ას-472-446-11 19 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე –Mბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ს-იას წარმომადგენლის ე. ჯ.ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შ. ს-იას სარჩელის გამო მოპასუხე თამაზ და ი. ს-იების მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი. ს-იას წარმომადგენლის ე. ჯ.ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 875 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2011 წლის 6 აპრილს (ს.ფ. 155-156). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2011 წლის 13 აპრილს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის და მისი წარმომადგენლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2011 წლის 14 აპრილს ი. ს-იას წარმომადგენელმა ე. ჯ.ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს და მის წარმომადგენელს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2011 წლის 13 აპრილს, ხოლო მათ მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ს-იას წარმომადგენლის ე. ჯ.ძის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 875 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ს-იას წარმომადგენლის ე. ჯ.ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ი. ს-იას დაუბრუნდეს ინგა წურწუმიას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 875 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.