Facebook Twitter

საქმე # 330100119002905949

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №789აპ-19 ქ. თბილისი

ა. ბ. მ., 789აპ-19 24 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით ა. ბ. მ.,- დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლი ს მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა. ბ. მ-ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ. მ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 25 თებერვალს გაცემული N… შემაკავებელი ორდერის თანახმად, ა. ბ. მ-ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი - თავისი მეუღლე შ. თ. ცხოვრობს. ა. ბ. მ-ს ასევე აეკრძალა: მსხვერპლთან - შ. თ-სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება; მსხვერპლ შ. თ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, ა. ბ. მ. 2019 წლის 27 თებერვალს იმყოფებოდა შ. თ-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თ-ში, გ-ს შესახვევის N..-ში, რითაც მან არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი ნანა ჯაყელი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი

ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის

შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე

არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს

სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე

არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს

სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა

დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას სასჯელის

გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა

სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. იმის გათვალისწინებით, რომ ა. ბ. მ-მ აღიარა

და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია (2019 წლის 21 მაისის განცხადება), ჰყავს მოხუცი დედა, რომელსაც აღენიშნება შრომითი საქმიანობის, გადაადგილებისა და თვითმომსახურების შეზღუდვა და საჭიროებს მუდმივ მომვლელს, ხოლო მისი ოჯახი

რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან

ბაზაში, ხასიათდება დადებითად, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია სასჯელის დამძიმება.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის

303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე