრედიტი, აგრეთვე, დაარღვია ამავე ხელშეკრულების 2.3 მუხლი, რომლითაც „გაცემული კრედიტების ერთდროოულად მოქმედი ჯამური ნაშთი არ უნდა აღემატებოდეს წინა პუნქტით დადგენილ საკრედიტო ლიმიტს“.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2004 წლის 21 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება ¹6788-ის საკრედიტო ლიმიტი იყო 400 000 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო სამი ცალკეული სასესხო ხელშეკრულება – ა) შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება ¹67788/1, რომლითაც ირკვევა, რომ ზემოხსენებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2005 წლის 30 დეკემბერს გაიცა კრედიტი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით; ბ) იმავე რიცხვის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება ¹6788, რომლითაც გაიცა კრედიტი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით; და გ) 2006 წლის 9 ივნისის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა კრედიტი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გაცემული სესხების ჯამი 150 000 + 150 000 უტოლდებოდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება ¹6788-ით დადგენილ საკრედიტო ლიმიტს – 400 000 აშშ დოლარს. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ზოგადად შპს „იუნიკს“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკრედიტო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული მოსარჩელესთან და შესაძლებელია ყველა ამ კრედიტის ერთობლიობა აღმატებული ყოფილიყო ზემოხსენებულ ლიმიტზე, მაგრამ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება ¹6788-ში საუბარია მარტოოდენ ამ ერთი კონკრეტული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ სესხების ოდენობაზე და არა სხვა დანარჩენი ცალკეული საკრედიტო ხელშეკრულებებით მიღებული სესხების ჯამზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ შპს „იუნიკს“ ზიანი მიადგა ბანკის მოქმედებით ან უმოქმედობით, ვინაიდან სესხების უმეტესი ნაწილის მიზნობრიობა ყოფილა სესხების გადაფარვა, რამაც შეადგინა 650 000 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულებებში მითითებული არ ყოფილა, თუ რომელი ხელშეკრულებით აღებული სესხი დაიფარა, რითაც ემატებოდა ბანკს შესაძლებლობა, გაეზარდა მოთხოვნის ოდენობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, თუ მხარეებმა გამოხატეს ნება დაედოთ ხელშეკრულება სწორედ იმიტომ, რომ გადაეფარათ სხვა სესხები, ეს მათი უფლება იყო. გარდა ამისა, ხელშეკრულების შინაარსსაც მხარეები ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ და, თუ ამ შინაარსში არ იყო ასახული რომელი ხელშეკრულების გადაფარვას ახდენდნენ მხარეები, მათ შეეძლოთ ეს ნებისმიერ დროს გამოესწორებინათ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით, რაც მათ არ განუხორციელებიათ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა ბანკის ბრალეულობა გენერალური თუ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების დადებისას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 12 მარტის შეტყობინების შემდეგ ბანკს ბრალი მიუძღვოდა მისი უმოქმედობით გამოწვეული ზიანის დადგომაში, რადგან ბანკს რომ შეეწყვიტა ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, აპელანტთა დავალიანება მხოლოდ 33 119,68 აშშ დოლარი იქნებოდა და რომ შეუწყვეტლობით მან დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წერილი შეეხებოდა მხოლოდ მიმდინარე დავალიანებას და არა სრულ დავალიანებას, ვინაიდან გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანხები (რომლებიც გაცემულ იქნა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე) მნიშვნელოვნად აღემატება ზემოხსენებულ წერილში მოყვანილ მონაცემებს, რაც გამორიცხავს, რომ მასში მოვალეთა სრული დავალიანების შესახებ ეწერა რაიმე.

ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მითითება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “იუნიკმა”, მ. დ-ძემ, ნ. დ-ძემ, გ. ტ-ძემ, ც. ზ-ძემ, ი. დ-ძემ.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

ერთი მხრივ, კრედიტორი სს „პ. ბ.“ რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის ნომერი ¹5\5-84, რეგისტრაციის თარიღი 4\01\1999, საიდენტიფიკაციო კოდი:204851197, ადგილსამყოფელი: ქ.თბილისი, ... ¹154, წარმომადგენელი გარიგებითი წარმომადგენლის - ნ. ზ-უას სახით (გენერალური რწმუნებულება გაცემული დირექტორ ს. ტ-ესის და დირექტორ მ. მ-ოვას მიერ), შემდგომში წოდებული როგორც „კრედიტორი“ და, მეორე მხრივ, კასატორები: შპს „ი.“ ს\კ ¹...,

მ. დ-ძე პ\ნ ..., ნ. დ-ძე პ\ნ ... გ. ტ-ძე პ\ნ ..., ც. ზ-ძე პ\ნ ...,

ი. დ-ძე პ\ნ ... შემდგომში ერთობლივად წოდებული სოლიდარული მოვალეები წარმომადგენლის - ე. მ-შვილის (პირადი ¹...) სახით ითვალისწინებენ რა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების მიერ მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ წარდგენილი, საკასაციო საჩივრის გამო, მხარეებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, ხელს აწერენ და ეთანხმებიან წინამდებარე მორიგებას შემდეგი პირობებით:

1. მოვალეები სოლიდარულად აღიარებენ მოსარჩელის წინაშე საკრედიტო დავალიანებას 955036.01 აშშ დოლარის ოდენობით;

2. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ, თუ მოვალეეების ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 2010 წლის ივნისამდე გადახდილი იქნება საკრედიტო დავალიანება 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტორის, სს „პ. ბ.“ მოთხოვნა სოლიდარული მოვალეების - მ. დ-ძის, ნ. დ-ძისა და გ. ტ-ძის მიმართ ჩაითვლება შესრულებულად და აღნიშნული პირები თავისუფლდებიან თავდებობის, სოლიდარული სუბსიდიური და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან;

3. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ამ მორიგების აქტის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული პირობის შესრულების შემდგომ, დარჩენილ საკრედიტო დავალიანებაზე 455036.01 აშშ დოლარზე სს „პ. ბ.“ მოთხოვნა დარჩება მხოლოდ შპს „ი.“ მიმართ აღნიშნული თანხის 2010 წლის ივნისის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში. თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, შპს „ი.“ მიმართ განხორციელდება აღსრულება 455036.01 აშშ დოლარზე, მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით;

4. მოვალეები თანახმა არიან და იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ მოსარჩელეს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 (ხუთი ათასი) ლარი 2010 წლის ივნისის ბოლომდე;

5. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებამდე მხარეებს შორის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებების ¹6788-ის, ¹7413-ის და ¹7801-ის უზრუნველსაყოფად გაფორმებული ყველა იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის, სუბსიდიური და სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებები რჩება ძალაში;

6. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, კრედიტორი თანახმაა, იპოთეკისა და გირავნობისგან გაათავისუფლოს შემდეგი ქონება:

ქ.თბილისი, ..., ნაკვეთი 10\266, საკადასტრო კოდი ¹.....;

ქ.თბილისი, ..., ნაკვეთი ¹10\267, საკადასტრო კოდი ¹......;

ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹81, კორპ. ¹16, ბინა ¹6, საკადასტრო კოდი ¹......;

ქ.ბათუმი, ... ქ.¹5, ნაკვეთი ¹002, საკადასტრო კოდი .....;

ხელვაჩაურის რაიონი, .., ნაკვეთი ¹031, საკადასტრო კოდი .....;

ხელვაჩაურის რაიონი, ... ნაკვეთი ¹030, საკადასტრო კოდი ......

ავტომანქანა-”ფორდ ტრანზიტი”, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი ნარინჯისფერი 4\8, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი ....

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი – ....

ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტი”, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი თეთრი, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა ....., საიდენტიფიკაციო ნომერი - ....

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი – ....

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი ...., ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა - ......, საიდენტიფიკაციო ნომერი – ....

