Facebook Twitter

ას-623-584-10 7 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – გ. ა-ოვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჰ.” (მოპასუხე)

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 28 ნოემბერს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ა-ოვამ მოპასუხე შპს ,,ჰ.-ს” მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განჩინებით გ. ა-ოვას წარმომადგენლის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გამოთხოვასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა, განუხილველად დარჩა გ. ა-ოვას სარჩელი.

აღნიშნული კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ა-ოვამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით გ. ა-ოვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განჩინება.

2009 წლის 14 მაისს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ა-ოვამ მოპასუხე შპს ,,ჰ.-ს” მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გ. ა-ოვასა და მოპასუხე შპს ,,ჰ.-ს” შორის 2008 წლის 8 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. გარდაბანში, ... ქ. ¹36ა-ში.

აღნიშნული სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჰ.-მ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ჰ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ა-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ. ა-ოვას შპს ,,ჰ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს გ. ა-ოვასა და შპს ,,ჰ.-ს” შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. გარდაბანში, ... ქ. ¹36ა-ში. ნასყიდობის ფასი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 64 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 89 600 ლარით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ ნასყიდობის საგანი გაიყიდა 30 000 ლარად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების მხარეები არ წარმოადგენდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს, მაგრამ დადგენილია, რომ უ. ე-ენი არის შპს ,,ჰ.-ს” პარტნიორი, ხოლო შ. ა-ოვა გამყიდველის დედა, რომელიც იღებდა მონაწილეობას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროსაც და ასევე ბინის ნასყიდობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ა-ოვამ.

2010 წლის 25 ივნისს გ. ა-ოვამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. ა-ოვას განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების შესახებ დაკმაყოფილდა, შპს “ჰ.-ს” აეკრძალა ქ. გარადაბანში, ... ქ.¹36ა-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება, ასევე შპს “ჰ.-ს” აეკრძალა აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების ჩატარება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. ა-ოვას განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების შესახებ დაკმაყოფილდა, შპს “ჰ.-ს” აეკრძალა ქ. გარადაბანში, ... ქ.¹36ა-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება, ასევე შპს “ჰ.-ს” აეკრძალა აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების ჩატარება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან გ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, უზრუნველყოფის ღონისძიების შეასხებ განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის საჭირო წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე და 1991-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების შესახებ;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.