Facebook Twitter

¹ას-49-41-2011 25 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ შპს «ა. ქ.», შპს «ა.»

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ს.»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (სარჩელში); თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს «გ. ტ.-მ» (შემდგომში უფლებამონაცვლე შპს «ს.») მოპასუხეების _ შპს «ა. ქ.-სა» და შპს «ა.-ს» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

a. შპს «ა. ქ.-სათვის» მის სასარგებლოდ 1679298 ლარის დაკისრება;

b. შპს «ა. ქ.-სათვის» ზიანის ასანაზღაურებლად გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გადაუხდელი თანხის 2%-ის _ 33586 ლარის დაკისრება;

გ. შპს «ა.-სათვის» 1440322 ლარის დაკისრება;

დ. შპს «ა.-სათვის» ზიანის ასანაზღაურებლად გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გადაუხდელი თანხის 2%-ის _ 28806 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 1-15).

მოგვიანებით იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინეს შპს «ა. ქ.-მ» და შპს «ა.-მ» მოპასუხე სს «გ. ტ.-ს» მიმართ. შეგებებული მოსარჩელეები ითხოვდნენ, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა:

a. შპს «ა. ქ.-სათვის» 273537 ლარის ანაზღაურება;

b. შპს «ა.-სათვის» 392372 ლარის ანაზღაურება;

გ. შპს «ა. ქ.-ს» სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 52193 ლარის 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 მაისამდე), ხოლო 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე 795 ლარის დაკისრებას;

დ. შპს «ა.-ს» სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 110630 ლარის (2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 მაისამდე), ხოლო 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე 1857 ლარის დაკისრებას.

საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის სხდომაზე შეგებებული მოსარჩელეების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ძირითადი მოთხოვნილი თანხა მოიცავდა პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილ თანხასაც (ტომი II, ს.ფ. 1-24, ტომი IV, ს.ფ. 279-284, 306-312).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ს.-ს» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს «ა. ქ.-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1679298 ლარის გადახდა დღგ-ს ჩათვლით; შპს «ა.-ს» შპს «ს.-ს» მიმართ დაეკისრა 1440321 ლარის გადახდა დღგ-ს ჩათვლით. შპს «ს.-ს» სარჩელი მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა ასევე შპს «ა. ქ.-სა» და შპს «ა.-ს» შეგებებული სარჩელი შპს «ს.-ს» მიმართ. შპს «ა. ქ.-ს» შპს «ს.-ს» სასარგებლოდ დაეკისრა სს «გ. ტ.-ს» მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 4900 ლარის, ხოლო შპს «ა.-ს» _ 4902 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით სს «ე.-ს” სახელწოდება ჩამოყალიბდა, როგორც სს «ს.გ.ს.კ.”;

მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 ნოემბრის ¹319-რს ბრძანებით განხორციელდა ცვლილება და სს «ს.გ.ს.კ.-ს» ეწოდა სს «გ. ტ.”;

სს «გ. ტ.-მ” თავისი მოთხოვნა შპს «ა. ქ.-სა” და შპს «ა.-ს” მიმართ მოთხოვნის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად დაუთმო შპს «სილქნეტს”, რის გამოც კონკრეტულ დავაში იგი მიჩნეულ იქნა სს «გ. ტ.-ს” უფლებამონაცვლედ;

სს «გ. ტ.-ს”, შპს «ა. ქ.-სა” და შპს «ა.-ს” შორის წლების მანძილზე არსებობდა სხვადასხვა სახის ურთიერთობები, კერძოდ, სახაზო საკაბელო წყვილების ქირავნობის, სატელეფონო კანალიზაციაში კაბელების გატარების, ურთიერთჩართვის მომსახურების, თანალოკაციის და სხვა მიზნებით ფართით სარგებლობის და სხვა;

ამასთან, აღნიშნული ურთიერთობების ნაწილი ხელშეკრულებებითაა განსაზღვრული, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ისინი ხორციელდებოდა ფაქტობრივი ურთიერთობების სახით, წერილობითი ხელშეკრულებების გაუფორმებლად, კერძოდ:

სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილების რესურსებით (სატელეფონო და ფართოზოლოვანი) მომსახურება-მომსახურების მიმწოდებელია სს «ს.გ.ს.კ.”;

ურთიერთჩართვა-მომსახურების მიმწოდებელია, როგორც სს «ს.გ.ს.კ.”, ასევე შპს «ა. ქ.” და შპს «ა.”;

სატელეფონო კანალიზაციის არხებით მომსახურების მიმწოდებელია სს «ს.გ.ს.კ.”;

თანალოკაცია და სხვა სახის ფართით სარგებლობა-მომსახურების მიმწოდებელია სს «ს.გ.ს.კ.”;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის ¹191/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, მხარეთა ფინანსური ვალდებულების დადგენის მიზნით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი კომისიის აპარატში დასაქმებულ პირთა და მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ ჯგუფს დაევალა ერთობლივი დასკვნის წარდგენა მოდავე მხარეებს შორის, ერთმანეთის მიმართ, თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულების შესახებ;

