Facebook Twitter

¹ას-37-36-2010 22 თებერვალი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს “.. ..-ს” დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 1549.635 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ხარვეზის შესახებ განჩინება შპს “.. ..-ს” გაეგზავნა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც, საქმეში არსებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, იმავდროულად წარმოადგენს მის რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართს. “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია ხორციელდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით, რომელზე გაგზავნის შემდეგაც წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად. აღნიშნულ მისამართზე კასატორს განჩინება ვერ ჩაჰბარდა მითითებული მისამართის არასრულყოფილების გამო.

ხელმეორედ გაგზავნილი განჩინების ასლი შპს “.. ..-ის” დორექტორ ე. გ-ავას მიერ სატელეფონო შეტყობინებით მითითებულ მისამართზე მის მეუღლე მ. გ-ავას ჩაჰბარდა 2010 წლის 3 თებერვალს. კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება