ას-508-482-2011 30 მაისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდო.ე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ზ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ზ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა თანასაკუთრებაშია ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საიდანაც 1/4 ნაწილი ეკუთვნის მოპასუხეს, 3/4 მოსარჩელეს. სახლის სახურავი აწეული იყო რკინის საყრდენებით. მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელემ უშაულოდ მისი საცხოვრებელი ოთახების თავზე სხვენში, ამოაშენე კედელი, მოპასუხემ განაცხადა, რომ თავის ნაწილს ისიც ამოაშენებდა. მოგვიანებით, მოპასუხემ პრეტენზია განაცხადა სხვენის ნახევარზე და 2009 წელს მოანგრია მოსარჩელის მიერ აშენებული კედელი.
მოპასუხე სარჩელს არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მიერ კედლის აშენება უკანონო იყო, რადგან სხვენი მათი თანასაკუთრებაა და კედელის ასაშენებლად მოსარჩელეს სჭირდებოდა მოპასუხის თანხმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. ზ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენში მოსარჩელის მიერ აგებული კედლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა (აშენება), ამავე გადაწყვეტილებით ო. ზ-ეს აეკრძალა თბილისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენში, ამავე სახლის მეორე სართულზე მდებარე მ. ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ოთახების პერიმეტრზე კედლის მშენებლობაში ხელშეშლა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ზ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ო. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები მ. ბ-ის, მ. ა-ძის და ო. ზ-ის თანასაკუთრებაა, აქედან შენობა-ნაგებობის 149,43 კვ.მ ეკუთვნის მოპასუხეს, 232,71 კვ.მ 1/3 ნაწილი, მამუკა ამირიძეს, ხოლო 3/4¾ მ. ბ-ეს, რაც მათ მემკვიდრეობით მიიღეს ნ. ა-ძის გარდაცვალების შემდეგ, სახლს აქვს საერთო სხვენი, რომელიც არ არის გამიჯნული, საერთო სარგებლობის სხვენზე მხარეთა საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. მოსარჩელის მეუღლე ნ. ა-ძემ 2004 წელს შ. ზ-ისაგან შეიძინა ... ქ. ¹25-ში მდებარე უძრავი ნივთის 47/59 ნაწილი, ხოლო 12/59-ე ნაწილი საკუთრების უფლების ეკუთვნოდა მოპასუხეს, ნ. ა-ძესა და ო. ზ-ეს შორის 2006 წლის 20 იანვარს გაფორმდა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამიჯვნისა და ურთიერთსარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც, ნ. ა-ძის საკუთრებად განისაზღვრა ¹1 შენობის I (ნახევარსარდაფის) და II სართულზე მდებარე ოთახები საერთო ფართობით 232,71 კვ.მ. ხოლო ო. ზ-ის საკუთრებადD განისაზღვრა ამავე შენობის I (ნახევარსარდაფისა) და II სართულზე მდებარე ოთახები საერთო ფართობით 149,43 კვ.მ შპს «... ... ...ის» მიერ გაცემული ნახაზის თანახმად, მოსარჩელის მეუღლემ სადავო კედელი ააშენა 2006 წელს, რომელიც მოპასუხის მიერ დანგრეულ იქნა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე შენობის საერთო სხვენი მხარეთა მართლზომიერ თანამფლობელობაშია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საზიარო უფლებების თავით დადგენილი წესები. სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ საზიარო საგნის მართვა ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის წერილობითი მტკიცებულება საზიარო სხვენის სარგებლობისა და მართვის წესზე მხარეთა შეთანხმების შესახებ, ხოლო, რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული პირის გ. ყ-ის ჩვენებას, მისი ახსნა-განმარტებიდან არ დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა საზიარო საგნის (სხვენის) სარგებლობისა და მართვის წესზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი, რის გამოც სარჩელი საზიარო სხვენში მოსარჩელის მიერ აგებული კედლის პირვანდელ მდგო.ეობაში აღდგენისა და აღნიშნული კედლის მშენებლობაში ხელშეშლის აკრძალვის თაობაზე უსაფუძვლოა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ როდესაც სახლის შეძენას აპირებდა ო.ზ-ის ძმის შ. ზ-ისაგან, სახლის ყიდვის დროს შ.ზ-ემ განუმარტა, მათ, რომ ძმებმა იცოდნენ ქონების გაყოფისასა თითოეულს ქონების რა ნაწილი ერგო. სხვენი სახლის შუაგულში აწეულ იქნა ძმებს შორის სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე თავიანთი მასალით, რაც დაადასტურა სამოქალაქო საქმეზე შ.ზ-ის ქალიშვილმა – მ.ზ-ემ. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სანამ მას და ო.ზ-ეს საზიარო კედელზე აგურით კედელს ამოაშენებდნენ სხვენში, სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ერთ მხარეს ამოაშენებდა თავად, მეორე მხარეს, ო.ზ-ე. ეს იყო 2006 წელს, ო.ზ-ეს მაშინ არ გახსენებია სხვენზე საკუთრების უფლება, როცა ოთახების თავზე სახურავი იყო გამოსაცვლელი და ოთახების მიშენება უნდოდა, რისთვისაც თანხმობა სჭირდებოდა. სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ ო.ზ-ემ კედლის დანგრევა დაიწყო 2007 წელს. მან სხვენში ამოშენებული კედელი გამოანგრია 2009 წელს. სხვენი რკინის საყრდენებზე აწეული სახურავის ქვეშ მოქცეულ სივრცეს წარმოადგენს და არა მანსარდას, რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებელ სადგომს სახლის სხვენზე დაქანებული სახურავის ქვეშ, ო. ზ-ეს სურდა სახლზე ოთახის მიშენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და დანგრეული კედლის პირვანდელ მდგო.ეობაში აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
მ. ბ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.