ზემოაღნიშნულმა ჯგუფმა განიხილა შემდეგი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები:

სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილების რესურსებით (სატელეფონო და ფართოზოლოვანი) მომსახურება თბილისის გეოგრაფიულ ზონაში;

ურთიერთჩართვა (ყველა გეოგრაფიული ზონა);

სატელეფონო კანალიზაციის არხებით მომსახურება (თბილისის გეოგრაფიული ზონა);

თანალოკაციის და სხვა სახის ფართით სარგებლობა (თბილისის გეოგრაფიული ზონა);

ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუწია სხვადასხვა სახის მომსახურებები (ტრანზიტი, შიფრი და ა.შ.) 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე პერიოდში შემდეგი ოდენობით:

შპს «ა. ქ.-ს” – 39170 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

შპს “ა.-ს” _ 24422 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების განმარტება, რომ მისთვის არ ყოფილა გაწეული სხვადასხვა სახის მომსახურება (ტრანზიტი, შიფრით მომსახურება და ა.შ) მოსარჩელის მიერ, ასევე, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო დასაბუთებული, რომ აღნიშნულზე არ უმსჯელია კომისიის მიერ შექმნილ ჯგუფს და ა.შ. სასამართლომ მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენდა მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს, რაც მათ სასამართლოს ვერ დაუდასტურეს დადგენილი წესით, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები და ა.შ.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შპს «ა. ქ.-სათვის” 2005 წლამდე გაწეულ იქნა 331173 ლარის მომსახურება დღგ-ს ჩათვლით. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისი მომსახურების სახე, ღირებულება, რომ აღნიშნული მისი არსებობის შემთხვევაშიც კი იყო ხანდაზმული და ა.შ. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მტკიცების ტვირთს, რაც მან სასამართლოს ვერ დაუდასტურა დადგენილი წესით, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები და ა.შ. მათ შორის, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ 2003 წლის 1 ივლისს «ტ.-სა და «ა. ქ.-ს” შორის გაფორმდა შესაბამის ასს-ებში ფართის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულებები. სს «ს. ე.-სა” და შპს «ა. ქ.-ს” შორის 2003 წლის 15 იანვარს და 2004 წლის 20 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება შესაბამისად, 30, 31, 36, 51 და 62, 66, 67/68 ასს-ების სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 1 ივნისამდე, რომლის გაგრძელებაც დასაშვები იყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. ამასთან, მისი შეწყვეტის, შეჩერების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეები ერთმანეთს აცნობებდნენ წერილობით ერთი თვით ადრე და გადაწყვეტილება ძალაში შედიოდა ორმხრივი შეთანხმების შემდეგ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სს «ს. ე.-სა” და შპს «ა. ქ.-ს” შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ¹9 ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, «ე.-ს” მიზეზით სატელეფონო წყვილების დაზიანების აღდგენის საკონტროლო ვადების დარღვევის შემთხვევაში «ე.-ს” ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება 0.20 ლარის გადახდა. სს «ს. ე.-ს” და შპს “ა. ქ.-ს” შორის 2004 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, «ე.-ს” მიზეზით სატელეფონო წყვილების დაზიანების აღდგენის საკონტროლო ვადების დარღვევის შემთხვევაში «ე.-” შპს “ა. ქ.-ს” გადაუანგარიშებს სახაზო-საკაბელო წყვილის გადასახადს საკონტროლო ვადებს ზევით აღრიცხულ დაზიანებებზე. საკონტროლო ვადები მკაცრად აითვლება ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 20 თებერვლიდან ერთი წლის განმავლობაში, რომლის გაგრძელებაც დასაშვები იყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. ამასთან, მისი შეწყვეტის, შეჩერების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეები ერთმანეთს აცნობებენ წერილობით ერთი თვით ადრე და გადაწყვეტილება ძალაში შედის ორმხრივი შეთანხმების შემდეგ. სს «ს. ე.-ს” და შპს “ა.-ს” შორის 2003 წლის 15 იანვარს დაიდო ხელშეკრულება ¹8 შესაბამისად, 71, 72, 73, 74, 78 ასს-ების სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების თაობაზე, რომლის 6.3. პუნქტის თანახმად, “ე.-ს” მიზეზით სატელეფონო წყვილების დაზიანების აღდგენის საკონტროლო ვადების დარღვევის შემთხვევაში “ე.-ს” ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება 0.20 ლარის გადახდა. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რომლის გაგრძელებაც დასაშვები იყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. ამასთან, მისი შეწყვეტის, შეჩერების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეები ერთმანეთს აცნობებენ წერილობით ერთი თვით ადრე და გადაწყვეტილება ძალაში შედის ორმხრივი შეთანხმების შემდეგ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ფარგლებში «ა. ქ.-ს” «გ. ტ.-მ” გაუწია 1583012 ლარის ოდენობის მომსახურება დღგ-ს ჩათვლით, ხოლო “ა.-ს” _ 1312734 ლარის ღირებულების შესაბამისი მომსახურება დღგ-ს ჩათვლით. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ იგი ვერ გაიზიარებდა აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხის განმარტებას, რომ იგი არ ეთანხმებოდა ტარიფს და ა.შ. თავად მოპასუხემ მიუთითა, რომ კომისიამ არ გაიზიარა მისი განმარტება დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით და ა.შ. და მისი განცხადებები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, შპს «ა. ქ.” და შპს «ა.” ადასტურებდნენ, რომ მიუხედავად სს «გ. ტ.-ს” მიერ მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობისა, ისინი იძულებულნი იყვნენ დათანხმებოდნენ მის მიერ შეთავაზებულ ოფერტს და ანგარიშსწორება მოეხდინათ შეთავაზებული პირობებით. ამასთან, შპს «ა. ქ.-სა” და შპს “ა.-ს” წარმომადგენლის განმარტებით, იგი სადაოდ არ ხდიდა შესაბამისი პერიოდის ტარიფებს, რამდენადაც ეს არ მიაჩნდა კონკრეტულ საქმეში დავის საგნად, იგი ეთანხმებოდა დარიცხვის პერიოდში არსებულ ტარიფებს. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გაითვალისწინა სკეკი-ს მიერ შექმნილი მუშა ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმად, სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილების საიჯარო მომსახურებიდან გამომდინარე «გ. ტ.-მ” «ა. ქ.-ს” 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე გაუწია 1538012 ლარის ღირებულების მომსახურება დღგ-ს ჩათვლით, ხოლო შპს «ა.-ს” _ 1312734 ლარის ღირებულების მომსახურება დღგ-ს ჩათვლით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2004 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებებით ¹381/22 დამტკიცდა ურთიერთჩართვის პირობები ტ.-სა და «ა. ქ.-ს” შორის, ასევე ტ.-სა და «ა.-ს” შორის. ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, იგი ძალაში შევიდა 9 აგვისტოს, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით, ამასთან, თუ მხარეები არ გააფორმებდნენ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებს, მისი მოქმედება გაგრძელდებოდა 1 წლით. «გ. ტ.-ს” მიერ შპს «ა. ქ.-სათვის” გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე შეადგენდა 19417745 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო «ა. ქ.-ს” მიერ «გ. ტ.-სათვის” გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება შეადგენდა _ 19980279 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებით მხარეებმა ერთმანეთს შორის შეადგინეს შეთანხმება 2008 წლის ივლისში, რომელიც ხელმოწერილ იქნა მხოლოდ შპს «ა. ქ.-ს” და შპს «ა.-ს” მიერ. მოპასუხეთა მიერ ხელმოწერილი ზემოაღნიშნული შეთანხმების მიხედვით 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 მაისამდე სს «გ. ტ.-მ” შპს «ა. ქ.-ს” გაუწია 19417745 ლარის მომსახურება დღგ-ს ჩათვლით («ა. ქ.-ს” საწყისი პოზიცია იყო 19091573 ლარი). შპს «ა. ქ.-მ” სს «გ. ტ.-ს” გაუწია 19980279 ლარის მომსახურება დღგ-ს ჩათვლით («ა. ქ.-ს” საწყისი პოზიცია იყო 19980279 ლარი). სალდო «ა. ქ.-ს” სასარგებლოდ – 562534 ლარი.

