Facebook Twitter

¹ას-57-56-10 31 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ნ. ო-ოღლის სარჩელის გამო მოპასუხე გ. დ-ძის მიმართ, სამკვიდრო მოწმობათა ბათილად ცნობის თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ. დ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენა.

2010 წლის 18 თებერვალს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს გ. დ-ძე იღებს თუ არა საარსებო შემწეობას.

უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით გ. დ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 1 მარტს (ს.ფ.101-102). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამა წლის 9 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.