Facebook Twitter

ას-542-510-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ნ. ს-ია, ი., ნ. და ს. შ-ძეები

2. დ. შ-ძე

3. ლ. შ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობაში, ჩუქების ხელშეკრულებასა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების მიმართ სამკვიდრო მოწმობაში, ჩუქების ხელშეკრულებასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის, ასევე სადავო სამკვიდრო ქონების 1/6-ის გარდა ვ. შ-ძის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეტანილ იქნა ცვლილება 1981 წელს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, სადაც ნ.მ-ძის სამკვიდრო განისაზღვრა მოსარჩელის მამის დანაშთი ქონების თანაბარ წილად _ 1/6-ით, ასევე შეტანილ იქნა ცვლილება ბათუმის ¹2 ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, ნ.მ-ძესა და ვ.შ-ძეს შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულებაში, ნ.მ-ძესა და ლ.შ-ძეს შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულებაში, ნოტარიუს მ.ბ-შვილის მიერ 2000 წლის 27 მაისს დამოწმებულ ჩუქების ხელშეკრულებაში, ნოტარიუს ლ.ც-ძის მიერ 2009 წლის 16 იანვარს გაცემულ სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის მონაცემებში, რომლითაც სადავო ქონების მესაკუთრეებად აღირიცხენ მოსარჩელის ძმის _ ვ. შ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეები სადავო ქონების 1/6-ის გამოკლებით და აღნიშნული წილი აღირიცხა დ.შ-ძის, როგორც სამკვიდროს ფაქტობრივი მფლობელის საკუთრებად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ს-იამ, ი., ნ. და ს. შ-ძეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქმეში მოპასუხედ დაშვებულ იქნა ლ. შ-ძე. ამავე სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ი., ნ., ს. შ-ძეებისა და ნ. ს-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და დ. შ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ. შ-ძის სამკვიდროდან ნ. მ-ძის მემკვიდრეობის უფლება ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/6 ნაწილზე, როგორც დ. შ-ძის წილზე და შეტანილ იქნა ცვლილება 1981 წლის 24 დეკემბერს ნ.მ-ძის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, 1989 წლის 25 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებაში და გამჩუქებელ ნ.მ-ძის მიერ ლ.შ-ძისათვის ნაჩუქარი ქონება ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი ქონების 1/2-ის ნაცვლად, მიეთითა მთლიანი სახლმფლობელობის 5/12, შეტანილ იქნა ცვლილება 1989 წლის 22 მაისის ჩუქების ხელშეკრულებაში ნ.მ-ძის მიერ ლ.შ-ძისათვის ნაჩუქარი ქონების _ ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი უძრავი ნივთის 1/2-ის ნაცვლად მიეთითა მთლიანი სახლთმფლობელობის 5/12, შეტანილ იქნა ცვლილება 2000 წლის 27 მაისს დამოწმებულ ჩუქების ხელშეკრულებაში და ლ.შ-ძის მიერ ვ.შ-ძისათვის ნაჩუქარი ქონება, ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი უძრავი ნივთის 1/2-ის ნაცვლად მიეთითა სახლთმფლობელობის 5/12, შეტანილ იქნა ცვლილება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და ი., ნ., ს. შ-ძეებისა და ნ. ს-იას საკუთრებად აღირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონების 5/6 ნაწილი, 2009 წლის 16 იანვრის სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ.შ-ძისათვის სადავო სამკვიდროდან 1/6-ის მიკუთვნების ნაწილში ნ. ს-იამ, ი., ნ. და ს. შ-ძეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ.შ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. და ლ. შ-ძეებმაც, მოითხოვეს მითითებულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება დ. შ-ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების წარმომადგენლებმა _ ვ. ლ-იამ და ჯ. ქ-შვილმა განცხადებით მიმართეს საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და მიუთითეს, რომ საკასაციო პალატას 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს ხარჯების განაწილების საკითხი არ გადაუწყვეტია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების წარმომადგენლების _ ვ. ლ-იასა და ჯ. ქ-შვილის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, მიღებულ იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და დ. შ-ძეს ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4400 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული გადაუწყვეტავი საკითხები. ამასთან, დამატებითი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ან, თუ გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღეში.