Facebook Twitter

ას-403-376-2010 7 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. და გ. ე-იები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ე-ია (მესამე პირი), თ. ე-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. და გ. ე-იებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. ე-იას, ქობულეთის სანოტარო ბიუროსა და საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ თ.ე-იას სახელზე 2009 წლის 14 იანვარს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაუქმების, ქ.ქობულეთში, ... ქ¹...-ში მდებარე (228.9 კვ.მ სახლისა და 898 კვ.მ მიწის) ნ. ე-იას დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ რ. და გ. ე-იების ცნობისა და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო, ხოლო თ. ე-იამ რ. და გ. ე-იების სარჩელი ნაწილობრივ, სადავო სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეებად მოსარჩელეების ცნობის მოთხოვნის ნაწილში ცნო.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებით ჯ. ე-ია ჩართულ იქნა დავაში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ხოლო მ. ე-ია (ხ-შვილი) _ დამოუკიდებელი მოთხოვნის არმქონე მესამე პირად.

ჯ. ე-იამ ასევე მიმართა სასამართლოს სარჩელით თ., რ. და გ. ე-იების, ქობულეთის სანოტარო ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და სადავო სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, რომლიდანაც წილი თანაბრად ეკუთვნით ჯ., რ., თ. და გ. ე-იებს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ 2009 წლის 14 იანვარს თ. ე-იას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ნ. ე-იას დანაშთ ქონებაზე მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, რ. და გ. ე-იები აღიარებულ იქნენ ნ. ე-იას დანაშთი სამკვიდრო ქონების _ ქ.ქობულეთში, ... ქ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის _ ჯ.ე-იას სარჩელი სადავო სამკვიდრო ქონებაზე რ., გ. და თ. ე-იებთან ერთად მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ე-იამ.

ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ჯ. ე-იამ, ხოლო რ. და გ. ე-იებმა სასამართლოს მიმართეს შეგებებული სააპელაციო საჩივრით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ე-იას სააპელაციო საჩივარი, ასევე გ. და რ. ე-იების შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. ე-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც რ. და გ. ე-იები აღიარებულ იქნენ ნ. ე-იას სამკვიდრო ქონების 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ასევე ჯ. ე-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. და გ. ე-იების სარჩელი მთელი სადავო სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ჯ. ე-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ., თ., რ. და გ. ე-იები აღიარებულ იქნენ ნ. ე-იას დანაშთი ქონების _ ქ.ქობულეთში, ... ქუჩა ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მემკვიდრედ და მესაკუთრედ თითოეული 1/4 თანაბარ წილზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილბა საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. და გ. ე-იებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და რ. და მ. ე-იებს დაევალათ სადავო სამკვიდრო ქონების 2/4-ის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის წლის 7 მაისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ და ჩაბარდათ კასატორებს 2010 წლის 18 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში რ. და გ. ე-იებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. და გ. ე-იების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, რ. და გ. ე-იების საკასაციო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ საკასაციო საჩივრის საგნის _ სამკვიდრო ქონების 2/4-ის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ კასატორებს მათ მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 18 მაისს ჩაბარდათ ადრესატებს (იხ. ს.ფ.466).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 19 მაისს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 23 მაისი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 24 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, აღნიშნული გარემოება რ. და გ. ე-იების საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. და გ. ე-იების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.