¹ას-530-503-11 16 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე _ რ. ვ-ოვის, მ. ვ-ურის და გ. უ-იანის სარჩელის გამო მოპასუხე მ. ა-ძის მიმართ ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ა. გ-იას ადვოკატის მოწმობის ასლი ან უშუალოდ კასატორის მიერ შედგენილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ” პუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2011 წლის 4 მაისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.
2011 წლის 13 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწნებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განჩინება კასატორსE გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ... ქ. ¹21). მ. ა-ძემ განჩინების ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რაც დასტურდება სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტით (ს.ფ.85-87). შესაბამისად, ხარვეზის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და ხარვეზის შევსების ვადა უნდა აითვალოს 2011 წლის 18 მაისიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2011 წლის 25 მაისს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 285-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.