¹ას-437-413-2011 18 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. წ-ური, მ. წ-ური, ვ. ჯ-უა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. დ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებისთ ე. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს _ თ. და მ. წ-ურებს, ლ. კ-ავასა და ვ. ჯ-უას დაევალათ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქ.თბილისში, .... ...ის ¹32-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი მიჯნების აღება და მიწის ნაკვეთის გათავისუფლება სარგებლობისათვის ხელშემშლელი ყოველგვარი შეზღუდვებისაგან; თ. და მ. წ-ურებს დაევალათ ხელშეშლის აღკვეთა თანასაკუთრებაში არსებული ავტოფარეხით სარგებლობისათვის; თ. და მ. წ-ურებს დაევალათ ე. დ-შვილისათვის ¹18 ოთახის მიმდებარედ სადარბაზო შესასვლელით სარგებლობის უფლების აღდგენა 1992 წლის 12 მაისის საინვენტარიზაციო გეგმაში ¹18 ოთახის მიმდებარედ და ¹8 ოთახში არსებული მე-3 სართულზე ასასვლელი კიბის მოწყობის გზით; მოპასუხეებს დაევალათ მონაწილეობა მიიღონ საზიარო ქონებასთან დაკავშირებულ ხარჯებში, კერძოდ, თანამესაკუთრეებს საერთო საკუთრებაში არსებული თავისი წილის თანაზომიერად სახურავის რეკონსტრუქციისათვის თ. და მარინე წ-ურებს _ 2734,5 ლარი, ლ. კ-ავას _ 1058,06 ლარი, ვ. ჯ-უას _ 156,81ლარი, ე. დ-შვილს _ 1519,62 ლარი; საყრდენი კედლის რეკონსტრუქციისათვის _ თ. და მ. წ-ურებს _ 14719,39 ლარი, ლ. კ-ავას _ 5695,39 ლარი, ვ. ჯ-უას _ 844,11 ლარი, ე. დ-შვილს _ 8179,89; სახლის ფასადის მხრიდან არსებული კიბეების გადახურვის ხარჯები, თ. და მ. წ-ურებს _ 2594 ლარი, ლ. კ-ავას _ 1003,7 ლარი, ვ. ჯ-უას _ 148,76 ლარი, ე. დ-შვილს _ 1441,54 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. წ-ურმა, მარინე წ-ურმა, ლ. კ-ავამ, ვ. ჯ-უამ და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. წ-ურმა, მარინე წ-ურმა, ვ. ჯ-უამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით თ. წ-ურის, მ. წ-ურისა და ვ. ჯ-უას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალოთ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თ. წ-ურს, მ. წ-ურსა და ვ. ჯ-უას ჩაბარდათ 2011 წლის 8 აპრილს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორებმა ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. წ-ურის, მ. წ-ურისა და ვ. ჯ-უას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით თ. წ-ურის, მ. წ-ურისა და ვ. ჯ-უას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალოთ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თ. წ-ურს, მ. წ-ურსა და ვ. ჯ-უას ჩაბარდათ 2011 წლის 8 აპრილს (ტ. IV, ს.ფ.260-262). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 13 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებმა ხარვეზი არ გამოასწორეს და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. წ-ურის, მ. წ-ურისა და ვ. ჯ-უას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.