Facebook Twitter
¹ას-550-520-2011 16 ივნისი, 2011 წელი

¹ას-550-520-2011 16 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –ა. გ-იან-ხ-ნი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. გ-იან-ხ-ნი

დავის საგანი – განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ--ხ-ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. გ-იან-ხ-ნის წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2005 წლის 2 აპრილიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი _ - წლის - დაბადებული _ მ. გ-იან-ხ-ნი, რომელიც ამჟამად მოსარჩელესთან ცხოვრობს. 2009 წლის 8 ივლისს მოპასუხემ დატოვა იჯახი და დაუკითხავად წავიდა. ზემოაღნიშუნლის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხვა განქორიწნება შერიგების ვადის მიცემის გარეშე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მცირეწლოვანი შვილის მიკუთვნება და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლი ადგილის განსაზღვრა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით განქორწინების სარჩელთან დაკავშირებით მხარეებს მიეცათ შერიგების ვადა, ს. გ-იან ხ-ნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბავშვის _ მ. გ-იან-ხ-ნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის _ ს. გ-იან ხ-ნის საცხოვრებელი ადგილი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-იან-ხ-ნმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ა. გ-იან-ხ-ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლის 2 აპრილიდან, რომლებსაც ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი _ მ. გ-იან-ხ-ნი, ბავშვი დღესდღეობით ცხოვრობს მამასთან. 2009 წლის 8 ივლისიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ს. გ-იან-ხ-ნს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა კვირაში სამი დღე – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი დღის 12 საათიდან 16 საათის ჩათვლით. ს. გ-იან-ხ-ნის განმარტებითა და ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის რაიონული განყოფილების წარმომადგენელის დადასტურებით, დადგინდა, რომ ს. გ-იან-ხ-ნი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დღეებში სისტემატიურად ნახულობდა შვილს, რის საფუძველზეც ბავშვი უკვე შეეჩვია დედას და მათ აქვთ თბილი ურთიერთობა.

ს. გ-იან-ხ-ნის წარმომადგენლთა განმარტებით, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ა. გ-იან-ხ-ნმა ფაქტობრივად უკვე შექმნა ახალი ოჯახი, ჰყავს მეუღლე, რომელთანაც ჯერ-ჯერობით რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება, ვინაიდან განქორწინების საქმე შეჩერებულია. აღნიშნული გარემოება აპელანტის წარმომადგენელს სადაოდ არ გაუხდია.

აპელანტის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე ბავშვის დედასთან საცხოვრებლად გადასვლა ცუდად იმოქმედებდა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა. ამასთან, პალატის მითითებით, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვეოდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილური იყო. შესაბამისად სასამართლომ მიაჩნია, რომ დედასთან ერთად ცხოვრება ბავშვის ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ვერ იქონიებდა.

აპელანტის მითითება მასზე, რომ ს. გ-იან-ხ-ნს მომეტებული სტრესული მდგომარეობის გამო არ შეუძლია იზრუნოს შვილზე, პალატამ სსსკ 102-ე მუხლზე მითითებით ასევე არ გაიზიარა, ვინაიდან განმარტა, რომ აპელანტმა სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ს. გ-იან-ხ-ნს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო ეზრუნა ბავშვზე, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდად იმოქმედებდა ბავშვის აღზრდაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1128-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-იან-ხ-ნმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს. გ-იან-ხ-ნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ განჩინების მიღებისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1198-წ მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 1199-ე და 1201-ე მუხლები. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ მისი ავადმყოფობისა და ოპერაციის შემდგომი ქიმიოთერაპიის დროს დედის არყოფნამ შვილთან გამოიწვია დედა-შვილს შორის არსებული კავშირი გაწყვეტა და ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, დედასთან გადასვლა გამოიწვევს მისი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ა. გ-იან-ხ-ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-იან-ხ-ნის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. გ-იან-ხ-ნის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-იან-ხ-ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.