Facebook Twitter

ბს-1178-753(კ-05) 7 მარტი, 2006 წ

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) – სს «ს.-ა», წარმომადგენელი – უ. ს.-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია», წარმომადგენელი _ ი. თ.-ა

მესამე პირები:

შპს «კ.-ი», წარმომადგენლები: მ. ს.-ე, ლ. გ.-ე

შპს «ა.-ი», შპს «ქ.-ი», წარმომადგენლები: ხ. ი.-ა და ნ. ჟ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

2004 წლის 30 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა სს «ე.-მა» მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული 2004 წლის 29 ოქტომბრის ¹573/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების ბათილად ცნობა მოთხოვა.

სასამართლოს კოლეგიის 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სს «ე.-ის» სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირის სტატუსით შპს «ქ.-ი», შპს «ა.-ი» და შპს «კ.-ი» იქნენ ჩაბმული და სასამართლომ დამატებითი მტკიცებულებები გამოითხოვა.

იგი დაეთანხმა სს «ე.-ის» მოთხოვნას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 29.10.2004წ. ¹573/16 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები) ბათილად ცნობის შესახებ. კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია «კავშირგაბმულობისა და ფოსტის» შესახებ კანონის მე-4, მე-20, 41-ე მუხლების მოთხოვნები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის ნორმები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის ¹6 დადგენილების დებულების მოთხოვნები. აღნიშნული დებულება «კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ» არ იცნობდა ჩართვის ისეთ სახეს, როგორიცაა მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირველ პუნქტში. მის «ჰ» პუნქტის (გაფართოებული მომსახურება) ჩამონათვალში მითითებულია «ინტერნეტ პროტოკოლის უზრუნველყოფა», რაც შეუძლია მხოლოდ სატელეფონო სადგურებს და არა ქსელის ელემენტებს.

შპს «ა.-ის» მტკიცებით, ადგილობრივი დაშვების ქსელის და სახაზო საკაბელო ქსელის წყვილის იჯარის ტარიფები არ შეიძლებოდა ერთი და იგივე ყოფილიყო, ვინაიდან სახაზო საკაბელო იჯარის დროს ხდება წყვილის მიქირავება ან იჯარით გადაცემა სხვა ოპერატორზე, ხოლო დაშვების დროს წყვილს იყენებს ოპერატორი აბონენტებთან სატელეფონო კავშირისათვის და ასევე, საშუალებას აძლევს სხვა ოპერატორს დააყენოს სპეციალური მოწყობილობა წყვილის თავსა და ბოლოში, რითაც უზრუნველყოფს ADშლ ტექნოლოგიით მომსახურებას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სადავო გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ სახაზო საკაბელო წყვილების გამოყენებით ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს სახაზო საკაბელო წყვილის იჯარისათვის დადგენილ ოდენობას, რომლის გაანგარიშების მეთოდოლოგია მოცემულია «სს ე.-სა» და შპს «ქ.-ს» შორის წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების შესწავლის შედეგების შესახებ კომისიის 20.09.2002წ. ¹362 გადაწყვეტილებაში. კომისიის მოცემული მეთოდოლოგია ვერ გამოდგება შპს «ა.-ისათვის» ანალოგად, ვინაიდან ის გაანგარიშება გაკეთებული არა არის სს «ე.-ისათვის», რომელსაც გააჩნია მოძველებული, ნაწილობრივ ამორტიზებული სახაზო საკაბელო ქსელი, ხოლო შპს «ა.-ს» ახლად აშენებული სახაზო საკაბელო ქსელი გააჩნია და, ცხადია, მომსახურების ფასიც (ტარიფი) სხვადასხვა იქნება.

შპს «ა.-ის» მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ეწინააღმდეგებოდა «კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ» საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 10.07.2001წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას, კერძოდ, მითითებული დებულების პირველი პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვის მსურველი – ოპერატორია ის ოპერატორია, რომელიც მოითხოვს მეორე ოპერატორის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან ან საშუალებებთან ურთიერთჩართვას და ურთიერთჩართვის მომსახურების მიღებას.

ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ¹573/16 გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს «კ.-სა» და შპს «ა.-ს» შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხარეებს შორის ნების თავისუფალი გამოვლინების და შეთანხმების საფუძველზე გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებას წარმოადგენდა და ტარიფი შემოთავაზებულ იქნა შპს «კ.-ის» მიერ, რაზედაც ხელშეკრულება გაფორმდა 2004 წლის 18 თებერვალს ერთი წლის ვადით.