საქალაქო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა სკეკი-ს მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც, «გ. ტ.-ს” მიერ «ა. ქ.-სათვის” გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე შეადგენს 19417745 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო «ა. ქ.-ს” მიერ «გ. ტ.-სათვის” გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება შეადგენს _ 19980279 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

«გ. ტ.-ს” მიერ შპს «ა.-სათვის” 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება შეადგენდა _ 11109367 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო «ა.-ს” მიერ «გ. ტ.-სათვის” გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება შეადგენდა _ 10895833 ლარს დღგ-ს ჩათვლით. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებით, მხარეებმა ერთმანეთს შორის შეადგინეს შეთანხმება 2008 წლის ივლისში, რომელიც ხელმოწერილ იქნა მხოლოდ შპს «ა. ქ.-სა” და შპს «ა.-ს” მიერ. ზემოაღნიშნული შეთანხმების მიხედვით, 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 მაისამდე სს «გ. ტ.-მ” შპს “ა.-ს” გაუწია 11097236 ლარის მომსახურება (“ა.-ს” საწყისი პოზიცია იყო 10750668 ლარი); შპს «ა.-მ» სს «გ. ტ.-ს» გაუწია 10895833 ლარის მომსახურება («ა.-ს» საწყისი პოზიცია იყო 10932217 ლარი). სალდო “გ. ტ.-ს” სასარგებლოდ – 201 922 ლარი. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით გაითვალისწინა ასევე სკეკ-ის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც «გ. ტ.-ს” მიერ «ა.-სათვის” 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება შეადგენს _ 11109367 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო «ა.-ს” მიერ «გ. ტ.-სათვის” გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება შეადგენს _ 10 895 833 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

