Facebook Twitter

¹ ას-554-523-2011 9 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ს-ოვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ოვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ოვის მიმართ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მოპასუხის მფლობელობა-სარგებლობიდან გამოთავისუფლებისა და თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

წალკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ს-ოვის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით მ. ს-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: მ. ს-ოვს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1657,00 კვ.მ 1921,5 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი ქ.წალკაში, ... ... მიმდებარე ტერიტორიაზე რეგისტრაციის ¹... . მასვე ეკუთვნის ამავე მისამართზე მდებარე 1657 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ¹... მიწის ნაკვეთი.

ქ. წალკაში, ... ქუჩაზე მდებარე ნომრის გარეშე არსებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - წალკა, კოდი ... სექტორი ქ. წალკა ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ¹...) 880 კვ.მ დაუზუსტებელი ფართით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა. ბ-ოვის სახელზე.

წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით ¹... ნაკვეთი რეგისტრირებულია ა. ბ-ოვის საკუთრებად 2007 წლის 3 ივლისს, 2009 წლის 21 დეკემბერს ¹... ნაკვეთი ელექტრული ვერსიით რეგისტრირებულია მ. ს-ოვის საკუთრებად, რაზედაც დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, არ არის დაცული ¹... ნაკვეთის საზღვრები, მოხდა ზედდება რეგისტრირებულ მონაკვეთთან.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით 1657 კვ.მ ¹... ნაკვეთი 2009 წლის 21 დეკემბერს ელექტრონული ვერსიით რეგისტრირებულია მ. ს-ოვის საკუთრებად. 2007 წლის 3 ივლისს ¹... 880 კვ.მ ნაკვეთი რეგისტრირებულია ა. ბ-ოვის საკუთრებად. საკადასტრო მონაცემებში არსებობს ზედდება რეგისტრირებულ მონაკვეთთან. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე ა. ბ-ოვი არის მ. ს-ოვის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (სარეგისტრაციო ზონა – წალკა, კოდი ... სექტორი ქ. წალკა ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ...), მდებარე სადავო 313.46 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მესაკუთრე.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა მოცემულ საქმეზე არ არსებობს. არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის არამართლზომიერი ფლობა და მოპასუხეს გააჩნია სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარმოდგენილ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას, აღნიშნული ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოდავე მხარეების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ზედდება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მხოლოდ წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ს-ოვმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს მიერ იმ გარემოების დადგენილად მიჩნევის შემთხვევაში, რომ ა. ბ-ოვის მიერ დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 313.46 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, წარმოადგენდა მ. ს-ოვის საკუთრებას, სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე მუხლებისა და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, სასარჩელო მოთხოვნა საკუთრების უფლების აღკვეთის ხელშეშლის შესახებ დაეკმაყოფილებინა სრული მოცულობით. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 248-ე მუხლები, როდესაც უზუსტოდ მიიჩნია ისეთი ჩანაწერი, რასაც მხარე არ მოითხოვდა. ამასთან, სასამართლომ არასათანდოდ შეისწავლა საქმე და უმნიშვნელოდ მიიჩნია დავის სწორად გადასაწყვეტად საჭირო გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განჩინებით მ. ს-ოვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ს-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ს-ოვს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 28 აპრილს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ს-ოვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ მ. ს-ოვს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.