Facebook Twitter
¹ას-641-602-2011 30 ივნისი, 2011 წელი

¹ას-641-602-2011 30 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ძე

დავის საგანი – საცხოვრებელ ბინაზე დაშენებული მანსარდის დემონტაჟი და საცხოვრებელი ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხლახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა თბილისში, .... ¹7-ში მ. კ-ძის მიერ დაშენებული მანსარდის დემონტაჟი და საცხოვრებელი ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

მოპასუხე მ. კ-ძემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მანსარდის მშენებლობა განხორციელდა მშენებლობის ნებართვებისა და მანსარდის პროექტის ფარგლებში, ასევე მანსარდის მშენებლობაზე გაიცა როგორც მოსარჩელის, ისე აღნიშნულ ბინაში მცხოვრებთა თანხმობა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სარჩელი, საცხოვრებელ ბინაზე დაშენებული მანსარდის დემონტაჟისა და საცხოვრებელი ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ. კ-ძის საკუთრებად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის თავზე არსებული მანსარდი 164,15 კვ.მ. და 38,6 კვ.მ. მოპასუხე მ. კ-ძე ცხოვრობს ამავე მისამართზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში მე-5 სართულზე, ხოლო მოსარჩელე ნ. ს-შვილი ცხოვრობს ამავე მისამართზე ¹1 ბინაში;

ქ. თბილისში, ... ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მფლობელებმა, მათ შორის ნ. ს-შვილმა, თანხმობა მისცეს მე-5 სართულზე მცხოვრებ მ. კ-ძეს და მ. ჩ-ძეს თავიანთი ბინების თავზე დაეშენებინათ საცხოვრებელი ფართი;

2003 წლის 18 აგვისტოს თბილისის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის წარმოების ¹- ნებართვით, ქ. თბილისში, ... ¹7-ში მცხოვრებ მ. კ-ძესა და მ. ჩ-ძეს ნება დაერთოთ საცხოვრებელი ბინის თავზე მანსარდის მოსაწყობად. აღნიშნული ასევე დადასტურებულია თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მშენებლობის ¹- ნებართვით;

თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2003 წლის 31 ივლისს გაიცა ¹- ბრძანება თბილისში, - ¹7-ში მ. ჩ-ძესა და მ. კ-ძეს საცხოვრებელი ბინების თავზე მანსარდის მოწყობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ;

დამთავრებული საამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე სახელმწიფო მიმღები კომისიის 2004 წლის 18 თებერვლის აქტის მიხედვით, ქ. თბილისში, ... ¹7-ში, მ. ჩ-ძისა და მ. კ-ძის მანსარდის ფართის დაშენება არის დამაკმაყოფილებელი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ;

ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹- დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 18.02.2004 წლის აქტი ქ. თბილისში, ... ¹7-ში ბინების თავზე დაშენებული მანსარდის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, მ. ჩ-ძის მანსარდის ფართი 116,3 კვ.მ, მ. კ-ძის ფართი 164,5 კვ.მ. და 38,6 კვ.მ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი კ. ზ-ვის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2010 წლის 27 ივლისის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ... ¹7-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგრადობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მისი ექსპლუატაცია შესაძლებელია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მანასრდის მშენებლობის წარმოების ნებართვა, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის ბრძანება, სახელმწიფო მიმღები კომისიის აქტი და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის დადგენილება ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხე მ. კ-ძის მიერ ქ. თბილისში, ... ¹7-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე განხორციელებული მანსარდის დაშენებით დაირღვა ნელი სალუქაშვილის რაიმე უფლება და მოსარჩელის ან ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას მიადგა რაიმე ზიანი. ამასთან, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა საცხოვრებელ ბინაზე მანსარდის დაშენებასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა, რომელსაც აღნიშნული ბინაში მცხოვრებ პირებთან ერთად ხელს აწერდა მოსარჩელე ნ. ს-შვილიც და მოპასუხეს საცხოვრებელი ფართის დაშენების უფლებას აძლევდა.

მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხე მ. კ-ძის მიერ საცხოვრებელ ბინაზე უნებართვოდ და პროექტის დარღვევით იქნა განხორციელებული დაშენება და, რომ ობიექტი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დადგენილი იყო ის გარმოება, რომ ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორის მიერ 2003 წლის 12 აგვისტოს ¹- ბრძანებით დამტკიცებული იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ქ. თბილისში, ... ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მანსარდის ფართის დაშენებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო მიმღები კომისიის დამთავრებული საამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე 2004 წლის 18 თებერვლის აქტის მიხედვით, ქ. თბილისში, ... ¹7-ში, მ. ჩ-ძისა და მ. კ-ძის მანსარდის ფართის დაშენება არის დამაკმაყოფილებელი და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, ხოლო ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 18.02.2004 წლის აქტი ქ. თბილისში, ... ქუჩაA¹7-ში ბინების თავზე დაშენებული მანსარდის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, მ. ჩ-ძის მანსარდის ფართი 116,3 კვ.მ, მ. კ-ძის ფართი 164,5 კვ.მ. და 38,6 კვ.მ. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული აქტები მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩაA¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინაზე დაშენებული მანსარდის საერთო ფართიდან 116,3 კვ.მ. არის მ. ჩ-ძის საკუთრება, ხოლო 164,5 კვ.მ. და 38 კვ.მ. _ მოპასუხე მ. კ-ძის საკუთრება, მოსარჩელე ნ. ს-შვილი მიუთითებდა, რომ მანსარდა აზიანებდა საცხოვრებელ ბინას და მოითხოვდა მხოლოდ მ.კ-ძის საკუთრებაში არსებული მანსარდის დემონტაჟს, ხოლო მ. ჩ-ძის საკუთრებაში არსებული მანსარდის დემონტაჟს არ მოითხოვდა, შესაბამისად სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი კ. ზ-ვის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2010 წლის 27 ივლისის დასკვნის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹7-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგრადობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი იყო და მისი ექსპლუატაცია შესაძლებელი.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მ. კ-ძის მიერ მანსარდის დაშენებამ საფრთხე შეუქმნა თავისი საცხოვრებელი ბინის მდგრადობას.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუქნტის ,,ა» ქვეპუნქტი და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის ,,ა» ქვეპუნქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ს-შვლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო, შესაბამისად, ნ.ს-შვილის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არ გაიზიარა, ვინაიდან სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მ. კ-ძის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მშენებლობის ნორმების დარღვევით, რამაც საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელი ბინის მდგრადობას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მანსარდის ფართის დაშენება იყო დამაკმაყოფილებელი, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ; ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹- დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 18.02.2004 წლის აქტი ქ. თბილისში, ... ქუჩაA¹7-ში ბინების თავზე დაშენებული მანსარდის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. ამასთან, დადგენილია ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერიის 2010 წლის 30 დეკემბრის ¹- განკარგულებით ნ. ს-შვილის ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, დატოვებული იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოში ნ. ს-შვილის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიისაკუთრა მე-5 სართულის ლიფტისა და სხვენში ლიფტისათვის განკუთვნილი ფართები, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე და 380-ე მუხლებზე და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ნელი სალუქაშვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საცხოვრებელ ბინაზე დაშენებული მანსარდის დემონტაჟი და საცხოვრებელი ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ მითითებული გარემოება მოპასუხის მიერ უკანონოდ მითვისებული ფართის შესახებ, ცდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატის მიერ არსებითად ვერ განიხილებოდა.

ნ. ს-შვილის მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ასევე ვერ მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ. კ-ძემ გაასხვისა ... ¹7-ში, მე-5 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გადაწყვეტილების მიღებისას სწორად გამოიყენა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-20 მუხლის ,,ა» ქვეპუნქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ს-შვილმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მ. კ-ძის მიერ მანსარდის დაშენებამ საფრთხე შეუქმნა თავისი საცხოვრებელი ბინის მდგრადობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრვ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა სააპელაციო საჩივრაში მითითებული ის დარღვევები, რომელიც დაშვებული იყო საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტიელბაში, კერძოდ: მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა მშენებლობის პროექტი, სახელდობრ: მშენებლობის წარმოების ნებართვის შესაბამისად, საცხოვრებელ სახლზე უნდა მოწყობილიყო მანსარდი, მ. კ-ძემ კი, ფაქტობრივად საცხოვრებელ კორპუსს დააშენა მე-6 სართული და ამის შემდეგ მოაწყო მანსარდი. ამასთან, კ. ზ-ვის სახელობის საამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასკვნის შესაბამისად, მანსარდი უნდა მოწყობილიყო მსუბუქი საშენი მასალების გამოყენებით, მოპასუხემ კი, ფაქტობრივად მძიმე კონსტრუქციით კორპუსს დააშენა ერთი სართული და შემდეგ ისევ მძიმე საშენი მასალებით მოაწყო მანსარდი. მშენებლობის ნორმების უხეში დარღვევით განხორციელებულმა მოქმედებამ კი, გამოიწვია კორპუსის საძირკველში გრუნტის წყლების ამოჟონვა, რამაც საფრთხე შეუქმა საცხოვრებელ სახლს. ზემოაღნიშნული გარემოებები რომ სასამართლოს გამოეკვლია, კასატორის მოსაზრებით, იგი არ მიიღებდა უკანონო გადაწყვეტილებას.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მიითვისა, მის თანაზიარ საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი _ ლიფტისთვის განკუთვნილი ადგილი.

კასატორი ასევე სადავოდ ხდის იმ გარემოესა რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოპასუხისათვის მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენის დავალდებულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.