გარდა ამისა, ურიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებით სასამართლომ გაითვალისწინა, რომ როდესაც კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის მიერ ხდებოდა შესაბამისი მომსახურებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესწავლა, მას მიეწოდებოდა და როგორც მოსარჩელე განმარტავდა, მუდმივად მიეწოდება ყოველთვიური ინფორმაცია კომპანიებში შემოსული და გასული ზარების შესახებ, რაც საშუალებას აძლევდა კომისიას ზუსტად დაეთვალა კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის მომსახურებიდან წარმოშობილი ურთიერთმოთხოვნები.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს «ს. ე.-სა” და მოპასუხეებს შორის 2003 წლის 15 იანვარს დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა საგანსაც წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ შპს «ა. ქ.-სათვის” და შპს «ა.-სათვის” სატელეფონო კანალიზაციის არხებში ადგილის გამოყოფა კაბელის გასატარებლად, რომლის ოდენობაც დაზუსტდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებით. მხარეები სადაოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ 2005 წლიდან 2008 წლამდე მათ მოსარჩელის კუთვნილი სატელეფონო კანალიზაციის არხებიდან კაბელების ამოღება არ განუხორციელებიათ. მხარეთა შორის არსებობდა უთანხმოება მოსარჩელის კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციის არხებში გატარებული კაბელების მოცულობასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით 2007 წლის 8 იანვარს მიღწეულ იქნა შეთანხმება სატელეფონო კანალიზაციის ინვენტარიზაციის შესახებ. როგორც საქმეში არსებული მასალებიდან ირკვეოდა, განხორციელდა კიდეც აღნიშნული ინვენტარიზაცია.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სკეკი-ს მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნის თანახმად, «გ. ტ.-ს” თბილისის კანალიზაციაში განთავსდა 214-კმ-მდე კაბელი. ამასთან, მხარეებს შორის არსებობს შეუთანხმებლობა, როგორც მომსახურების მოცულობასთან (დაკავებული კანალიზაციის სიგრძე) დაკავშირებით, ასევე მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით. მოდავე მხარეები თანხმდებიან, რომ კაბელების მონტაჟი არ განხორციელებულა 2005 წლის შემდგომ. შპს “ა. ქ.-ს” და შპს “ა.-ს” სასამართლოში არ წარუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კაბელების დემონტაჟს. სს «გ. ტ.-მ” მიმართა «ა. ქ.-სა” და «ა.-ს”, მან ითხოვა მიეთითებინათ და წარედგინათ აქტები, რომლებიც დაადასტურებდნენ შესაბამისი კაბელების დემონტაჟს, სადაც მითითებული იქნებოდა კაბელების ზუსტი სიგრძე, დიამეტრი, მიმართულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემები იყო სწორი. «ა. ქ.-ს” და «ა.-ს” არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მათ აღნიშნულის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია სს «გ. ტ.-ს”. 2008 წლის 9 ივნისს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება ¹2 თბილისის ს. კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების გაწევით წარმოქმნილ დავალიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ შეთანხმებაში (პუნქტი 3) აისახა, რომ მხარეთა შეთანხმებით, ინვენტარიზაციის აქტების თანახმად, სს «გ. ტ.-ს” თბილისის კანალიზაციაში განთავსებულია 213კმ. კაბელი. ეს აქტი ხელმოწერილია მხოლოდ შპს “ა.-ს” და შპს “ა. ქ.-ს” მიერ. მათი წარმომადგენლის განმარტებით, ისინი დასტურებდნენ, რომ სს «გ. ტ.-ს” კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში განთავსებული ჰქონდათ 214 კმ. სიგრძის კაბელი, რომ მათ მიერ არ ხდებოდა შესაბამისი მომსახურების სფეროში 214კმ. კაბელზე შესაბამისი გადასახადის დარიცხვა. საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ასევე, რომ 2008 წელს შედგენილ იქნა შეთანხმება ¹3, რომელსაც ხელს აწერდა მხოლოდ სს «გ. ტ.”. ამ შეთანხმების თანახმადაც (პუნქტი 3), მხარეები შეთანხმდნენ, რომ «გ. ტ.-ს” ქ.თბილისის გეოგრაფიული სეგმენტის კანალიზაციაში განთავსებულია «ა. ქ.-ს” და “ა.-ს” კუთვნილი 215.4კმ. სიგრძის კაბელები. შპს «ა. ქ.-სა” და შპს “ა.-ს” წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ იცნობდა წარდგენილ ინვენტარიზაციის აქტებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ა. ქ.-ს” და შპს «ა.-ს” სს «გ. ტ.-ს” სატელეფონო კანალიზაციის არხებში განთავსებული ჰქონდა 215.51კმ. სიგრძის კაბელი.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «გ. ტ.-მ» 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე შპს «ა. ქ.-ს” და შპს «ა.-ს” გაუწია 964034 ლარის სატელეფონო კანალიზაციის არხებით მომსახურება დღგ-ს ჩათვლით, მათ შორის: შპს “ა. ქ.-სათვის” – 504 926 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო შპს “ა.-სათვის” _ 459 107 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ გაითვალისწინა სკეკ-ის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმად, სს «გ. ტ.-მ» 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე შპს «ა. ქ.-ს” და შპს «ა.-ს” გაუწია 964034 ლარის სატელეფონო კანალიზაციის არხებით მომსახურება დღგ-ს ჩათვლით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ სატელეფონო კანალიზაციის არხებით მომსახურების გაწევისას მოპასუხეებზე დარიცხვა არ ხორციელდებოდა 215.51კმ. სიგრძის კაბელზე. მოპასუხეები თავად ადასტურებდნენ აღნიშნულს. რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ მოსარჩელის კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციის არხებში განთავსებული იყო მოპასუხეთა კუთვნილი 215.51კმ. სიგრძის კაბელი, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დარიცხვოდათ აღნიშნულ მომსახურებაზე შესაბამისი თანხები 2004 წლის იანვრიდან 2008 წლის ივნისის ჩათვლით შემდეგი ოდენობით: შპს «ა. ქ.-ს” _ 448355 ლარი დღგ-ს ჩათვლით, შპს «ა.-ს” კი _ 412062 ლარი დღგ-ს ჩათვლით. 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე თანალოკაციის და სხვა მიზნებით ფართით სარგებლობისათვის “გ. ტ.-ს” მიმართ «ა. ქ.-ს” დავალიანება შეადგენდა _ 485645 ლარს დღგ-ს ჩათვლით, «ა.-ს” _ 306818 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე თანალოკაციის და სხვა მიზნებით ფართით სარგებლობისათვის «გ. ტ.-ს” მიმართ “ა. ქ.-ს” დავალიანება შეადგენდა 485645, ხოლო «ა.-ს” _ 306818 ლარს დღგ-ს ჩათვლით. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, სკეკი-ს მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმად, თანალოკაციის და სხვა ფართით მომსახურებას რაც შეეხება, აღნიშნული მომსახურების საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე, «გ. ტ.-მ” «ა. ქ.-ს” გაუწია 485645 ლარის ღირებულების მომსახურება დღგ-ს ჩათვლით, ხოლო «ა.-ს” 306818 ლარის ღირებულების მომსახურება დღგ-ს ჩათვლით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, შპს «ა. ქ.-სა” და შპს «ა.-ს” სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა სახაზო საკაბელო წყვილების აღდგენის საკონტროლო ვადების დარღვევას. მით უფრო, რომ თუ ასეთს ქონდა ადგილი, იგი უნდა აღრიცხულიყო შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით. მოპასუხეებს კი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.

