Facebook Twitter
¹ას-467-441-2011 10 ივნისი, 2011 წელი

¹ას-467-441-2011 10 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. წ-ური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-შვილი, ნ. კ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. წ-ურის სარჩელი მოპასუხეების _ ნ. გ-შვილისა და ნ. კ-შვილის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.წ-ურმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-ურმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით ე. წ-ურის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის (გარდაბნის რაიონში, სოფელ ... -ურში მდებარე საცხოვრებელი სახლის) ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 20 მაისს ე. წ-ურმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის საგნის (გარდაბნის რაიონში, სოფელ ... -ურში მდებარე საცხოვრებელი სახლის) ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2011 წლის 27 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის (გარდაბნის რაიონში, სოფელ ... -ურში მდებარე საცხოვრებელი სახლის) ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 300 ლარის გათვალისწინებით.

2011 წლის 6 ივნისს ელისაბედ წითურმა წარმოადგინა 1988 წლის 14 სექტემბერს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი შეფასებულია 7811 მანეთად და ვინაიდან იგი დავობს ზემომითითებული სახლის½1/2-ზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი დავის საგნის ღირებულების 5%-ზე მეტია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. წ-ურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით ე. წ-ურის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის (გარდაბნის რაიონში, სოფელ წალასყურში მდებარე საცხოვრებელი სახლის) ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 20 მაისს ე. წ-ურმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2011 წლის 27 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 300 ლარის გათვალისწინებით.

2011 წლის 6 ივნისს ე. წ-ურმა წარმოადგინა 1988 წლის 14 სექტემბერს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი შეფასებულია 7811 მანეთად და ვინაიდან იგი დავობს ზემომითითებული სახლის½1/2-ზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი დავის საგნის ღირებულების 5%-ზე მეტია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ი» ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის საბაზრო ღირებულებით.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა წარმოადგინა 13 წლის წინ გაცემული დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ვერ ჩაითვლება სადავო სახლის შემფასებელ დოკუმენტად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. წ-ურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.