Facebook Twitter

¹ბს-1162-737-კ-05 18 იანვარი, 2006 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ქუთაისის საკრებულო

მესამე პირი _ ქ. ქუთაისის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 30 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ა. მ-მა ქუთაისის საკრებულოს მიმართ და მის მიერ «ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოთა დებულების დამტკიცების, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2002 წლის 22 აგვისტოს ¹1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» 2005 წლის 2 მარტს მიღებული ¹112-ე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ასევე კავშირი «......... « დირექტორმა, რომელმაც ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 2 მარტის ¹112-ე გადაწყვეტილებისა და 2005 წლის 4 მარტის ¹283 და ¹284-ე დადგენილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის განჩინებით განსახილველი საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ა. მ-ისა და კავშირ « ........... « სარჩელებს ეთქვათ უარი დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.

ხსენებული გადაწყვეტილებაAკავშირი « .......... « და ა. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

ა. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, ხოლო კავშირი «......... « საკასაციო საჩივარი ამავე სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა ა. მ-მა დეპეშა წარადგინა საკასაციო სასამართლოში, რომლითაც საკასაციო საჩივარზე უარი თქვა და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს მიერ ა. მ-ს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მისი სახელით შემოსული დეპეშის ნამდვილობის დასადასტურებლად მას სასამართლოში ხელმოწერილი წერილობითი განცხადება უნდა წარმოედგინა. აღნიშნული შეტყობინება ა. მ-ს 2005 წლის 10 ნოემბერს ჩაჰბარდა, თუმცა კასატორს აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. საკასაციო სასამართლომ 2006 წლის 18 იანვარს დანიშნა სასამართლო სხდომა და მოიწვია მხარეები, მაგრამ არავინ გამოცხადებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ Eა. მ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა ა. მ-მა საკასაციო საჩივარზე უარი სასამართლოში წარმოდგენილი დეპეშით განაცხადა და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საკასაციო სასამართლომ ა. მ-ს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ საქმის შეწყვეტის შესახებ მისი სახელით შემოსული დეპეშის ნამდვილობის დასადასტურებლად მას სასამართლოში ხელმოწერილი წერილობითი განცხადება უნდა წარმოედგინა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. მ-ს აღნიშნული შეტყობინება 2005 წლის 10 ნოემბერს ჩაჰბარდა, თუმცა კასატორს აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. საკასაციო სასამართლომ 2005 წლის 18 იანვარს დანიშნა სასამართლო სხდომა და მოიწვია მხარეები, მაგრამ პროცესზე არავინ გამოცხადდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დეპეშა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან ა. მ-ს 2005 წლის 10 ნოემბრიდან 2006 წლის 18 იანვრამდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია სასამართლოს შეტყობინებაზე, აღნიშნულით დასტურდება, რომ დეპეშის საშუალებით საკასაციო საჩივარზე უარის თქმა სრულად შეესაბამება მის ნებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კასატორმა _ ა. მ-მა განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტი, რომლის თანახმად: საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით უნდა შეწყდეს აღნიშნული საკასაციო საჩივრის წარმოება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ დავაზე საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე და 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ა. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოება შეწყდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება;

4. კასატორს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.