2009 წლის თებერვლამდე შპს «ა. ქ.-მ” სს «გ. ტ.-სათვის” გაწეული მომსახურების ანგარიშში გადაიხადა 1150449 (2008 წლის მაისამდე), აგრეთვე 2804 (2008 წლის მაისიდან 2009 წლის თებერვლამდე) ლარი დღგ-ს ჩათვლით. სასამართლომ არ გაიზიარა შპს «ა. ქ.-ს” განმარტება, რომ მან გადაიხადა 1448412 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რამდენადაც მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. 2009 წლის თებერვლამდე შპს «ა.-მ” სს «გ. ტ.-სათვის” გაწეული მომსახურების ანგარიშში გადაიხადა 1288356 ლარი დღგ-ს ჩათვლით. სასამართლომ არ გაიზიარა შპს «ა.-ს” განმარტება, რომ მან გადაიხადა 1727380 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ვინაიდან მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

საქალაქო სასამართლოს მითითებით 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე გაწეულ იქნა შემდეგი სახის და ღირებულების მომსახურება:

სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურება:

«გ. ტ.” – შპს «ა. ქ.-ს” _ 1583012 ლარი დღგ-ს ჩათვლით; «გ. ტ.” – შპს «ა.-ს” _ 1312734 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

ურთიერთჩართვა:

«გ. ტ.” – შპს “ა. ქ.-ს” _ 19417745 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

«გ. ტ.” – შპს «ა.-ს” _ 11109367 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

შპს «ა. ქ.” _ «გ. ტ.-ს” _ 19980279 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

შპს “«ა.” _ «გ. ტ.-ს” _ 10 895 833.