წერილობითი მოსაზრებები სასამართლო კოლეგიას შპს «ქ.-მაც» წარუდგინა, გაიზიარა სს «ე.-ის» მოთხოვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ¹573/16 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ და მოტივაცია «ქ.-ის» მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების იდენტურად დაასაბუთა.

მოპასუხე «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ» სასამართლოში შესაგებელი წარადგინა და მიუთითა შემდეგზე:

ერთი მხრივ, შპს «ქ.-სა» და შპს «ა.-ს», ხოლო, მეორე მხრივ, შპს «კ.-ს» შორის 2004 წლის 18 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს «კ.-ი» შპს «ქ.-ს» და შპს «ა.-ს» გადაუხდიდა თითოეულ სატელეფონო წყვილზე სიხშირული ფილტრის პირველადი მიერთებისათვის 20 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო თითოეულ სატელეფონო წყვილზე, რომელზე დაყენებულია სიხშირული ფილტრი, ყოველთვიურად 5 დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ს ჩათვლით). ხელშეკრულება დაიდო 2004 წლის 18 თებერვალს ერთი წლის ვადით. თუ ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მხარეები ერთმანეთს წერილობით რ აცნობებდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამავე ვადითა და პირობებით ავტომატურად გაგრძელდებოდა. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის, შეჩერების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეებს ერთმანეთისათვის წერილობითი ფორმით ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინათ. იმავდროულად, 2003 წლის 8 თებერვალს (მითითებული ხელშეკრულებები ამოქმედდა 10.02.2003 წელს) 3 თვის ვადით მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები და თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ შეატყობინებდნენ ერთმანეთს ხელშეკრულების მოშლის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადითა და პირობებით.

ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთჩართვას შპს «ქ.-ს» (შპს «ა.-ს»), როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორსა და შპს «კ.-ს», როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორსა და საერთაშორისო ოპერატორს შორის ურთიერთობებს. ხელშეკრულება არ არეგულირებს ურთიერთობებს შპს «ქ.-ს» (შპს «ა.-ს»), როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორსა და შპს «კ.-ს», როგორც ინტერნეტ პროვაიდერს შორის. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებაში არ ყოფილა გათვალისწინებული ტარიფი 0.6 თეთრის ოდენობით.

შპს «კ.-მა» შპს «ქ.-ს» 2003 წლის 23 ივლისს ¹179/57 წერილით მიმართა, რომლითაც არსებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა, კერძოდ, გაფორმებულიყო ხელშეკრულება 865065 კოდით ინტერნეტის სარგებლობის თაობაზე, სადაც ტარიფი იქნებოდა განსაზღვრული 08.00 საათიდან 24.00 საათამდე 0.006 ლარით, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 24.00 საათიდან 08.00 საათამდე _ 0.003 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულება მხარეებს არ გაუფორმებიათ, მაგრამ ორივე მხარე ადასტურებდა, რომ მათ შორის ანგარიშსწორება აღნიშნული პირობებით ხორციელდებოდა.

შპს «კ.-სა» და სს «ე.-ს» შორის 2003 წლის 1 თებერვალს გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება სამი თვის ვადით. მხარეებმა იკისრეს ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ შეეტყობინებინათ ერთმანეთისათვის ამ ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე, სხვა შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა ავტომატურად უნდა გარძელებულიყო იმავე ვადითა და პირობებით. მითითებული ხელშეკრულების 5.9 პუნქტის თანახმად, ინტერნეტით მომსახურებაზე ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენდა 08.00 საათიდან 24.00 საათამდე 0.4 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 24.00 საათიდან 08.00 საათამდე 0.2 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფდა შპს «კ.-ი».

