ას-507-476-10 5 ოქტომბერი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის ¹ას-507-476-10 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ნ. შ-ერის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. ნ. შ-ერს დაუბრუნდა გ. ს-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ (500 ლარის) 70% _ 350 ლარი;
საკასაციო პალატის 2010 წლის 2010 წლის 15 სექტემბრის ¹ას-507-476-10 განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის მითითებული “ნ. შ-ერს დაუბრუნდეს გ. ს-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ (500 ლარის) 70% _ 350 ლარი), რაც არასწორია. აღნიშნულის გამო სასამართლოს განცახდებით მიმართა გ. ს-ძემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების უსწორობის გასწორება, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს _ “გ. ს-ძეს დაუბრუნდეს ნ. შ-ერის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (500 ლარის) 70% - 350 ლარი” და არა “ნ. შ-ერს დაუბრუნდეს გ. ს-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ (500 ლარის) 70% _ 350 ლარი”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2010 წლის 15 სექტემბრის ¹ას-507-476-10 განჩინებაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცვალოს შემდეგნაირად: “გ. ს-ძეს დაუბრუნდეს ნ. შ-ერის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (500 ლარის) 70% - 350 ლარი”.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 414-416-ე, 420-ე მუხლებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის ¹ას-507-476-10 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და ნაცვლად: “ნ. შ-ერს დაუბრუნდეს გ. ს-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ (500 ლარის) 70% _ 350 ლარი)” მიეთითოს: გ. ს-ძეს დაუბრუნდეს ნ. შ-ერის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (500 ლარის) 70% - 350 ლარი”.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.