სატელეფონო კანალიზაციის არხებით მომსახურება:

«გ. ტ.” – შპს “ა. ქ.-ს” _ 504926 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

«გ. ტ.” – შპს «ა.-ს” _ 459107 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

თანალოკაცია:

«გ. ტ.” – შპს «ა. ქ.” _ 485645 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

«გ. ტ.” – შპს «ა.” _ 306818 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2008 წლის 01 მაისიდან 2009 წლის 01 თებერვლამდე გაწეული იქნა შემდეგი სახის და ღირებულების მომსახურება:

ურთიერთჩართვის მომსახურება:

სს «გ. ტ.” _ შპს “ა. ქ.-ს” – 4472757.24 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

შპს «ა. ქ.” _ «გ. ტ.-ს” _ 5072483.73 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

სს «გ. ტ.” _ შპს «ა.-ს” – 2360653.30 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

შპს «ა.” _ «გ. ტ.-ს” _ 2611281.59 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუწია სხვადასხვა სახის ღირებულების მომსახურება, მათ შორის:

სს «გ. ტ.” _ შპს «ა. ქ.-ს” _ 654192.61 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

სს “გ. ტ.” _ შპს «ა.-ს” _ 296726.44 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

მთლიანობაში 2005 წლის იანვრიდან 2008 მაისამდე სს «გ. ტ.-მ” შპს «ა. ქ.-ს” გაუწია შემდეგი ღირებულების მომსახურება:

სს «გ. ტ.” _ შპს «ა. ქ.-ს” _ 21991328 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

მთლიანობაში 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე სს «გ. ტ.-მ” შპს «ა.-ს” გაუწია შემდეგი ღირებულების მომსახურება:

სს «გ. ტ.” _ შპს «ა.” _ 13188026 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

მთლიანობაში 2008 წლის მაისამდე სს «გ. ტ.-მ” შპს «ა. ქ.-ს” გაუწია შემდეგი ღირებულების მომსახურება:

22810026 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

13624510 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

მთლიანობაში 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე სს “გ. ტ.-მ” შპს «ა. ქ.-ს” (ურთიერთჩართვის გამოკლებით) გაუწია შემდეგი ღირებულების მომსახურება:

2829747 (2 810 026-19 980 279) ლარი დღგ-ს ჩათვლით;

მთლიანობაში 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე სს «გ. ტ.-მ” შპს “ა.-ს” (ურთიერთჩართვის გამოკლებით) გაუწია შემდეგი ღირებულების მომსახურება:

2728 677 (13 624 510-10 895 833) ლარი დღგ-ს ჩათვლით.

შპს «ა. ქ.-ს” და შპს «ა.-ს” მიერ სს «გ. ტ.-სათვის” გადასახდელი დარჩა 2008 წლის მაისამდე გაწეული მომსახურებისათვის:

1679298 (2 829 747-1 150 449) ლარი დღგ-ს ჩათვლით;

1440321 (2 728 677-1 288 356) ლარი დღგ-ს ჩათვლით.

მთლიანობაში 2009 წლის თებერვლამდე სს «გ. ტ.-ს” მიერ შპს “ა. ქ.-სათვის” და შპს “ა.-სთვის” გაწეული იქნა შემდეგი ღირებულების მომსახურება:

27936975.85 (22 810 026+654 192,61+4 472 757,24) ლარი დღგ-ს ჩათვლით;

16281889.74 (13 921 236,44+2 360 653,3) ლარი დღგ-ს ჩათვლით.

მთლიანობაში 2009 წლის თებერვლამდე სს «გ. ტ.-მ” შპს «ა. ქ.-სათვის” და შპს “ა.-სთვის” გაწია შემდეგი ღირებულების მომსახურება (ურთიერთჩართვის გამოკლებით):

2884213.12 (27 936 975,85-5 072 483,73-19 980 279) ლარი დღგ-ს ჩათვლით;

2774775.15 (16 281 889,74-2 611 281,59-10 895 833).

შპს «ა. ქ.-ს” და შპს «ა.-ს” მიერ სს «გ. ტ.-სათვის” 2009 წლის თებერვლამდე გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი დარჩა:

130960.12 (2 884 213,12-2 8041 150 444) ლარი დღგ-ს ჩათვლით;

1486419.15 (2 774 775,15-1 288 356) ლარი დღგ-ს ჩათვლით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წლის ხელშეკრულებების გაფორმებისას «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რომელიც მიღებულ იქნა 2005 წლის 2 ივნისს, კავშირგაბმულობის სფეროში არსებული ურთიერთობები რეგულირდებოდა «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით, კომისიის 2000 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული «კავშირგაბმულობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ დებულებით”, კომისიის 2001 წელს 20 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული «კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახადის გადახდის წესის შესახებ” დებულებით და კომისიის 2001 წლის 10 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული «კავშირგაბმულობის ქ.-ის ურთიერთჩართვის შესახებ” დებულებით. აღნიშნული ნორმატიული აქტები განსაზღვრავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის სფეროში სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს, კავშირგაბმულობის ქ.-ის და საშუალებების ფლობის, მომსახურებისა და სარგებლობის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული ნორმატიული აქტები წარმოადგენენ სპეციალურ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც არეგულირებდნენ კავშირგაბმულობის სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა კავშირგაბმულობის სფეროში არსებული სპეციალური ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

საქალაქო სასამართლომ მიაჩნია, რომ სს «ს. ე.-სა” და მოპასუხეებს შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენდა დასახელებული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილ მომსახურების ხელშეკრულებას.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმეზე დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის როგორც ხელშეკრულებიდან, ისე ფაქტობრივად არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულება მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლიდან გამომდინარე, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც მოპასუხეებს მოსარჩელისათვის არ გადაუხდიათ შესაბამისი მომსახურების თანხა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ ეკისრებოდათ თანხის გადახდის ვალდებულება.

