Facebook Twitter

ას-469-443-2011 30 მაისი, 2011 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალ.ნი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს «... ... ...” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ლ. და თ. ბ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება, ნივთის ნაკლის გამო ნასყიდობის საფასურის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. და თ. ბ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს «... ... ...ის” მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 29 ივლისს შპს ,,... ... ...თან დადეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ შეიძინა უძრავი ქონება თბილისში, ს-ში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულების თანახმად მყიდველს 480000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 4 ეტაპად გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ფასი სრულად უნდა გადახდილოყო 2008 წლის დეკემბრის ბოლომდე, შპს ,,... ... ...მა არ გადაიხადა მე-4 ეტაპზე დარჩენილი თანხა 180000 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 29 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, თუ ნასყიდობის საგანი აღმოჩნდება უფლებრივად და ან ნივთობრივად ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებულ. თავისი ხარჯით გამოასწოროს ეს ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნულ. მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ხარისხის მოწონების შესახებ, ნასყიდობის საგანი მართლაც აღმოჩნდა ნივთობრივად ნაკლოვანი, რაც გამოვლინდა მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ხარისხის შემოწმების და შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. ვინაიდან მხარეთა შორის ნასყიდობის გარიგება შედგა ივლისის თვეში (ანუ ზაფხულში), როდესაც ტემპერატურა არის განსაკუთრებით მაღალი, ხოლო ნალექი მცირე და იშვიათი, არ შეიმჩნეოდა მიწის ნაკვეთის ზედმეტი ტენიანობა. 2008 წლის გვიანი შემოდგომის და ზამთრის ნალექების შედეგად გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთი არის იმდენად დატენიანებული (თითქმის დაჭაობებული), რომ სპეციალისტების განმარტებით ნორმის ფარგლებში მისი ბუნებრივი გამოშრობა შესაძლებელ. მხოლოდ ხანგრძლივი უნალექო და მაღალი ტემპერატურის ამინდის პირობებში. ფაქტიურად კალენდარული წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთის ტენიანობის ნორმების გათვალისწინებით მისი სათანადოდ გამოყენება და სარგებლის მიღება სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 15 თვის განმავლობაში და ესაც მხოლოდ უნალექო და ცხელი ზაფხულის პირობებში. სპეციალისტების განმარტებით, ვინაიდან მითითებული მიწის ნაკვეთი ჭარბად ტენიანდება და არ ხდება ბუნებრივ პირობებში ნორმალური გამოშრობა, მისი სათანადოდ გამოყენებისთვის აუცილებელ. სპეციალური სადრენაჟო სისტემის მოწყობა, რაც თავისთავად დაკავშირებულ. საკმაოდ მნიშვნელოვან ხარჯებთან. ნასყიდობის საგანი არის ნივთობრივად ნაკლოვანი და ეს ნაკლი საკუთარი ხარჯებით უნდა გამოასწორონ გამყიდველებმა.

შპს ,,... ... ...მა” სარჩელი აღძრა ლ. და თ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის შემცირება შემდეგი დასაბუთებით: ნასყიდობის საგანი ნივთობრივი ნაკლის მქონეა. შესამჩნევია მიწის ნაკვეთის ზედმეტი ტენიანობა. მასზე ზედაპირულად გავრცელებულ. თიხოვანი გრუნტები, რომლებიც გაწყლ.ნებულ.. აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელ. სათანადო სადრენაჟოOსისტემის მოწყობით. მიწის ნაკვეთზე სადრენაჟო-საკოლექტორო სამუშაოების ჩატარების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 248 073 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009წლის 3 აგვისტოს საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. და თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «... ... ...ს», ლ. ბ-ძისა და თ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 180 000 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს «... ... ...»-ს უარი ეთქვა ლ. და თ. ბ-ის მიმართ ნივთის ნაკლის გამო ნასყიდობის საფასურის შემცირების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «... ... ...მა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს «... ... ...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 29 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ლ. და თ. ბ-სა და შპს «... ... ...