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების წარმომადგენლებმა _ ვ. ლ-იამ და ჯ. ქ-შვილმა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით სასამართლოს დროულად, ზემოხსენებული 7-დღიანი ვადის დაცვით მიმართეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დ. შ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დ. შ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეტანილ იქნა ცვლილება 1981 წლის 24 დეკემბერს ნ. მ-ძის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციით ¹13598), შეტანილ იქნა ცვლილება 1989 წლის 25 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებაში (რეესტრში რეგისტრაციით ¹291) და გამჩუქებლის _ ნ. მ-ძის მიერ ვ. შ-ძისათვის ნაჩუქარი, ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი ქონების 1/2-ის ნაცვლად, მიეთითა მთლიანი სახლმფლობელობის 1/4 ნაწილი და ნ. მ-ძე ცნობილ იქნა ვ. შ-ძის სამკვიდრო ქონების 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, შეტანილ იქნა ცვლილება 1989 წლის 22 მაისის ჩუქების ხელშეკრულებაში (რეესტრში რეგისტრაციით ¹1873) ნ. მ-ძის მიერ ლ. შ-ძისათვის ნაჩუქარი ქონების _ ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი უძრავი ნივთის 1/2-ის ნაცვლად მიეთითა მთლიანი სახლთმფლობელობის 1/4, შეტანილ იქნა ცვლილება 2000 წლის 27 მაისს დამოწმებულ ჩუქების ხელშეკრულებაში (რეესტრში რეგისტრაციით ¹2-371) და გამჩუქებლის _ ლ. შ-ძის მიერ ვ. შ-ძისათვის ნაჩუქარი ქონება, ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის ნაცვლად, მიეთითა სახლთმფლობელობის 1/4 ნაწილი, შეტანილ იქნა ცვლილება 2009 წლის 16 იანვრის სამკვიდრო მოწმობაში (სანოტარო აქტი, რეესტრში რეგისტრაციით ¹2-2) და ვ. შ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეები _ ი., ნ., ს. შ-ძეები და ნ. ს-ია ცნობილ იქნენ ვ. შ-ძის სამკვიდრო ქონების _ ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მემკვიდრეებად, შეტანილ იქნა ცვლილება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და ი., ნ., ს. შ-ძეებისა და ნ. ს-იას საკუთრებად აღირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონების 1/2 ნაწილი, ხოლო ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონების 1/2 ნაწილი აღირიცხა დ. შ-ძის საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის არგუმენტს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით საკასაციო პალატას არ უმსჯელია მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის წარმოებისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე, რაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას სასამართლო მოსარჩელეს დააკისრებს მოპასუხის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საქმის წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის იმ მოცულების ანაზღაურებას, რა მოცულობითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ხარჯები მოსარჩელეს დაეკისრება იმის მიუხედავად, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებისაგან.

განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დ. შ-ძის სასარჩელო მოთხოვნა სადავო სამკვიდროს 5/6-ის მიკუთვნების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეს მიეკუთვნა სამკვიდროს 1/2 ნაწილი, ანუ სარჩელით მოთხოვნილი 5/6-დან დაკმაყოფილდა 3/6 ნაწილი, ხოლო სამკვიდროს 2/6-ის მესაკუთრედ ცნობაზე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. ს-იამ, ი., ნ. და ს. შ-ძეებმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადეს სულ 11000 ლარი (5000 ლარი _ სააპელაციო, ხოლო 6000 ლარი _ საკასაციო საჩივრებზე).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. შ-ძეს ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4400 ლარის გადახდა (11000 ლარის 2/6 შეადგენს 4400 ლარს).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების წარმომადგენლების _ ვ. ლ-იასა და ჯ. ქ-შვილის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

დ. შ-ძეს ნ. ს-იას, ი., ნ. და ს. შ-ძეების სასარგებლოდ დაეკისროს 4400 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.