რაც შეეხება სს „გ. ტ.-ს“ სარჩელის მოთხოვნას „შპს „ა. ქ.-სა“ და „ა.-ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რომლითაც მან მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 2%-ის დაკისრება, სასამართლოს მოსაზრებით, ეს მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას შემდეგი გარემოებების გამო:

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ამყარებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ თუ იქნებოდა დადგენილი წესით გადახდილი შესაბამისი თანხები მოპასუხეების მიერ, მოსარჩელეს არ მოუწევდა სესხის აღება. მოსარჩელეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, მის ოდენობას, იმ ფაქტს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა სესხი აღებული, ისევე როგორც ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოებები, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. იმის გამო, რომ არ არსებობდა ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი წინაპირობები _ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი და მათ შორის მიზეზობრივი კავშირი, საქალაქო სასამართლომ შპს «ს.-ს» სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში მისი დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. შეგებებული მოსარჩელის მიერ ვერ საბუთდებოდა შესაბამისი ოდენობის მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა თავად შეგებებული მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ახსნა-განმარტების სახით წარმოდგენილ გაანგარიშება, რომელიც ასევე ასაბუთებდა მისივე მოთხოვნის დაუსაბუთებლობას (ტომი IV, ს.ფ. 319-348).

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დაკმაყოფილებას ასევე არ ექვემდებარებოდა შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე არ უარყოფდა შესაბამისი კაბელების დაზიანების ფაქტს, თუმცა შეგებებულ მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა აღდგენის საკონტროლო ვადების დარღვევას.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ა. ქ.-მ» და შპს «ა.-მ», რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება (ტომი IV, ს.ფ. 361-372).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს «ა. ქ.-სა» და შპს «ა.-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული მტკიცებულებების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (ტომი V, ს.ფ. 80-107).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ა. ქ.-მ» და შპს «ა.-მ», რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

კასატორები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ სასამართლო გადაწყვეტილების მოტივებს მათთვის თანხების დარიცხვის ნაწილში, რადგან დარიცხულ თანხებთან მიმართებით სასამართლოს არ მიუთითებია: ა. კონკრეტულად რა კილომეტრაჟისა და რა დიამეტრის კაბელებზე, ასევე რა ტარიფით განახორციელა დავალიანების კალკულაცია (ტარიფები განსხვავდებოდა პერიოდების, ასევე კაბელების დიამეტრების მიხედვით); ბ. რომელ მტკიცებულებას ეყრდნობა შპს «ა. ქ.-სა» და შპს «ა.-ს» დავალიანების კალკულაციისას; გ. შესაბამისი წლების მიხედვით რამდენს შეადგენდა შპს «ა. ქ.-სა» და შპს «ა.-ს» დავალიანება. თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ მის მიერ მითითებული მომსახურება ნამდვილად გაწია სს «გ. ტ.-მ», მაშინ მას უნდა გაემიჯნა 2004 წლის პერიოდზე დარიცხული თანხები სხვა პერიოდების დავალიანებისაგან. სს «გ. ტ.-ს» მიერ სარჩელის აღძვრის მომენტში 2004 წელს წარმოშობილ მოთხოვნაზე გასული იყო სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა;

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შპს «ა. ქ.-სათვის» 2005 წლამდე გასწია 331.173 ლარის მომსახურება, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ რა მომსახურების ან მომსახურებების ანაზღაურებისათვის არის ეს თანხა გადასახდელი შპს «ა. ქ.-ს» მიერ.

სასამართლოს არ უმსჯელია სს «გ. ტ.-ს» მიერ შპს «ა. ქ.-სთან» 2003 წლის 15 იანვარს დადებული ¹9 ხელშეკრულების და შპს «ა.-სთან» 2003 წლის 15 იანვარს დადებული ¹8 ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტით დარიცხული პირგასამტეხლოს თაობაზე;

სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ თანალოკაციის, ელექტროენერგიისა და სხვა მიზნებით ფართით სარგებლობასთან დაკავშირებით სს «გ. ტ.» კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის აპრილის 189/9 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით, მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევით, კასატორებს არიცხავდა თანალოკაციის ფართის ქირას კვადრატულ მეტრზე 1250 ლარის ოდენობით. აღნიშნული ტარიფი შეუსაბამობაში იყო ბაზარზე არსებულ ფასებთან და პრაქტიკულად შეადგენდა ქონების თვითღირებულებას. შესაბამისად, მოპასუხეებს სს «გ. ტ.-ს» მიმართ რაიმე სახის დავალიანება არ გააჩნდა;

სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას არ უმსჯელია მოპასუხეების შეგებებულ სარჩელზე, კერძოდ, 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე სს «გ. ტ.-სა» და მოპასუხეების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების მოცულობის თაობაზე. საქმეზე წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება, რომ 2008 წლის მაისიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე სს «გ. ტ.-მ» შპს «ა. ქ.-ს» გაუწია მომსახურება 4466.230 ლარის ოდენობით, ხოლო შპს «ა. ქ.-მ» სს «გ. ტ.-ს» _ 5071.688 ლარის ოდენობით. საქმეზე წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით ასევე დასტურდება, რომ სს «გ. ტ.-მ» შპს «ა.-ს» გაუწია მომსახურება 2364.552 ლარის ოდენობით, ხოლო შპს «ა.-მ» სს «გ. ტ.-ს» 2604.384 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე პერიოდისათვის სალდო შპს «ა. ქ.-ს» სასარგებლოდ შეადგენდა 273.537 ლარს, ხოლო შპს «ა.-ს» სასარგებლოდ 392.372 ლარს;

სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას არ უხელმძღვანელია ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ციფრებით. აღნიშნული დასკვნით დაანგარიშებული სალდო სს «ტ.-ს» სასარგებლოდ განსხვავდება იმ მონაცემებისაგან, რომელიც მოცემულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს განპირობებულია იმითაც, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა ინფორმაციას, კონკრეტულად რა მოცულობის მომსახურება გაუწიეს მხარეებმა ერთმანეთს. მნიშვნელოვანია ის გარემობაც, რომ მომსახურების მოცულობის დაანგარიშებისას ექსპერტს არ გამოუყენებია მხარეების მიმართ ერთი და იგივე მეთოდიკა. სს «გ. ტ.-ს» მიერ გაწეული მომსახურების დაანგარიშებისას ექსპერტმა იხელმძღვანელა როგორც ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე საოქმო გადაწყვეტილებითა და წერილებით, მაშინ როდესაც მოპასუხეების შემთხვევაში გაწეული მომსახურების მოცულობა დაანგარიშდა მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურებით;

სააპელაციო სასამართლო სს «გ. ტ.-ს» სატელეფონო კანალიზაციაში არსებული კაბელების კილომეტრაჟის დადგენისას ეყრდნობა მხოლოდ სს «გ. ტ.-ს» მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელსაც სასამართლო მოიხსენიებს როგორც შეთანხმება ¹2-ს. მხარეების მიერ ორმხრივად ხელმოწერილ შეთანხმებაში, გარდა ინვენტარიზაციის აქტებისა, არ დაფიქსირებულა კაბელების კილომეტრაჟი.

სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ შპს «ა. ქ.-ს» მხრიდან არ მომხდარა 1448.412 ლარის გადახდა, არ შეესაბამება შპს «ა. ქ.-ს» მიერ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს. საქმის მასალებში მოიპოვება სს «თიბისი ბანკის» მიერ დამოწმებული საგადასახადო დავალებები, რომელთა საფუძველზე დანამდვილებით დასტურდება, რომ სს «გ. ტ.-ს» მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით შპს «ა. ქ.-ს» სს «გ. ტ.-ს» საბანკო ანგარიშზე 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით გადარიცხული აქვს 1451215.55 ლარი; გარდა ამისა, სასამართლოს წარედგინა სს «თიბისი ბანკის» მიერ დამოწმებული საგადასახადო დავალებები და სს «გ. ტ.-ს» ურთიერთჩათვლის მოთხოვნები, რომლებითაც დასტურდება, რომ სს «გ. ტ.-ს» მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით შპს «ა.-ს» სს «გ. ტ.-სათვის» 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 მაისამდე გადახდილი აქვს 1.727.380 ლარი. ანგარიშსწორება მოხდა თანხის გადარიცხვით. შპს «ა.-მ» ანგარიშსწორება განახორციელა როგორც საბანკო ანგარიშსწორებით, ასევე ვალდებულებების ურთიერთგაქვითვით სს «გ. ტ.-ს» ცალკეული წერილების საფუძველზე (ტომი V, ს.ფ. 112-125).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა. ქ.-სა» და შპს «ა.-ს» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ა. ქ.-სა» და შპს «ა.-ს» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, კერძოდ, შპს «ა. ქ.-ს» _ 5600 (8000 ლარის 70%) ლარი, ხოლო შპს «ა.-ს» _ ასევე 5600 ლარი (8000 ლარის 70%).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ა. ქ.-სა» და შპს «ა.-ს» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ შპს «ა. ქ.-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ _ 5600 ლარი.

3. კასატორ შპს «ა.-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.