ას-644-605-2010 26 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე Pპ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ძის, ს. და ხ. ბ-ძეების სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. ბ-ძე, ს. ბ-ძე და ხ. ბ-ძე თითოეული ცნობილ იქნა ქ.ბათუმში, ... ქ. ¹45-ში მდებარე ¹46 ბინის 1/5-ის მესაკუთრედ. გაუქმდა საზიარო უფლება ქ.ბათუმში, ... ქ. ¹45-ში მდებარე ¹46 ბინაზე ამ ბინის გაყიდვითა და ამონაგების მესაკუთრეთა (ი. ბ-ძე, ხ. ბ-ძე და ს. ბ-ძე, ი. კ-ძე და ნ. ბ-ძე) შორის განაწილების გზით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინება ი. კ-ძეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2010 წლის 12 ივლისს (ს.ფ. 238). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.