მოპასუხის მითითებით, მიუხედავად კომისიის წერილობითი მოთხოვნისა, შპს «ქ.-ს», შპს «ა.-ს» და სს «ე.-ს» DშL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის გაანგარიშება, ასევე შპს «კ.-ის» მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის ერთ ლარამდე შემცირების შესახებ გაანგარიშება, რომელიც ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის დაადასტურებდა, აგრეთვე, სს «ე.-ს», შპს «ქ.-ისა» და შპს «ა.-ის» მხრიდან ამ ტარიფის 5 აშშ დოლარამდე გაზრდის დასაბუთების შესახებ გაანგარიშება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, DშL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო იყო ჩვეულებრივი სააბონენტო სატელეფონო წყვილები, რომლების მომსახურების ხარჯი არ იყო დამოკიდებული ამ სატელეფონო წყვლით გადაცემული მონაცემების მოცულობასთან, ანუ ამავე წყვილში ინტერნეტის მიწოდების შემთხვევაში არ იზრდებოდა მოსახურების ხარჯი. შესაბამისად, მისი ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს სატელეფონო წყვილის იჯარისათვის დადგენილ ტარიფს. მისი თქმით აღნიშნული ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია მოცემული იყო სს «ე.-სა» და შპს «ქ.-ს» შორის წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების შესწავლის შედეგების შესახებ კომისიის 2002 წლის 20 სექტემბრის ¹362 გადაწყვეტილებაში. «კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ» დებულების პირველი მუხლის «ჰ» პუნქტის თანახმად, DშL ქსელით მომსახურება ურთიერთჩართვის გაფორმებულ მომსახურებას წარმოადგენდა.

მოპასუხის მოსაზრებით, «კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ» დებულების მე-6 მუხლის თანახმად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დებულებები, რომლებიც მოაწესრიგებდა ურთიერთჩართვის ძირითადი და გაფართოებული მომსახურების მიწოდებას, მათ შორის _ საკომუნიკაციო ტექნიკურ საშუალებებთან, ადგილობრივი დაშვების ქსელთან და ურთიერთჩართვის მაგისტრალურ ხაზებთან დაშვებას. შესაბამისად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა განსაზღვრულიყო ადგილობრივი კავშირის ოპერატორებისა და შპს «კ.-ის», როგორც გაფორმებული ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებლის, ურთიერთობები, კერძოდ, ურთიერთჩართვის ტარიფი ინტერნეტის მიწოდებისათვის, როგორც საკომუნიკაციო სადგურის, აგრეთვე მხოლოდ სახაზო-საკაბელო წყვილების გამოყენებით.

მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში დამატებით მიუთითა, რომ შპს «ქ.-ის» მოთხოვნაზე შპს «კ.-სთან» 08.02.2003წ. გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტარიფის 6 თეთრამდე გაზრდის შესახებ, იმ დროისთვის კომისიაში მიმდინარეობდა ადგილობრივი კავშირის ოპერატორების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების შესწავლა, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული ინტერნეტის გრაფიკის მოცულობა და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს «ქ.-ის» მოთხოვნის განხილვა ურთიერთჩართვის ტარიფების შესწავლის შემდეგ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია შესაგებელში აღნიშნავდა, რომ სადაო გადაწყვეტილების გამოცემისას იხელმძღვანელა «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის «თ» ქვეპუქტით, «კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ» დებულების 53-ე, 54-ე მუხლებითა და «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების» 50-ე მუხლით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სასამართლო კოლეგიის შუამდგომლობით მიმართა და ადმინისტრაციულ პროცესში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულო მესამე პირებად შპს «კ.-ი», შპს «ქ.-ისა» და შპს «ა.-ის» ჩაბმა მოითხოვა.

2005 წლის 6 იანვარს შპს «ქ.-მ» სასამართლო კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა და მოითხოვა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად, ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ძირითადი სარჩელით გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის დაევალებინა არა უმეტეს ერთი თვის ვადაში გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი (გადწყვეტილება), რიმლითაც შეიცვლებოდა და გახდებოდა იდენტური ურთიერთჩართვის ტარიფი შპს «ქ.-ის» მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგერდზე გამოცხადებული ურთიერთჩართვის ტარიფისა, შპს «კ.-სა» და შპს «ქ.-ებს» შორის.

შპს «ქ.-ის» განმარტებით, კომისიამ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას დაარღვია «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის მე-4, მე-20, 41-ე მუხლები, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონისა და საქართველოს ზოგადი ამინისტრაციული კედექსის მოთხოვნები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 10.07..2001წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებული დებულება. მისი თქმით, ადგილობრივი დაშვების ქსელისა და სახაზო საკაბელო ქსელის წყვილის იჯარის ტარიფები არ შეიძლებოდა ერთი და იგივე ყოფილიყო, რადგან სახაზო საკაბელო იჯარის დროს ხდება წყვილის მიქირავება ან იჯარით გადაცემა სხვა ოპერატორზე, ხოლო დაშვების დროს წყვილს იყენებს ოპერატორი აბონენტთან სატელეფონო კავშირისთვის და ასევე, საშუალებას აძლევს სხვა ოპერატორს დააყენოს სპეციალური მოწყობილობა წყვილის თავსა და ბოლოში, რითაც უზრუნველყოს DშL ტექნოლოგიით მომსახურებას.

