Facebook Twitter

ას-387-367-2011 12 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ა-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ს. რ-ის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 13 ნოემბერს ლ. ა-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ «ს. რ-ის ეროვნული სააგენტოს» წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ა-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით ლ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-შვილმა, რომელმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით ლ. ა-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი განიხულველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით ლ. ა-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება მხარეს 2011 წლის 28 მარტს ჩაჰბარდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა იმავე წლის 4 აპრილს ამოიწურა. კასატორს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 284-ე, 396-ე, 61-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:L

ლ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.