7. მოპასუხეები იღებენ ვალდებულებას, აცნობონ ბანკს თუ მათ მიმართ გამოტანილი იქნება სასამართლოს (არბიტრაჟის) გადაწყვეტილება სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

8. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ანდა ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკისთვის ცნობილი გახდება, რომ მოპასუხეების მიმართ არსებობს სხვა კრედიტორების სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ან მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ მორიგების 1 და მე-4 პუნქტებში მითითებულ თანხებზე, თუ დაირღვა წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა;

9. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეების მიერ მორიგების აქტის მე-2 პუნქტის დარღვევის ანდა ნებაყოფლობით შეუსრულებლობის, მათ შორის, გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოხდეს იძულებითი აღსრულება და სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულება განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონებით:

ქ.თბილისი, ... ნაკვეთი ¹10\266, საკადასტრო კოდი ¹....;

ქ.თბილისი, ... ნაკვეთი ¹10\267, საკადასტრო კოდი ¹.....;

ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹81, კორპ. ¹16, ბინა ¹6, საკადასტრო კოდი ¹.....;

ქ.ბათუმი, ... ქ.¹5, ნაკვეთი ¹002, საკადასტრო კოდი .....;

ხელვაჩაურის რაიონი, ..., ნაკვეთი ¹031, საკადასტრო კოდი .....;

ხელვაჩაურის რაიონი, ..., ნაკვეთი ¹030, საკადასტრო კოდი .....;

ავტომანქანა-”ფორდ ტრანზიტი”, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი ნარინჯისფერი 4\8, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი ...;

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი – ...;

ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტი”, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი თეთრი, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა ....., საიდენტიფიკაციო ნომერი - ...;

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი ....., ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი – ...;

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი ...., ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა - ...., საიდენტიფიკაციო ნომერი – ...;

10. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის დროულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად;

11. წინამდებარე მორიგების მოქმედების ვადა განისაზღვრება მხარეთა მიერ ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე; 12. წინამდებარე მორიგების ხელმოწერით მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე;

13. მოვალეები თანახმა არიან და უფლებამოსილებას ანიჭებენ კრედიტორს, ვალდებულების (დარღვევის ანდა) გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას კრედიტორმა მოახდინოს მორიგების აქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახდელების დაფარვა მოვალეების კრედიტორთან გახსნილ ნებისმიერი საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის უაქცეპტო ჩამოწერით, (მათ შორის დავალიანების თანხისაგან განსხვავებულ ვალუტაში არსებული ანგარიშიდან). ამასთანავე, თუ უაქცეპტო წესით ჩამოსაწერი თანხა გამსხვავდება მიმდინარე დავალიანების ვალუტისაგან, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეების ხარჯზე მოახდინოს ერთი სავალუტო ერთეულიდან მეორეში თანხის კონვერტაცია კრედიტორის კომერციული კურსის თანახმად;

14. წინამდებარე მორიგების აქტით მოვალეები ადასტურებენ, რომ ისინი წარმოადგენენ თანამონაწილეებს. წერილის, ცნობის, უწყებისა და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ჩაბარება ერთ-ერთი თანამონაწილისათვის ნიშნავს წერილის, ცნობის, უწყების და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. აღნიშნული წესი მოქმედებს როგორც სასამართლოში საქმის წარმოების, ასევე მორიგების აქტის მოქმედების პერიოდში და აღსრულების ნებისმიერ სტადიაზე და მისი გაუქმება წინამდებარე მორიგების სრულად შესრულებამდე დაუშვებელია;

15. სასამართლოს, კრედიტორის, აღმასრულებლის მიერ საჯარო შეტყობინების გამოყენების შემთხვევაში მოვალეებს ეკისრებათ საჯარო შეტყობინებასთან დაკავშირებული გაწეული ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურება, კრედიტორის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის ანდა აღმასრულებლისათვის წარდგენის შემთხვევაში;