ამდენად, სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 10.07.2001წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას «კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ», კერძოდ, დებულების პირველი მუხლის «ზ» პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორია ის ოპერატორი, რომელიც მოითხოვს მეორე ოპერატორის ქსელთან, სისტემასტან, ქსელის ელემენტებთან ან საშუალებებთან ურთიერთჩართვას და ურთიერთჩართვის მომსახურების მიღებას, კომისია ამ კანონით დაგენილ ვალდებულებას (ურთიერთჩართვის მსურველი-ოპერატორის) აკისრებს შპს «ქ.-ს».

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სადავო აქტის დადგენილებით დაარღვია ადმინისტრაციული აქტი გამოცემის ვადები, რომლებიც დადგენილია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ნორმათა მიხედვით და «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების» შესაბამისად.

დამოუკიდებელი სარჩელის ავტორის მოსაზრებით, მოპასუხემ სადავო აქტის გამოცემით არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს «კ.-სა» და შპს «ქ.-ს» შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა მხარებს შორის ნების თავისუფალი გამოვლინებისა და შეთანხმების საფუძველზე გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებას და ტარიფი შემოთავაზებულ იქნა შპს «კ.-ის» მიერ, რაზედაც ხელშეკრულება გაფორმდა 2004 წლის 18 თებერვალს ერთი წლის ვადით.

სასამართლო კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა შპს «ა.-მაც» და შპს «ქ.-ის» იდენტური მოთხოვნა დააყენა ამავე საფუძვლებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 იანვრის განჩინებით მესამე პირები: შპს «კ.-ი», შპს «ქ.-ი», შპს «ა.-ი» საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მ-2 ნაწილით გათვალისწინებულ სავალდებულო მესამე პირებად იყვნენ ჩაბმული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადწყვეტილებით სს «ე.-ის» სასარჩელო მოთხოვნას კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და მესამე პირების: შპს «ქ.-ის», შპს «ა.-ისა» და შპს «კ.-ის» მიმართ მოპასუხე 2004 წლის 29 ოქტომბრის ¹573/16 გადაწყვეტილების პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტების ბათილად ცნობის შესახებ ეთქვა უარი. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ არ დაკმაყოფილა ასევე მესამე პირების _ შპს «ქ.-ისა» და შპს «ა.-ის» დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებული 2004 წლის 29 ოქტომბრის ¹573/16 გადაწყვეტილების მთლიანად ბათილად ცნობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისსისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა შემდეგზე:

მოსარჩელე _ სს «ე.-ი» ითხოვდა საქართველოს კომუნიკაციების ერობვული კომისიის მიერ გამოცემული 29.10.2004წ. ¹573/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების ბათილად ცნობას, ხოლო მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით: შპს «ქ.-ის» და შპს «ა.-ის» დამოუკიდებლად, თითოეული ცალ-ცალკე გასაჩივრებული აქტის სრულიად ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას მოითხოვდნენ.

სასამართლომ დაგენილად მიიჩნია, რომ შპს «კ.-სა» და შპს «ქ.-ს», შპს «ა.-ს» და სს «ე.-ს» შორის DშL ინტერნეტით მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვის შესახებ» საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 29 ოქტომბრის ¹573/16 გადაწყვეტილება თავისი ბუნებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ იყო გამოცემული. ამ კომისის სტატუსი ძირითადად განისაზღვრებოდა «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის მე-20-32 მუხლებითა და საქრთველოს პრეზიდენტის 2003 წლის ¹326 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებით».

