ას-440-415-2011 20 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ა-ძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. გ-ძის, ზ. დ-ძის, დ. ს-ის, ზ. გ-ძისა და ზა. გ-ძის წარმომადგენელ ე. პ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე _ გ. ქ-ისა და ი. ჩ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე – ზ. გ-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთის (ძირითად სარჩელში), მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვისა და შენობა-ნაგებობის აშენებისგან თავის შეკავების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ზ. გ-ძის, ზ. დ-ძის, დ- ს-ის, ზ. გ-ძისა და ზა. გ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი აპრილის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორის წარმომადგენელს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2011 წლის 11 აპრილს კასატორების წარმომადგენელმა ე. პ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდის ქვითარი, მოითხოვა ხარვეზის შევსებულად ჩათვლა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება ან ვადის გაგრძელება ერთი კვირით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა უკვე გადახდილი 100 (ასი) ლარის გათვალისწინებით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელ ე. პ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 4 მაისს ჩაბარდა მის თანამშრომელს _ დ. მ-ძეს (იხ. ტ.II, ს.ფ. 135).
საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომლისთვის ჩაბარება უნდა ჩაითვალოს ე. პ-ძისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 5 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 11 მაისს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. პ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს 2011 წლის 13 მაისს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი შვიდდღიანი ვადის დარღვევით და მოითხოვა ზ. გ-ძის, ზ. დ-ძის, დ. ს-ის, ზ. გ-ძისა და ზა. გ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადება შემოტანილია ვადის დარღვევით, რაც მის არსებითად განხილვაზე უარის თქმის საფუძველია. თანახმად საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის ბოლო წინადადებისა, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზ. გ-ძეს, ზ. დ-ძეს, ზ. გ-ძეს, დ- ს-სა და ზა. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეთ მათი წარმომადგენლის _ ე.პ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 11 აპრილის ¹7 საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. გ-ძის, ზ. დ-ძის, ზ. გ-ძის, დ- ს-ისა და ზა. გ-ძის წარმომადგენელ ე. პ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ზ. გ-ძის, ზ. დ-ძის, ზ. გ-ძის, დ- ს-ისა და ზა. გ-ძის წარმომადგენლის _ ე. პ-ძის განცხადება დარჩეს განუხილველად.
3. ზ. გ-ძეს (პირადი ¹...), ზ. დ-ძეს (პირადი ¹...), დ- ს-ს (პირადი ¹...), ზ. გ-ძეს (პირადი ¹...) და ზა. გ-ძეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეთ მათი წარმომადგენლის _ ე. პ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 11 აპრილის ¹7 საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.