16. კრედიტორს უფლება აქვს და მოვალეები თანახმა არიან, მოვალეებისაგან მიიღოს ყველანაირი საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები ვალის დაბრუნების საიმედოობის შესამოწმებლად. მოვალე ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები კრედიტორს წარუდგინოს მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში;

17. მოვალეები ვალდებული არიან წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე აცნობოს კრედიტორს ფაქტობრივი ადგილსამყოფელის (მისამართის) შეცვლის შესახებ მისამართის შეცვლიდან არა უმეტეს 5 დღის ვადაში. კრედიტორისათვის ასეთი ცნობის უქონლობისას ინფორმაცია კრედიტორის მიერ გაიგზავნება კრედიტორისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც მოვალე ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს;

18. მოვალეეები უფლებას ანიჭებენ კრედიტორს ნებისმიერი პირისაგან მიიღოს მოპასუხეების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის – ადგილსამყოფელის, იურიდიული მისამართის შესახებ, ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციები, ინფორმაცია დაბადების აქტის ჩანაწერის, ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივ მდგომარეობის შესახებ და ა.შ;

19. წინამდებარე მორიგება შესრულებულია ქართულ ენაზე რვა ეგზემპლარად. თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ერთი საქმის განმხილველ სასამართლოს. მორიგების რვავე ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, კრედიტორი სს „პროკრედიტ ბანკი“ რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის ნომერი ¹5\5-84, რეგისტრაციის თარიღი 4\01\1999, საიდენტიფიკაციო კოდი:204851197, ადგილსამყოფელი: ქ.თბილისი, ... ¹154, წარმომადგენელი გარიგებითი წარმომადგენლის - ნ. ზ-უას სახით (გენერალური რწმუნებულება გაცემული დირექტორ ს. ტ-ესის და დირექტორ მ. მ-ოვას მიერ), შემდგომში წოდებული როგორც „კრედიტორი“ და, მეორე მხრივ, კასატორები: შპს „იუნიკი“ ს\კ ¹..., მ. დ-ძე პ\ნ ..., ნ. დ-ძე პ\ნ ..., გ. ტ-ძე პ\ნ ..., ც. ზ-ძე პ\ნ ..., ი. დ-ძე პ\ნ ... შემდგომში ერთობლივად წოდებული სოლიდარული მოვალეები წარმომადგენლის - ე. მ-შვილის (პირადი ¹...) სახით ითვალისწინებენ რა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების მიერ მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ წარდგენილი, საკასაციო საჩივრის გამო, მხარეებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, ხელს აწერენ და ეთანხმებიან წინამდებარე მორიგებას შემდეგი პირობებით:

1. მოვალეები სოლიდარულად აღიარებენ მოსარჩელის წინაშე საკრედიტო დავალიანებას 955036.01 აშშ დოლარის ოდენობით;

2. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ, თუ მოვალეეების ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 2010 წლის ივნისის თვის ბოლომდე გადახდილი იქნება საკრედიტო დავალიანება 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტორის, სს „პროკრედიტ ბანკის“ მოთხოვნა სოლიდარული მოვალეების - მ. დ-ძის, ნ. დ-ძისა და გ. ტ-ძის მიმართ ჩაითვლება შესრულებულად და აღნიშნული პირები თავისუფლდებიან თავდებობის, სოლიდარული, სუბსიდიური და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან;

3. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ამ მორიგების აქტის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული პირობის შესრულების შემდგომ, დარჩენილ საკრედიტო დავალიანებაზე 455036.01 აშშ დოლარზე სს „პროკრედიტ ბანკის“ მოთხოვნა დარჩება მხოლოდ შპს „იუნიკის“ მიმართ აღნიშნული თანხის 2010 წლის ივნისის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში. თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, შპს „იუნიკის“ მიმართ განხორციელდება აღსრულება 455036.01 აშშ დოლარზე, მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით;