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2004 წლის 29 ოქომბერს განიხილა დავა შპს «კ.-სა» და შპს «ქ.-ს», შპს «ა.-სა» და სს «ე.-ს» შორის DშL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით. კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, 2004 წლის 19 ოქტომბერს დაზუსტდა მხარეთა შორის სადავო საკითხები. შპს «კ.-ის» მოთხოვნას წარმოადგენდა შპს «ქ.-ის», შპს «ა.-ის» და სს «ე.-ის» მიერ დადგენილი DშL ინტერნეტ მომსახურებისთვის დადგენილი საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის შემცირება. სადავო აქტის გამოცემისას კომისიამ გაითვალისწინა შპს «ქ.-ის» მიერ წარმოდგენილი შეგებებული განცხადების მოთხოვნა, რომლითაც ქ.-ი ითხოვდა შპს «კ.-თან» 08.02.2003წ. გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალსიწინებული ტარიფის გაზრდას 6 თეთრამდე.

ასევე დადგინდა, რომ, მიუხედავად კომისიის წერილობითი მოთხოვნისა, შპს «ქ.-ის», შპს «ა.-ის» და სს «ე.-ის» DშL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის გაანგარიშება კომისიისთვის არ წარუდგენიათ. ამასთან, არც შპს «კ.-ს» წარმოუდგენია სატანადო გაანგარიშება სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის 1 ლარამდე შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე. ასევე არ ყოფილა წარდგენილი გაანგარიშება სს «ე.-ის», «ქ.-ის» და შპს «ა.-ის» მხრიდან ამ ტარიფის 5 აშშ დოლარის დასაბუთების შესახებ.

სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან DშL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო იყო ჩვეულებრივი სააბონენტო სატელეფონო წყვილები, რომლის მომსახურების ხარჯი არ იყო დამოკიდებული ამ სატელეფონო წყვილით გადაცემული მონაცემების მოცულობასთან, ანუ ამავე წყვილში ინტერნეტის მიწოდების შემთხვევაში არ იზრდებოდა მომსახურების ხარჯი, შესაბამისად, მართებული იყო მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ამ მომსახურების ტარიფი არ უნდა ყოფილიყო სატელეფონო წყვილის იჯარისთვის დადგენილ ტარიფზე მეტი. მითითებული ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია კი მოცემული იყო სს «ე.-სა» და შპს «ქ.-ს» შორის წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების შესწავლის შედეგების შესახებ» კომისიის 2002 წლის ¹362 გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ «კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ» დებულების პირველი მუხლის «ჰ» პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვის გაფართოვებული მომსახურება გულისხმობდა DშL ქსელით მომსახურებასაც. ამავე დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დებულებები, რომლებიც მოაწესრიგებდა ურთიერთჩართვის ძირითადი და გაფართოებული მომსახხურების მიწოდებას, მათ შორის საკომუტაციო ტექნიკურ საშუალებებთან, ადგილობრივი დაშვების ქსელთან და ურთიერთჩართვის მაგისტრალურ ხაზებთან დაშვებას, შესაბამისად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა განსაზღვრულიყო ადგილობრივი კავშირის ოპერატორების და შპს «კ.-ის», როგორც გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებლის, ურთიერთობები. სასამართლო თვლის, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ურთიერთჩართვის ტარიფი ინტერნეტის მიწოდებისათვის, როგორც საკომუტაციო სადგურის, აგრეთვე მხოლოდ საბაზო საკაბელო წყვილების გამოყენებით.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მისი შესრულება არ გამოიწვევდა დანაშაულს, მის შესრულება შესაძლებელი იყო და არ არსებობდა ფაქტობრივი მიზეზი სადავო აქტის რეალიზაციის შეუძლებლობის თაობაზე. ამასთან, სადავო აქტი თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, არ ყოფილა დარღვეული სადავო აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი.

მითითებული კომისია «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, უფლებამოსილი იყო, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხამარებლებს შორის გადაეწყვიტა დავა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

ამასთან, ვინაიდან ამ კომიიის მიერ მიღებული აქტი არ ატარებდა ნორმატიულ ხასიათს და იგი ინდივიდულაურ ადმნისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა, მისი გამოცემნა გადაწყვეტილების ფორმით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების შესაბამისად, დასაშვები იყო. მოცემული დებულებისდ მე-8 პუნქტით დადაგენილია გადაწყვეტილების მიღების წესი და კომისიის კომპეტენცია.