ს» შორის. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში სოფელი დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი 1200.00 კვ.მ შენობა-ნაგებობით. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 480 000 აშშ დოლარით, რომელიც შპს «... ... ..-»ს უნდა გადაეხადა 4 ეტაპად. ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად უნდა გადახდილიყო 2008 წლის დეკემბრის ბოლოსათვის. შპს «... ... ...ის» მიერ არ არის გადახდილი მეოთხე ეტაპზე დარჩენილი თანხა 180 000 აშშ დოლარი. სადავო უძრავი ქონება დღევანდელი მდგომარეობით რეგისტრირებულ. შპს «... ... ...ის” საკუთრებაში. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ნივთის ხარისხი წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 19 ნოემბრის ¹13-7392 დასკვნის საფუძველზე დადგენილ., რომ ქ.თბილისში, ს-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 1200.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე გაწყლ.ნება და დაჭაობება არ შეინიშნებოდა, არსებული შენობა-ნაგებობის სწორი ექსპლუატაციის პირობებში მიწის ნაკვეთზე საკოლექტორო-სადრენაჟო სისტემის მოწყობის აუცილებლობა არ იყო, ასევე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ექსპერტიზის ჩატარების მდგომარეობით არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევის საშიშროება საკოლექტორო-სადრენაჟო სისტემის მოწყობის გარეშე არ არსებობდა. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთზე სამსართულ.ნი შენობის აშენება საკოლექტორო-სადრენაჟო სისტემის მოწყობის გარეშე შესაძლებელი იყო და ეს უკანასკნელი განსხვავებული კონსტრუქციის საკოლექტორო-სადრენაჟო სისტემის მოწყობას არ საჭიროებდა. შპს ,,... ... ...ი’’ ნასყიდობის საფასურის შემცირებას ითხოვდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ 2008 წლის 29 ივლისს ლ. და თ. ბ-ს და შპს «... ... ...ს» შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი _ მიწის ნაკვეთი 1200.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობით _ მდებარე ქ.თბილისში, სოფელი დიღომში, წარმოადგენდა ნაკლის მქონე ნივთს.

სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნივთის ხარისხი წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის ხარისხი წინასწარ არ არის შეთანხმებული, ნივთის ნაკლოვანების დადგენასთან მიმართებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოების (ნივთის ნაკლი) დამადასტურებელ მტკიცებულებად მართებულად მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 19 ნოემბრის ¹13-7392 დასკვნაზე და სწორად დაადგინა, რომ ნასყიდობის საგანი ვარგისი იყო ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. შპს «... ... ...ის» აზრით, ნაყიდ მიწის ნაკვეთზე ავტომაღაზიისა და ავტომომსახურების ცენტრის მოსაწყობად ისინი აპირებდნენ სამსართულ.ნი შენობის აშენებას, მაგრამ ნიადაგი იყო ზედმეტად ტენიანი და , ამ შენობის ასაშენებლად საჭირო იყო სპეციალური საკოლექტორო-სადრენაჟო სისტემის მოწყობა. პალატამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 19 ნოემბრის ¹13-7392 დასკვნის საფუძველზე არ გაიზიარა. პალატამ მიიჩნია, რომ შპს «... ... ...მა» საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვერ შესძლო დაედასტურებინა, რომ ნასყიდობის საგანი ვარგისი არ იყო ჩვეულებრივი სარგებლობისათვის, რის გამოც მას ვერ წარმოეშვება ნივთის ნაკლის გამო ნასყიდობის ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება თანახმად სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «... ... ...მა” და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით: მხარეებს შორის სადავო არის მხოლოდ ერთი ძირითადი ფაქტობრივი გარემოება – ნასყიდობის საგანი არის თუ არა ნივთობრივი ნაკლის მქონე, ანუ მიწის ნაკვეთი არის თუ არა ტენიანი. სააპელაციო სასამართლომ ნამდვილად ზერელედ და არაობიექტურად შეაფასა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გაამყარა რიგი საკითხების დაზუსტების მიზნით სასამართლოში დაბარებული ექსპერტ-ინჟინერის განმარტებებით. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების ბოლო აბზაცში მითითებულ.: სადავო საკითხზე დასკვნის გამცემმა ექსპერტ-ინჟინერმა კახაბერ კახელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დასკვნაში მოტანილი დებულებები, დეტალურად აღწერა ჩატარებული ექსპერტის ნიუანსები, მეოთოდლოგია, სასამართლოსა და მხარეთათვის საინტერესო გარემოებები. ასეთი ახსნა განმარტებით არ შეიძლება გამყარდეს ინჟინერ-ექსპერტის მიერ ნიადაგის ტენიანობის თაობაზე მიღებული დასკვნა, რომელიც ემყარება კვლევის ისეთ მეთოდებს, როგორიც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, კერძოდ: ჩატარებული კვლევა მოიცავს ნიადაგის ზედაპირულ შემოწმებას ნულოვანი ნიშნულიდან 5 სანტიმეტრის სიღრმეზე ონკანის მილის, სახლის ხის კარის ქვედა ჰორიზონტული ჩარჩოს და მიწის ზედაპირიდან 50 სანტიმეტრის სიმაღლეზე სახლის კედლების დათვალიერებით. მსგავსი მეთოდიკით ნიადაგის კვლევის ჩატარება და ასეთი კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ნიადაგის ტენიანობის თაობაზე დასკვნის გაკეთება სპეციალური ცოდნის არმქონე ნებისმიერი პირის შეფასებითაც კი შეუსაბამოა. წარმოუდგენელ., როგორ შეიძლება ექსპერტმა მიიღოს ნიადაგის ნენიანობის დადგენისთვის საჭირო ინფორმაცია ნულოვანი ნიშნულიდან 5 სანტიმეტრის სიღრმეზე ონკანის მილის დათვალიერებით. მით უმეტეს 5 სანტიმეტრი იმდენად მცირეა, რომ საიდან აითვალა ექსპერტმა ნულოვანი ნიშნული წარმოუდგენელ.. ასევე მიუღებელი ექსპერტის მითითება ხის კარის ქვედა ჰორიზონტული ჩარჩოს თაობაზე, კერძოდ: ის არ არის დამპალი, რაც ტენიანი ნიადაგის პირობებში შეუძლებელ.. ექსპერტმა უნდა იცოდეს, რომ თუ ხის ჩარჩო ახალი შეცვლილ. ის დამპალი ვერ იქნება. ასევე სრულ.დ არაკომპეტენტურია და აბსურდულ. ნიადაგის კვლევის ჩატარება მიწის ზემოდან სახლის კედლების დათვალიერებით. მით უმეტეს, როცა ეს ინფორმაციაც არის უბრალოდ სიცრუე, ექსპერტმა კედლებზე ვერ შეამჩნია სისველე და ნესტის კვალი. წინამდებარე საჩივარზე თანდართული ფოტოსურათებიდან ნათლად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია ექსპერტის მიერ შემოწმებული შენობის კედლები. სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, მაშინ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნულ იქნა საინჟინრო –გეოლოგიური ექსპერტიზა, ხოლო გეოლოგიური ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულა. შესაბამისად, დასმულ კითხვებს, რომელიც მოითხოვდა გეოლოგიურ კვლევასა და ცოდნას, პასუხი გაეცა მხოლოდ საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებით, რაც უკანონო და დაუსაბუთებელ.. ხელშეკრულების თანახმად, თუ ნასყიდობის საგანი აღმოჩნდება უფლებრივად და ან ნივთობრივად ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებულ. თავისი ხარჯით გამოასწოროს ეს ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნულ. მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ხარისხის მოწონების შესახებ, ნასყიდობის საგანი მართლაც აღმოჩნდა ნივთობრივად ნაკლოვანი, რაც გამოვლინდა მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ხარისხის შემოწმების და შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. ვინაიდან მხარეთა შორის ნასყიდობის გარიგება შედგა ივლისში, როდესაც ტემპერატურა არის განსაკუთრებით მაღალი, ხოლო ნალექი მცირე და იშვიათი, არ შეიმჩნეოდა მიწის ნაკვეთის ზედმეტი ტენიანობა. 2008 წლის გვიანი შემოდგომის და ზამთრის ნალექების შედეგად გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთი არის იმდენად დატენიანებული, რომ სპეციალისტების განმარტებით ნორმის ფარგლებში მისი ბუნებრივი გამოშრობა შესაძლებელ. მხოლოდ ხანგრძლივი უნალექო ამინდისა და მაღალი ტემპერატურისას. სპეციალისტების განმარტებით, ვინაიდან მითითებული მიწის ნაკვეთი ჭარბად ტენიანდება და ბუნებრივ პირობებში ნორმალურად არ შრება. მისი სათანადოდ გამოყენებისთვის აუცილებელ. სპეციალური სადრენაჟო სისტემის მოწყობა, რაც თავისთავად დაკავშირებულ. საკმაოდ მნიშვნელოვან ხარჯებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ნასყიდობის საგანი არის ნივთობრივად ნაკლოვანი და ეს ნაკლი საკუთარი ხარჯებით უნდა გამოასწორონ გამყიდველებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,... ... ...ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასის შემცირება სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე 477-ე და 492-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,... ... ...ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,... ... ...ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

შპს ,,... ... ...ს” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.