4. მოვალეები თანახმა არიან და იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ მოსარჩელეს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 (ხუთი ათასი) ლარი 2010 წლის ივნისის ბოლომდე;

5. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებამდე მხარეებს შორის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებების ¹6788-ის, ¹7413-ის და ¹7801-ის უზრუნველსაყოფად გაფორმებული ყველა იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის, სუბსიდიური და სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებები რჩება ძალაში;

6. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, კრედიტორი თანახმაა, იპოთეკისა და გირავნობისგან გაათავისუფლოს შემდეგი ქონება:

ქ.თბილისი, ..., ნაკვეთი 10\266, საკადასტრო კოდი ¹01.20.01.010.266;

ქ.თბილისი, ..., ნაკვეთი ¹10\267, საკადასტრო კოდი ¹01.20.01.010.267;

ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹81, კორპ. ¹16, ბინა ¹6, საკადასტრო კოდი ¹01.14.11.13.004.01.06;

ქ.ბათუმი, ... ქ.¹5, ნაკვეთი ¹002, საკადასტრო კოდი 05.06.30.002;

ხელვაჩაურის რაიონი, ..., ნაკვეთი ¹031, საკადასტრო კოდი 22.04.02.031;

ხელვაჩაურის რაიონი, ... ნაკვეთი ¹030, საკადასტრო კოდი 22.04.02.030;

ავტომანქანა-”ფორდ ტრანზიტი”, სახელმწიფო ნომერი LUK 162, ფერი ნარინჯისფერი 4\8, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა - AV1067302, საიდენტიფიკაციო ნომერი ....

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი LUK 126, ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა - AE 0064023, საიდენტიფიკაციო ნომერი – ....

ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტი”, სახელმწიფო ნომერი LUK 104, ფერი თეთრი, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა AA 0057784, საიდენტიფიკაციო ნომერი - ....

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი LUK 125, ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა - AA 0057791, საიდენტიფიკაციო ნომერი – ....

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი LUK 106, ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა - AE0064022, საიდენტიფიკაციო ნომერი – ....

7. მოპასუხეები იღებენ ვალდებულებას, აცნობონ ბანკს თუ მათ მიმართ გამოტანილი იქნება სასამართლოს (არბიტრაჟის) გადაწყვეტილება სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

8. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ანდა ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკისთვის ცნობილი გახდება, რომ მოპასუხეების მიმართ არსებობს სხვა კრედიტორების სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ან მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ მორიგების 1 და მე-4 პუნქტებში მითითებულ თანხებზე, თუ დაირღვა წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა;

9. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეების მიერ მორიგების აქტის მე-2 პუნქტის დარღვევის ანდა ნებაყოფლობით შეუსრულებლობის, მათ შორის, გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოხდეს იძულებითი აღსრულება და სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულება განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონებით:

ქ.თბილისი, ... ნაკვეთი ¹10\266, საკადასტრო კოდი ¹01.20.01.010.266;

ქ.თბილისი, ... ნაკვეთი ¹10\267, საკადასტრო კოდი ¹01.20.01.010.267;

ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹81, კორპ. ¹16, ბინა ¹6, საკადასტრო კოდი ¹01.14.11.13.004.01.06;

ქ.ბათუმი, ... ქ.¹5, ნაკვეთი ¹002, საკადასტრო კოდი 05.06.30.002;

ხელვაჩაურის რაიონი, ..., ნაკვეთი ¹031, საკადასტრო კოდი 22.04.02.031;

ხელვაჩაურის რაიონი, ..., ნაკვეთი ¹030, საკადასტრო კოდი 22.04.02.030;

ავტომანქანა-”ფორდ ტრანზიტი”, სახელმწიფო ნომერი LUK 162, ფერი ნარინჯისფერი 4\8, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა - AV1067302, საიდენტიფიკაციო ნომერი ...;

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი LUK 126, ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა - AE 0064023, საიდენტიფიკაციო ნომერი – ...;

ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტი”, სახელმწიფო ნომერი LUK 104, ფერი თეთრი, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა AA 0057784, საიდენტიფიკაციო ნომერი - ...;

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი LUK 125, ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა - AA 0057791, საიდენტიფიკაციო ნომერი – ...;

ავტომანქანა “მერსედეს-ბენც 208”, სახელმწიფო ნომერი LUK 106, ფერი – თეთრი, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა - AE0064022, საიდენტიფიკაციო ნომერი – ...;

10. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის დროულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად;

11. წინამდებარე მორიგების მოქმედების ვადა განისაზღვრება მხარეთა მიერ ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე; 12. წინამდებარე მორიგების ხელმოწერით მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე;

13. მოვალეები თანახმა არიან და უფლებამოსილებას ანიჭებენ კრედიტორს, ვალდებულების (დარღვევის ანდა) გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას კრედიტორმა მოახდინოს მორიგების აქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახდელების დაფარვა მოვალეების კრედიტორთან გახსნილ ნებისმიერი საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის უაქცეპტო ჩამოწერით, (მათ შორის დავალიანების თანხისაგან განსხვავებულ ვალუტაში არსებული ანგარიშიდან). ამასთანავე, თუ უაქცეპტო წესით ჩამოსაწერი თანხა გამსხვავდება მიმდინარე დავალიანების ვალუტისაგან, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეების ხარჯზე მოახდინოს ერთი სავალუტო ერთეულიდან მეორეში თანხის კონვერტაცია კრედიტორის კომერციული კურსის თანახმად;

14. წინამდებარე მორიგების აქტით მოვალეები ადასტურებენ, რომ ისინი წარმოადგენენ თანამონაწილეებს. წერილის, ცნობის, უწყებისა და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ჩაბარება ერთ-ერთი თანამონაწილისათვის ნიშნავს წერილის, ცნობის, უწყების და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. აღნიშნული წესი მოქმედებს როგორც სასამართლოში საქმის წარმოების, ასევე მორიგების აქტის მოქმედების პერიოდში და აღსრულების ნებისმიერ სტადიაზე და მისი გაუქმება წინამდებარე მორიგების სრულად შესრულებამდე დაუშვებელია;

15. სასამართლოს, კრედიტორის, აღმასრულებლის მიერ საჯარო შეტყობინების გამოყენების შემთხვევაში მოვალეებს ეკისრებათ საჯარო შეტყობინებასთან დაკავშირებული გაწეული ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურება, კრედიტორის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის ანდა აღმასრულებლისათვის წარდგენის შემთხვევაში;

16. კრედიტორს უფლება აქვს და მოვალეები თანახმა არიან, მოვალეებისაგან მიიღოს ყველანაირი საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები ვალის დაბრუნების საიმედოობის შესამოწმებლად. მოვალე ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები კრედიტორს წარუდგინოს მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში;

17. მოვალეები ვალდებული არიან წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე აცნობოს კრედიტორს ფაქტობრივი ადგილსამყოფელის (მისამართის) შეცვლის შესახებ მისამართის შეცვლიდან არა უმეტეს 5 დღის ვადაში. კრედიტორისათვის ასეთი ცნობის უქონლობისას ინფორმაცია კრედიტორის მიერ გაიგზავნება კრედიტორისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც მოვალე ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს;

18. მოვალეეები უფლებას ანიჭებენ კრედიტორს ნებისმიერი პირისაგან მიიღოს მოპასუხეების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის – ადგილსამყოფელის, იურიდიული მისამართის შესახებ, ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციები, ინფორმაცია დაბადების აქტის ჩანაწერის, ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივ მდგომარეობის შესახებ და ა.შ;

19. წინამდებარე მორიგება შესრულებულია ქართულ ენაზე რვა ეგზემპლარად. თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ერთი საქმის განმხილველ სასამართლოს. მორიგების რვავე ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 ნაწილის თაბნახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.