სასამართლოს მითითებით, სადავო ურთიერთობები ძირითადად რეგულირდებოდა «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის ¹6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემული იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, რის გამოც არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

სასამართლო კოლეგიის განმარტებით, იმავე საფუძვლების გამო არ დაკმაყოფილდა მესამე პირების: შპს «ქ.-ისა» და შპს «ა.-ის» დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნები აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

სს «ს.-მ» თბილისი საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას საოლქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 244-ე, 249.4-ე, 105.2-ე და 105.3-ე მუხლები, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი: «საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის 20.5 მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია იხილავს დავებს კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიანტებს შორის მისი კომპენტენციის ფარგლებსი. სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილსი აღნიშნას, რომ კომისია იხილავდა შპს «კ.-ის» საჩივარს კასატორების _ შპს «ა.-ის» და შპს «ქ.-ის» მიმართ და მოითხოვდა DშL ტექნოლოგიით მომსახურების საფასურის სემცირებას. მხარე ვერ მიუთითებდა, თუ რატომ იყო მომსახურების ტარიფი კანონსაწინააღმდეგო.

კასატორის მითითებით, მათ სასამართლო სხდომაზე დაასაბუთეს, თუ რა სხვაობაა სახაზო-საკაბელო წყვილის იჯარასა და DშL ტექნოლოგიით მომსახურებისათვის წყვილის იჯარას შორის, თუმცა აღნიშნული გარემოებები დარჩა შეფასების გარეშე. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ურთიერთგამომრიცხავ მსჯელობებს სეიცავს, კერძოდ, მითითებულია, რომ მოსარჩელის იერ კომისიისათვის წარდგენილი არ ყოფილა დადგენილი მოსახურების საფასური გაანგარიშება და თუ სასამართლო ასკვნის, რომ სახაზო-საკაბელო წყვილის იჯარასა და DშL ტექნოლოგიით მომსახურება ანალოგიური სერვისებია, მაშინ, რა საჭირო იყო დამატებითი გაანგარიშებების წარდგენა.

კასატორი აქვე მიუთითებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მიმართვისას განმცხადებელი მოითხოვდა გარკვეულიყო, თუ რამდენს შეადგენდა DშL მომსახურების წყვილის ფასი. კომისიამ დაადგინა, რომ ის არ შეიძლება იყოს რაღაც ზღვარზე მეტი. სასამართლომ არც აღნიშნულ გარემოებას მისცა სამართლებრივი შეფასება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე სს «ს.-მ» გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 29 ოქტომბრის ¹650/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ სს «ს.-ის» კომპანიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახამდ, თუ ამ კოდექსით სხვა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიიჩენს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერი საფუძვლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის და ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

საქმი მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ საქმეზე წარმოდგენილი იყო სამი სარჩელი, პირველი, სს «ე.-ის» სარჩელი, რომელიც ითხოვდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული 29.10.2004წ. ¹573/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების ბათილად ცნობას, ხოლო მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით: შპს «ქ.-ი» და შპს «ა.-ი» დამოუკიდებლად, თითოეული ცალ-ცალკე, გასაჩივრებული აქტის სრულად ბათილად ცნობასა და მოპასუხისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას მოითხოვდნენ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, მართალია, უარი ეთქვა სამივე სასარჩელო მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე. მაგრამ ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით მხოლოდ თავდაპირველმა მოსარჩელემ _ სს «ს.-მ» გაასაჩივრა. ამდენად, გადაწყვეტილება შპს «ა.-ისა» და შპს «ქ.-ის» სარჩელების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული და დღეისათვის საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი მხოლოდ სს «ე.-ის» სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებაა.

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2004 წლის 29 ოქტომბერს განიხილა დავა შპს «კ.-სა» და შპს «ქ.-ს», შპს «ა.-ს» და სს «ე.-ს» შორის DშL ინტერნეტ მომსახურებისათვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით. კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, 2004 წლის 19 ოქტომბერს, დაზუსტდა მხარეთა შორის სადავო საკითხები. შპს «კ.-ის» მოთხოვნას წარმოადგენდა შპს «ქ.-ის», შპს «ა.-ის» და სს «ე.-ის» მიერ დადგენილი DშL ინტერნეტით მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის შემცირება. სადავო აქტის გამოცემისას კომისიამ გაითვალისწინა შპს «ქ.-ის» მიერ წარმოდგენილი შეგებებული განცხადების მოთხოვნა, რომლითაც ქ.-ი ითხოვდა შპს «კ.-თან» 08.02.2003წ. გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტარიფის გაზრდას 6 თეთრამდე.

ასევე დადგენილ იქნა, რომ, მიუხედავდ კომისიის წერილობითი მოთხოვნისა, შპს «ქ.-ს», შპს «ა.-ს» და სს «ე.-ს» DშL ინტერნეტ მომსახურებისათვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის გაანგარიშება კომისიისათვის არ წარუდგენიათ. ამასთან, არც შპს «კ.-ს» წარმოუდგენია სათანადო გაანგარიშება სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის 1 ლარამდე შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე, ასევე არ ყოფილა წარდგენილი გაანგარიშება სს «ე.-ის», შპს «ქ.-ის» და შპს «ა.-ის» მხრიდან ამ ტარიფის 5 აშშ დოლარამდე გაზრდის და დასაბუთების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

კომისიის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (კომისიის სადავო გადაწყვეტილების) მიღებისას მოქმედებდა «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონი და ამ კანონის საფუძველზე მირებული კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს მოცემულ შემთხვევაში.

«კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიული პირს, მუდმივმოქმედ დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს (ამჟამად მის ეს უფლებამოსილება დადგენილია «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» კანონით).

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის ¹26 ბრძანაბულებით დამტკიცებული «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების» პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოქმედებდა «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის საფუძველზე და არეგულირებდა საქმიანობას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში.

«დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოდ მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე (უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებში) საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნევა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანომდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სახელმწიფოსაგან კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში უფლებამოსილების საფუძველზე მოპოვებული ჰქონდა და დღესაც აქვს ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსი. ამასთან, კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თავის მხრივ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, რომელიც პირთა გარკვეული წრის უფლებებსა და მოვალეობებს შეეხება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კომისიის სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედ «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ფუნქცია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დადგენა და მათი რეგულირებაა. ამავე კანონის პირველი პუნქტის «ჰ» ქვეპუნქტით «ზღვრულ ტარიფად» მიიჩნევა კომისიის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი. მოცემული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეებზე დააწესოს ზღვრული ტარიფები.

«დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დამოუკიდებელ ეროვნული მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, დაადგინოს და არეგულიროს ტარიფები თავისი კომპეტენციის სფეროში, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. დაუშვებელია ამ ორგანოს სატარიფო უფლებამოსილებაში ჩარევა (მე-2 პუნქტი).

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის ¹326 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების» მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისადაც, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით მომსახურების ტარიფების დადგენა და მათი რეგულირება წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლოს ნიშანდობლივად მიაჩნია განმარტოს შემდეგი: «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის მე-20 მუხლი განსაზღვრავს, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენდა. დავათა მოწესრიგების კომპეტენციის თაობაზე მიუთითებს «დამოუკიდებელ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» კანონის მე-12 მუხლი, ასევე კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ი» ქვეპუნქტი.

ამასთან, ზემოხსენებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით, «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე კომისია უფლებამოსილი იყო, მიეღო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლრბრივი აქტი _ გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგიდან თავად აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ამ სფეროში ზღვრული ტარიფების დადგენის უფლებამოსილების მინიჭებით მას მიეცა დისკრეციული უფლებამოსილება, თავად მიეღო კონკრეტული გადაწყვეტილება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაედგინა ზღვრული ტარიფი (ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი).

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის იმ დროს მოქმედი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.

საკასაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ასევე კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან DშL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭიროა ჩვეულებრივი სააბონენტო სატელეფონო წყვილები, რომლის მომსახურების ხარჯი არ არის დამოკიდებული ამ სატელოფონო წყვილით გადაცემული მონაცემების მოცულობასთან, ანუ ამავე წყვილში ინტერნეტის მოწოდების შემთხვევაში არ იზრდება მომსახურების ხარჯი, შესაბამისად, კანონიერი იყო მოპასუხის გადაწყვეტილება ამ მომსახურების ტარიფისა და სატელეფონო წყვილის იჯარისათვის დადგენილი ტერიფის იდენტური თანხით განსაზღვრის თაობაზე, მით უმეტეს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეებს სხვაგვარი გაანგარიშება კომისიისათვის არ წარუდგენიათ.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს «ს.-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სს «ს.-ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოა და არ საჩივრდება.